ავსტრალიაში ხანძრების თანმდევად 10000-მდე მწყურვალ აქლემს მოკლავენ

ავსტრალიის გამანადგურებელი ხანძრების გამო, 10 000-მდე აქლემს მოკლავენ. რის მიზეზადაც სახელდება, რომ ისინი ზედმეტად ბევრ წყალს სვამენ. მათი შერჩევა დღეს დაიწყება და ხუთ დღეს გასტანს.

როგორც იტყობინებიან, სამხრეთ ავსტრალიის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონის მეჩხერად დასახლებული ტერიტორიის ადილობრივი მოსახლეობა ვერ იღებს საკმარის წყალს, რადგანაც აქლემები დიდი რაოდენობით წყალს მოიხმარენ.

გამოიცა ოფიციალური მოხსენება Anangu Pitjantjatjara Yankunytjatjara -ის მიწებისთვის, რომელიც იტყობინება, რომ საჭიროა აქლემების პოპულაციის კონტროლი.

APY-ის მიწების მთავარის განცხადებით აქლემები საფრთხეს უქმნიან ადგილობრივ მოსახლეობას და ნარგავებს. რის გამოც მიზანში იქნება ამოღებული და მოკლული 5000-დან 10000 აქლემამდე.

მისი თქმით, ეს მხოლოდ 1%-ია იმ ცხოველთაგან, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ავსტრალიის ბუნებას.

აქლემების განადგურებაზე ვერტმფრენებიდან პროფესიონალი მსროლელები იზრუნებენ. ზოგიერთ აქლემს ადგილზევე დატოვებენ, ზოგს კი დაწვავენ ან დამარხავენ.

2010 წლის მონაცემებით ავსტრალიაში აქლემების პოპულაცია 1 მილიონამდეა და მათი რაოდენობა ყოველ 8 10 წელიწადში ორმაგდება, თუ არ მოხდება მათი კონტროლი.

ხანძრების შედეგად დაღუპული ცხოველების რაოდენობამ მილიარდს გადააჭარბა. სოციალურ ქსელებში ვრცელდება მწყურვალი კენგურუების და კოალების ურიცხვი ფოტო-ვიდეო მასალა.

ბოლო დღეებში ავსტრალიის ზოგიერთ რეგიონში ტემპერატურამ საგრძნობლად იმატა. დეკემბერში, ავსტრალიაში ყველაზე ცხელი დღე დაფიქსირდა. ქვეყნის საშუალო ტემპერატურამ 41 გრადუსი ცელსიუსით შეადგინა.

დატოვე კომენტარი