ადამიანები, რომლებმაც “სული ეშმაკს მიჰყიდეს”

ხშირად გვსმენია ადამიანებზე, რომლებმაც ნიჭის ან წარმატების მისაღებად გადაწყვიტეს სული თავად ეშმაკისთვის მიეყიდათ. ამ თემაზე უამრავი ლეგენდა თუ ხუმრობა არსებობს.

რეალურად, ეს თემა მეტად აქტუალური იყო წინა საუკუნეში. სტატიაში ვისაუბრებთ ადამიანებზე, რომელთა სახელებსაც ეშმაკთან გარიგებას უკავშირებენ და მათ ისტორიებ გავიხსენებთ. ზოგიერთი ისტორია ნამდვილი სიგიჟეა, თუმცა არსებობენ და არსებობდნენ ადამიანები, რომლებსაც ნამდვილად სჯერათ ამ ისტორიების სინამდვილესთან კავშირის.

ადამიანები, რომლებმაც, როგორც ამბობენ, “სული ეშმაკს მიჰყიდეს”

#1 LED ZEPPELIN

WireImage

ამ სიაში ალბათ ყველაზე მეტად მოსალოდნელი ობიექტი, გასაგები მიზეზების გამო. მთლიანად როკ ენ როლი ეშმაკის მუსიკასთანაა ასოცირებული და არც Led Zeppelin-ია გამონაკლისი. როგორც ამბობენ, ლედ ზეპელინის გიტარისტი ჯიმი პეიჯი ადრეული ასაკიდანვე გატაცებული იყო ოკულტიზმით. ალბათ ყველას გსმენიათ მითი, რომ უკუღმა მოსმენისას “Stairway to Heaven” საგალობელია ეშმაკისთვის მიძღვნილი. თუმცა, არ არსებობს რეალური დამამტკიცებელი საბუთი, რომ ჯგუფიდან ვინმე ნამდვილად ეთაყვანებოდა სატანას ან მსგავს რამეში იყო ჩართული.

#2 ნიკოლო პაგანინი

პაგანინი ოსტატი მევიოლინე იყო, რომელსაც განსაკუთრებული ნიჭი ადრეული ასაკიდანვე უვლინდებოდა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზეზი, რატომაც ფიქრობდნენ, ან ფიქრობენ რომ ის ეშმაკთანაა ასოცირებული, არის მისი შემოქმედება სახელად “Le Streghe”, რომელიც ითარგმნება, როგორც “გრძნეულების ცეკვა”. ცხადია ეს სახელი ახლა არაფერს გვეუბნება, თუმცა პაგანინის ეპოქაში მსგავსი თემები ზედმეტად სენსიტიური იყო და თუნდაც ასეთი სათაური საკმარისი იყო ჭორების ასაგორებლად.

#3 რობერტ ჯონსონი

გასაოცარი გიტარისტი, რომელიც 1930-იან წლებში მოღვაწეობდა, უამრავი ადამიანის აზრით ნიჭს ეშმაკის ან რაიმე ზებუნებრივი ძალის წყალობით ფლობდა. არსობს ისტორია, რომ რობერტ ჯონსონი გზაჯვარედინზე ეშმაკს შეხვდა და ეშმაკმა მას სულის სანაცვლოდ ასწავლა გიტარაზე ყველა გიტარისტზე უკეთ დაკვრა მის ეპოქაში.

#4 თეოფილ ადანელი

ეს ისტორიული ფიგურა დიდი ხნი წინ ცხოვრობდა, ახ. წ. მე-6 საუკუნეში ის რომის კათოლიკური ეკლესიის სასულიერო პირი იყო. ის გამოტყდა, რომ ეშმაკთან გარიგება ჰქონდა დადებული და დამამტკიცებელ საბუთად სისხლით ნაწერი კონტრაქტი გამოიყენა. ამბობენ, რომ ის კონტრაქტის დაწვისთანავე მოკვდა.

#5 ოზი ოზბორნი

ცნობილი, როგორც “ბნელეთის პრინცი”, მისი სიმღერების ტექსტები და გოთური იმიჯი საკმარისი აღმოჩნდა მის ეშმაკთან დასაკავშირებლად.

#6 იოჰან ჯორჯ ფაუსტი

ალბათ ბევრისთვის არაფრის მთქმელი სახელია. ის ისტორიული ფიგურაა მე-14 მე-15 საუკუნეებში მცხოვრები. ეშმაკისთვის სულის მიყიდვის ლეგენდა უკავშირდება მის მოღვაწეობას. ის იყო ალქიმიკოსი, ასტროლოგი და მაგი.

#7 ალისტერ ქროული

ის იყო ოკულტური ჯგუფის ლიდერი და უამრავი ადამიანი ფიქრობდა, რომ ქროული გარიგებული იყო ეშმაკთან. ალისტერ ქროულის ჩანაწერებში ვკითხულობთ, რომ მისი სულისთვის ღმერთი და ეშმაკი იბრძოდნენ და რომ დარწმუნებული არ იყო ბრძოლის შედეგში.

#8 ჰეინრიხ კორნელიუს აგრიპა

1500-იანების ამ პიროვნებამ ცხოვრება ოკულტიზმზე წერაში გაატარა და ეშმაკს ის თავის ჩანაწერებში დადებითად მოიხსენიებს. ამბობენ, რომ საბოლოოდ მან რელიგია იპოვა და დროულად “იხსნა საკუთარი სული”.

#9 ურბენ გრანდიე

კათოლიკური ეკლესის წარმომადგენელი მე-17 საუკუნეში მოღვაწეობდა, ის უძღვებოდა უამრავ ეგზორციზმს. დღეს კი ჩვენ ვიცით, რომ მისი ეგზორციზმის ობიექტების უმეტესობა უბრალოდ დაავადებული იყო და სამედიცინო დახმარებას საჭიროებდა. თუმცა, ის საბოლოოდ ძელზე გაკრული დაწვეს, რადგანაც მონაზვნების ჯგუფმა ის თავდასხმაში და ეშმაკთან კავშირში დაადანაშაულა.

სტატია მომზადებულია AwarenessAct-ის მიხედვით

Subscribe
Notify of
guest
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments