მეცნიერებმა შექმნეს ახალი პროგრამა, რომელიც დამოუკიდებლად ითვისებს თამაშს და ამარცხებს მსოფლიო ჩემპიონებს

კომპიუტერებს უკვე შეუძლიათ დაამარცხონ ადამიანები კომპლექსურ და ინტელექტუალურ თამაშებში, მათ შორის ჭადრაკსა და „გოუ“-ში.
თუმცა ეს პროგრამები, როგორც წესი, შექმნილია ერთი კონკრეტული თამაშისთვის და განვითარებულია მხოლოდ ამ მიმართულებით. პროგრამა „ალფაზერო“ კი შემუშავებულია ისე, რომ საკუთარ თავს თვითონ ასწავლოს ჭადრაკი, შოგი და გოუ.
ალფაზერომ მოახერხა, დაემარცხებინა მსოფლიოს სამი უძლიერესი პროგრამა, რომლებიც სპეციალიზებული იყო ამ თამაშების მიმართლებით. პროგრამა ალფაზეროს გააჩნია განსაკუთრებული უნარი, ადაპტირდეს თამაშის წესებისადმი და თვითონვე განავითაროს საკუთარი თავი. ამ უნარის მქონე პროგრამა კაცობრიობის ისტორიაში პირველად შეიქმნა და ეს წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს იდეალურად დახვეწილი თამაშის სისტემის შესაქმნელად.

 

ჭადრაკი არის ხელოვნური ინტელექტის მიერ ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში შესწავლადი სფერო. უძლიერესი საჭადრაკო პროგრამები ეფუძნება ადამიანების მიერ შექმნილ და განვითარებულ ურთულეს კომპინაციებსა და ტექნიკებს, რომლებიც ჭადრაკის დიდოსტატების მიერ რამდენიმე ათეული წლის მანძილზე დახვეწილ იქნა.
ამისგან განსხვავებით ალფაზერომ ძალიან მოკლე დროში თვითგანვითარებით მიაღწია ზეადამიანურ დონეს. ხელოვნური ინტელექტის შემსწავლელი მეცნიერები აპირებენ, რომ ეს მიდგომა განაზოგადონ და ალფაზეროს ალგორითმი გამოიყენონ სხვა რთულ თამაშებშიც, სადაც ეს პროგრამა იმავე წარმატებით მიაღწევს სუპერადამიანურ შესაძლებლობებს.

ალფაზეროს ალგორითმში შეიყვანეს მხოლოდ თამაშის წესები და არ უსწავლებიათ არაფერი ამის გარდა, მიუხედავად ამისა ალფაზერომ საკმაოდ იოლად და დამაჯერებლად დაამარცხა მსოფლიოს ჩემპიონები ჭადრაკსა და „შოგი“-ში.

„უეჭველია, რომ ეს თამაშის რევოლუციას მოახდენს, მაგრამ დაფიქრდით იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამის გამოყენება ჭადრაკის გარეთ. ამ ალგორითმს შეუძლია ქალაქების, კონტინენტების, სამყაროების მართვა“.

DeepMind-ის გუნდს საბოლოოდ სურს, რომ ეს ალგორითმი ჯანდაცვის უზარმაზარ პრობლემებს მოარგოს. მათ სჯერათ, რომ პროგრამას შეუძლია დღეებსა და კვირებში შექმნას დაავადების განსაკურნებელი წამლები, რომელთაც ადამიანები ასობით წლების განმავლობაში ეძებენ.

დატოვე კომენტარი