ნატალური მერკური მორიელში – [ასტროლოგია]

მორიელის სახლში არსებული მერკური ფარულ და ეჭვიან ადამიანს ქმნის. ბრწყინვალე ინტუიცია გაქვთ და ფიქრისთვის ხართ დაბადებული. თქვენი უნარები მშვენიერ მკვლევარად და გამომძიებლად გაქცევთ. თანდაყოლილი ცნობისმოყვარეობა შეიძლება სამეცნიერო საქმეებშიც გამოგადგეთ.

გარშემომყოფების ძლიერ და სუსტ მხარეებს მარტივად ამჩნევთ. მწარე ენა გაქვთ, რომელიც სხვების სენტიმენტებს ეხება ხოლმე. ზოგჯერ მშვიდათ ხართ და ისვენებთ. საგნებთან ადაპტაციისთვის დრო გჭირდებათ და ჩვეულებრივ ემოციური ხართ.

დატოვე კომენტარი