როგორი იქნება 2019 ზოდიაქოს ნიშნებისთვის

წლის დასაწყისში ყველა ვისახავთ ხოლმე მიზნებს, რომლებსაც მივყვებით და ხშირ შემთხვევაში ვერ ვასრულებთ მათ. ასტროლოგია რაღაცების გაცნობიერებაში გვეხმარება. წარმოგიდგენთ იმ თემებს რომლებზე უნდა გააკეთოთ აქცენტი 2019 წელს, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

  • ვერძი

ეცადეთ რომ ჩაკეტილობიდან გამოხვიდეთ. მთელი დროის სამუშაოზე დახარჯვა არ ღირს, დროა ნამდვილი კავშირებიც გაიხსენოთ. რათქმაუნდა კარიერა მნიშვნელოვანია, თუმცა იმის აღქმას ნუ დაკარგავთ ვინ ხართ და რისთვის იბრძვით. არ დაგავიწყდეთ, ბევრად მეტი ხართ ვიდრე დოლარის ნიშანი.

  • კურო

როგორც იქნა, დროა თქვენი ცხოვრების საჭე გადაიბაროთ. კარგა ხანია რაც სხვებს აძლევდით თქვენი დროის განკარგვის უფლებას, იქ იყავით ხოლმე სადაც მათ სჭირდებოდით. ეს თქვენი ცხოვრებაა და თქვენზე დამოკიდებული როგორ გაატარებთ მას.

  • ტყუპები

2019 თქვენი აღზევების წელი იქნება. იმ ყუთში ნუ ჩაძვრებით, რომელსაც ცხოვრება გთავაზობთ, თავისუფლად იმოქმედეთ და შინაგან მეს მიეცით გაბრწყინების საშუალება.

  • კირჩხიბი

რთული წელი იქნება, თუმცა რაღაცები გაქვთ დასამთავრებელი. იმ ხალხთან კავშირის გაწყვეტის დროა, ვინც გიყენებთ. თქვენს ცხოვრებაში ბევრია ისეთი ვინც არ იმსახურებს თქვენთან ყოფნას. მათთვის ბოდიშების მოხდა საჭირო არაა, ის გააკეთეთ რაც გულს სურს.

  • ლომი

თქვენთვის 2019 გაწელილი წელი იქნება და ცოტა არ იყოს თავს დაკარგულად იგრძნობთ. სულიერი ძიების დროა. ვიცი, ამის მომენით დაიღალე, თუმცა რაღაც მნიშვნელოვანი გაკლია. ზედმეტად ნუ ჩაეძიები და თავს უფლება მიეცი ის დაინახოს რის უფლებასაც არ აძლევდით.

  • ქალწული

2019 წელი ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ. წარსული დაივიწყეთ და შეეცადეთ ახალი მეგობრები გაიჩინოთ და გაერთოთ. იმ ცხოვრების შენება დაიწყეთ, რომელსაც იმსახურებთ. გახსოვდეთ, რაც მეტს გამოცდით, მეტად იქნებით ბედნიერები.

  • სასწორი

დროა ტყულში ცხოვრება დასრულდეს. 2019-ში შეგეძლებათ ნამდვილი მე დაანახოთ გარშემომყოფებს და ეს საოცარი იქნება. საკუთარი თავის რწმენა იქონიეთ და მოიშორეთ ტყუილი სევდა.

  • მორიელი

ზოდიაქოს ნიშნებიდან ყველაზე რთული წელი თქვენ გექნებათ. ამ დროის განმავლობაში სჯობს საკუთარი თავის პატიება ისწავლოთ, იმ ყველაფრისთვის რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს თქვენ ემოციებზე. წარსულს ვერ შეცვლით და ვერც მომავალს გააკონტროლებთ. რაც მოსახდენია მოხდება, მაგრამ არა იმის გამო, რომ თქვენ შეგეშალათ რამე. ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს რასაც ცხოვრება გვაცდევინებს, ყოველდღე შეახსენეთ ეს თავს.

2019 წელს შესაძლოა თქვენი დიდი ოცნებები ახდეს. თუმცა ამისთვის ბევრი შრომა მოგიწევთ. მოსალოდნელია ფინანსური წარმატებები.

  • მშვილდოსანი

ბევრ დროს დახარჯავთ ასამოძრავებლად და წარსულის გადასალახად. არავიც ატყუებთ, როცა ფიქრობთ რომ უკვე წინ მიდიხართ. თუმცა ჯერ კიდევ ბევრი შრომა მოგიწევთ იმისათვის, რომ იქამდე მიხვიდეთ რასაც იმსახურებთ.

  • თხის რქა

2019 წელი ფოკუსს გაგიძლიერებთ. კარგი ასპექტია, თუმცა გააჩნია რაზე გააძლიერებთ ყურადღებას. მიმართეთ თქვენი უპირატესობა კარგი მხრისკენ და გაიძლიერეთ ფინანსური მდგომარეობა.

  • მერწყული

2019 გულს იმაზე მეტად გატკენთ ვიდრე წარმოიდგენდით. საზღვრებში მოგიწევთ მუშაობა, ან უარეს შედეგებს მიიღებთ მომავალში. ადამიანებს უფლებას ნუ მიცემთ გადაგიარონ. სიყვარული არ ნიშნავს, რომ ისე მოგექცნენ როგორც ფეხსაგებს. ღირსება შეინარჩუნეთ.

  • თევზები

2019 წელი გამბედაობით აგავსებთ. თქვენს ინტუიციას გაყევით და იქ მიგიყვანთ სადაც გჭირდებათ. არ დაგავიწყდეთ რომ კრეატიული, ბრწყინვალე გონება გაქვსთ და შესანიშნავი რაღაცები უნდა გააკეთოთ. საკუთარ თავთან იქონიეთ დიალოგი და ყველა სირთულეს გადალახავთ.

დატოვე კომენტარი