ყველაზე გავრცელებული სიზმრები და მათი ფსიქოლოგიური მნიშვნელობა

მიუხედავად იმისა რომ სიზმრებს ყველა ვნახულობთ, ყველა ვერ ახერხებს მათ დამახსოვრებას. შემთხვევითობის პრინციპით, ზოგიერთი სიზმარი უფრო გვამახსოვრდება ხოლმე, თუმცა იშვიათად თუ ვაკვირდებით მის მნიშვნელობას და ხშირ შემთვევაში პირდაპირ ვიგებთ ნანახს.

სიზმარში რაც ხდება და რა სიმბოლოებსაც ვხედავთ, შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს ჩვენი არსებული მენტალური მდგომარეობის შესაფასებლად. სიზმრების აღქმა და მისი მნიშვნელობა უნივერსალურია. გთავაზობთ ყველაზე სავარაუდო და გავრცელებულ ფსიქოლოგიურ ახსნებს, იმ სიზმრების რომლებსაც ყველაზე ხშირად ნახულობენ ხოლმე.

  • კბილის დაკარგვა სიზმარში

თუ სიზმარში კბილს კარგავთ, ეს იმის ნიშანია რომ ცხოვრების იმ გზაზე მიდიხართ, რომელზეც არ უნდა იყოთ. შესაძლოა ვინმეს ისეთი რამ უთხარით რასაც ნანობთ, ან ზედმეტად ცივად ექცევით იმ ადამიანებს რომლებიც თქვენზე ზრუნავენ. სიზმარი გიჩვენებთ, რომ რაღაცებს უკან ვერ დააბრუნებთ.

  • სერიოზული კრახი სიზმარში

სიზმრად თუ ნახავთ, რომ ცხოვრებაში სერიოზული მარცხი იწვნიეთ არ იდარდოთ. ეს იმის ნიშანია რომ ცხოვრებაში ბევრი კარგი შესაძლებლობები გიჩნდებათ, თუმცა ცვლილებების შიშით გამოწვეული სტრესი მძიმედ გაწვებათ. წინსვლის დროა…

  • სიზმრად სიკვდილი ან ვინმეს სიკვდილის ნახვა

სიზმრად თუ საკუთარ, ან რომელიმე ახლობლის სიკვდილს ნახავთ, ეს იმის ნიშანია რო თქვენ ცხოვრებაში რაღაც ეტაპი ან მოვლენა დასასრულს უახლოვდება. დასასრული ყოველთვის რაღაც ახლის დასაწყისია ხოლმე. ასეთი სიზმარი გვახსენებს ხოლმე, რომ ცხოვრება ხანმოკლეა და მისგან მაქსიმუმი უნდა მივიღოთ.

  • სადმე დაგვიანება

როც ასიზმარში ხედავთ, რომ სადმე ძალიან დაგაგვაინდათ, ეს თქვენი სტრესის მაღალ დონეებზე მიუთითებს. გიჩვენებთ, რომ ზედმეტად ბევრი პასუხისმგებლობას იღებთ თავზე და ცოტა შესვენების დროა. ასე შეიძლება ბევრი გეგმა ჩაგეშალოთ.

  • როცა გღალატობენ

სიზმრად შეიძლება ნახოთ, რომ გღალატობენ ან განოიცდიდეთ უნდობლობას პარტნიორის მიმართ. ასეთ შემთხვევაში საკუთარ თავზე გჭირდებათ მუშაობა, რომ მეტად დაუჯეროთ პარტნიორის სიტყვებს, ან უბრალოდ მეტად ენდეთ მას. სხვა შემთხვევაში, შეიძლება რაიმე დაუცველად გაგრძნობინებდეთ თავს.’

  • ცნობილ ადამიანთან შეხვედრა

ეს ინსპირაციების სიზმარია, როცა სიზმარში ცნობილ ადამიანებს ხვდებით და ესაუბრებით. ამ შემთხვევაში ცხოვრებაში იმას იღებთ ხოლმე, რაც დიდი ხანია გაკლდათ.

  • ვარდნა

ეს სიზმარი ნიშნავს, რომ რაღაც ძალიან სერიოზულისთვის იბრძვით და ვერ ახერხებთ იქ ყოფნას, სადაც უნდა იყოთ. შესაძლებელია ისეთი სირთულის წინაშე დგახართ, რომლის გადაჭრის გზებიც არ იცით. მიუხედავათ რთული გზისა, როცა დაეცემით ყველაფერი თავის ადგილას დადგება. გახსოვდეთ ეს!

  • სიზმრად როცა ფრენა შეგიძლიათ

ასეთ დროს, გსურთ იმ სიტუაციიდან თავის დაღწევა რომელშიც იმყოფებით. შესაძლოა რაღაც ისეთისგან განთავისუფლდით, რაც დიდი ხანია გაწუხებდათ, ან გსურთ რომ ასე მოხდეს.

მომზადებულია awarenessact.com-ის მიხედვით
დატოვე კომენტარი