იუპიტერი დომინანტ პლანეტად – განვითარება, ფილოსოფია, სულგრძელობა

ჩვენი მზის სისტემის უდიდესი პლანეტა იუპიტერი, თავის მხრივ ზრდის და გაფართოების პროცესის სიმბოლოა. ბერძნულ მითოლოგიაში იუპიტერი პირდაპირ კავშირშია უზენაეს ღმერთ ზევსთან, რომელიც სამართლიანობის მსაჯულია და ძალაუფლებას განაგებს. შესაბამისად, სწორედ ეს სიმბოლოებია იმ ადამიანის პიროვნების საფუძველი რომლის ნატალურ რუკაშიც იუპიტერია დომინანტი.

ამ პიროვნებების ერთ-ერთი პოზიტიური მახასიათებელი ფილოსოფოსობისკენ სწრაფვაა. იუპიტერით დომინანტი ყოველთვის მოძრაობაშია და ახალ ცოდნას ეძებს. ისინი ცხოვრებას უფრო ფართო პერსპექტივიდან უყურებენ და ასაკის მატებასთან ერთად ბრძენდებიან.

ისინი არიან ეთიკური, კულტურალური და სულიერი ცოდნის გამხსნელები. შესაბამისად, არც ისე იშვიათია ამ ადამიანების სასამართლოში ხილვა, მოსამართლის, ან ადვოკატის პოსტზე ან თუნდაც სულიერი ცოდნის გამავრცელებელ პროფესორებად.

კიდევ ერთი დადებითი ასპექტი მათი ოპტიმიზმია. ისინი ჭიქას ნახევრად სავსედ უფრო ხედავენ, ვიდრე ნახევრად ცარიელს. როცა მიზანს ისახავენ ყოველთვის მის პოზიტიურ შედეგებზე ფიქრობენ. მუშაობენ ენთუზიაზმით და იმედიანად.

იუპიტერიანელები არიან გულუხვები და ფილანტროპები. რადგანაც სამართლიანები არიან ხშირად იხვეჭენ ავტორიტეტს.

ეს ადამიანები კარგი ბედის მქონენი ჩანან და ფინანსურ წარმატებებსაც აღწევენ. თუმცა არ არიან მატერიალისტები, გასცემენ მეტს, ვიდრე იღებენ.

ისინი არიან სოციალურები და მეგობრულები და ცხოვრებას ნათელი მხრიდან უყურებენ.

გაფართოების ასპექტი ნეგატიურიც შეიძლება იყოს. პერსონა შეიძლება გახდეს ზედმეტად მიმტევებელი, შეექმნას ჭარბწონიანობის პრობლემა, ჰქონდეს მოუწესრიგებელი სქესობრივი კავშირები. მათი ოპტიმიზმი და ენთუზიაზმი კი მარტივად გადაიქცევა გადამეტებულ თავდაჯერებულობაში.

საკუთარი სულიერი გაფართოების ნაცვლად შეიძლება მხოლოდ მატერიალურ ზრდაზე ფიქრობდნენ, რაც მათ ექსტრავაგანტულ და ხმაურიან ფიგურებად გადააქცევთ.

ამ ადამიანებს უჭირთ ცხოვრებაში ლიმიტების დაწესება. ოპტიმიზმის გამო, ყოველთვის იდეალურ სიტუაციებს ეძებენ. ჰიპერაქტიულობა და არარეალისტური მიზნებისკენ სწრაფვა მათი ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა.

 

დატოვე კომენტარი