მზის სექსტილი/ტრინი მარსთან – ნატალური ასპექტი

მზის და მარსის ჰარმონიული ასპექტის ქვეშ დაბადებული ადამიანები ძირითადათ წარმატებულები არიან. მათ გააჩნიათ ენერგიის ძლევამოსილი ფენები, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში იყენებენ. ეს ადამიანები პრობლემებს და გამოწვევებს სულიერი გზით, ენთუზიაზმით და თავდაჯერებულებით უმკლავდებიან, რაც შესაშურია. ისინი ბუნებრივად კონკურენტუნარიანები არიან და როგორც წესი ამ თვისებას სხვები კარგად იღებენ, რადგან ეს გულწრფელი და არახელოვნურია. ასპექტის ქვეშ დაბადებულებს სჯერათ სამართლიანობის და ცხოვრებაზე არიან შეყვარებულები. როგორც წესი მათ აქვთ კარგი ფიზიკური ენერგია.

საინტერესოა, რომ ეს ხალხი არ არიან ბუნებრივად ბრძოლისუნარიანები. ბევრი მათგანი გამოდის ისეთ სპორტებში რომლებიც კონკურენტუნარიანია, თუმცა არა ძალადობრივი. სამართლიანი თამაშის წესების დარღვევა მათთვის მიუღებელია. რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ განზრახვა (მზე) ჰარმონიულად უერთდება სურვილს (მარსი), ამიტომაა, რომ ამ ადამიანებს უკეთ შეუძლიათ საკუთარი ჩანაფიქრების, აგრესიის და ინსტინქტების კონტროლი. მათ იციან როგორ იყვნენ სამართლიანები და სხვებისგანაც იგივეს მოითხოვენ.

რა არის მთავარი განსხვავება მზის ტრინ მარსსა და მზის სექსტილ მარსს შორის? ტრინი უფრო ბუნებრივი ენერგიაა. მზის და მარსის ტრინის ქვეშ დაბადებულები ბუნებრივად, ფიქრის გარეშე, არიან გაბედულები და წარმატებულები. ხოლო სექსტილი საჭიროებს ენერგიების მობილიზებას და კონცენტრაციას იმისათვის რომ საქმეში გამოიყენონ მათში დამალული ძალები. ტრინის დროს ვერც აცნობიერებენ თუ რამხელა ენერგიებია მათში ჩადებული. რადგანაც სექსტილი მეტ ფიქრს და გამოწვევებს მოითხოვს, მათ მეტი ბრძოლის იარაღები გააჩნიათ და შეიძლება იყვნენ ეფექტური სტრატეგები და ლიდერები.

ცნობილი ადამიანები: ანჯელინა ჯოლი, ნილ არმსტრონგი, ჯორჯ ლუკასი, უორენ ბიტი, დონალდ ტრამპი

Related Post

მარსის და პლუტონის რთული ასპექტი – ნატალური ... მარსის კვადრატი ან ოპოზიცია პლუტონთან ყვავდება საფრთხის ან ტრავმის შედეგად, ამ დროს ადრენალინი ბენზინის მოვალეობას ასრულებს თქვენს ვენებში. ასპექტის ქ...
მზის კვადრატი ურანთან – ნატალური ასპექტი... მზე-ურანის კვადრატი ადამიანს აგულიანებს ყველაფრის თავისი მეთოდებით გაკეთებისაკენ. ასპექტი ყოველთვის წარმოქმნის ძალიან რთულ ადამიანს, ხშირ შემთხვევაში ...
მზის კვადრატი მთვარესთან – ნატალური ასპექტი... თუ ამ ასპექტის ქვეშ დაიბადეთ, დიდია ალბათობა, რომ რაც გჭირდებათ და რაც გინდათ ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს. მზე არის შენი იდენტობა, მიზანი და შენი ცნ...
მთვარის ტრინი ნეპტუნთან – ნატალური ასპექტი... მთვარე-ნეპტუნის ტრინი მზრუნველ და მგრძნობიარე ადამინად გაქცევთ. თქვენი მეგობრები გაფასებენ, რადგან მათ მარტივად უგებთ და თავს უკეთესად აგრძნობინებთ. ...
დატოვეთ კომენტარი