ამერიკის შეერთებული შტატების 10 ყველაზე საშიში ქალაქი

ყველა ქვეყანას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები.  ერთ-ერთი ასეთი უარყოფითი მხარეა დანაშაულის დონე.  ამჯერად ჩვენ მიმოვიხილავთ ამერიკის შეერთებული შტატების 10 ყველაზე საშიშ ქალაქს, სადაც ყველაზე მაღალია დანაშაულის მაჩვენებელი.

ადგილი I – დეტროიტი, მიჩიგანის შტატი
მოსახლეობა: 713,239
ძალადობრივი დანაშაულის მაჩვენებელი: 2137 დანაშაული 100 000 მოსახლეზე
Detroit
შერთებული შტატების ავტოინდუსტრიის დედაქალაქი დეტროიტი უკვე მეხუთე წელია პირველ ადგილს იკავებს ამერიკის ყველაზე საშიშ ქალაქთა ჩამონათვალში. ამ ხნის მანძლზე დეტროიტს მუდმივად აწუხებდა და აწუხებს დანაშაულებრივი დაჯგუფებების არსებობა, ძალადობრივი დანაშაულის მრავალფეროვნება – მკვლელობა, გაუპატიურება, ძარცვა. მართალია 2013 წელს ამ დანაშაულებების მაჩვენებელი 10%-ით შემცირდა, მაგრამ იგი მაინც ხუთჯერ აღემატება ქვეყნის მასშტაბით დანაშაულის მაჩვენებლის საერთო ზღვარს.

ადგილი II – სენტ ლუისი, მისურის შტატი
მოსახლეობა: 320,454
ძალადობრივი დანაშაულის მაჩვენებელი: 1857 დანაშაული 100 000 მოსახლეზე
St. Louis
სენტ ლუისი მისი მდებაროების გამო, რომელიც ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის ერთ-ერთ მთავარ მაგისტრალად არის მიჩნეული, წლების განმავლობაში ჩაფლულია სხვადასხვა ძალადობრივი დანაშაულის მორევში. აქაც დანაშაულებების ფართო სპექტრი გვხვდება – მკვლელობა, ძარცვა და სხვა. ამ ქალაქში მკვლელობების რაოდენობა 2013 წელს 4%-ით შემცირდა და 90-იანი წლების ნიშნულს – 50% დაუბრუნდა, მაგრამ სენტ ლუისი კვლავ რჩება რიგით მეოთხე ამერიკულ ქალაქად, სადაც ყველაზე მეტი მკვლელობა ხდება.

ადგილი III – ოკლენდი, კალიფორნიის შტატი
მოსახლეობა: 395,317
ძალადობრივი დანაშაულის მაჩვენებელი: 1683 დანაშაული 100 000 მოსახლეზე
Oaklend
ოკლენდის სტატუსს მოხვედრილიყო ამერიკის ყველაზე საშიშ ქალაქთა ათეულში განაპირობებს ამ ქალაქში არსებული სიღარიბის მაღალი დონე და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის კორიდორთან სიახლოვე. სან ფრანცისკოს ყურის გადასწვრივ მდებარე ეს ქალაქი შეერთებულ შტატებში პირველია სისხლიანი ყაჩაღობის რაოდენობით.

ადგილი IV – მემფისი, ტენესის შტატი
მოსახლეობა: 652,725
ძალადობრივი დანაშაულის მაჩვენებელი: 1583 დანაშაული 100 000 მოსახლეზე
Memphis
მემფისის პოლიციის შეფასებით ამ ქალაქის რეპუტაციაზე უარყოფითად მოქმედებს დანაშაულის შესახებ ინფორმაციის გავრცელება – ვინაიდან ისინი ღიად საუბრობენ მათ ქალაქში მომხდარი დანაშაულებების შესახებ და განსხვავებით სხვა ქალაქებისგან ყველა დანაშაულს აღრიცხავენ. თუმცა მემფისს დანაშაულებრივი კულტურის დიდი ტრადიცია აქვს. ამ ქალაქში ძალადობრივი დანაშაული 2013 წელს 10,333 ერთეულიდან მხოლოდ 68 ერთეულით შემცირდა.

ადგილი V – ბირმინგემი, ალაბამას შტატი
მოსახლეობა: 213,258
ძალადობრივი დანაშაულის მაჩვენებელი: 1483 დანაშაული 100000 მოსახლეზე
Birmingham
ამ ქალაქშიც დანაშაულის მაღალი დონე დაკავშირებულია უკანონო ნარკოტიკების ბრუნვასთან და სიღარიბესთან, რაც შესაბამისად 26 და 17 პროცენტია, თუმცა შეინიშნება პოზიტიური ნიშანიც: დანაშაულის რაოდენობა 40%-ით შემცირდა 90-იანი წლების შუა პერიოდში დაფიქსირებული მაჩვენებლიდან.

ადგილი VI – ატლანტა, ჯორჯიის შტატი
მოსახლეობა: 425,433
ძალადობრივი დანაშაულის მაჩვენებელი: 1433 დანაშაული 100 000 მოსახლეზე
Atlanta
ატლანტის იდეალური მდებარეობა ნარკოტიკების უკანონო სატრანზიტო გზაზე განაპირობებს ამ ქალაქში დანაშაულის მაღალი მაჩენებლის არსებობას. ძალადობრივი დანაშაულის რაოდენობა 2013 წელს 6%-ით გაიზარდა – ძირითადად ყაჩაღობების და თავდასხმების ხარჯზე.

ადგილი VII – ბალტიმორი, მერილენდის შტატი
მოსახლეობა: 626,848
ძალადობრივი დანაშაულის მაჩვენებელი: 1417 დანაშაული 100 000 მოსახლეზე
Baltimore
ბალტიმორში დანაშაულის საერთო მაჩვენებელი 2013 წელს 5%-ით შემცირდა, თუმცა აღმოსავლეთ სანაპიროს ამ ქალაქში ნარკოტიკებთან და სიღარიბესთან დაკავშირებული პრობლემების გამო კვლავ მაღალია დანაშაულის მაჩენებელი. ბალტიმორი შედის ამერიკის 15 ქალაქს შორის, რომელიც გამოირჩევა გაუპატიურების მაღალი მაჩვენებლით.

ადგილი VIII – სტოქტონი, კალიფორნიის შტატი
მოსახლეობა: 295,136
ძალადობრივი დანაშაულის მაჩვენებელი: 1408 დანაშაული 100 000 მოსახლეზე
Stockton
ძნელია აკონტროლო დანაშაულის გავრცელება ქალაქში, რომელსაც გაკოტრებულის სტატუსი აქვს. 2013 წლის ივნისში სტოქტონი ოფიციალურად გამოცხადდა გაკოტრებულად, რამაც, თავის მხრივ, სხვა ხარჯებთან ერთად პოლიციის დაფინანსებაც საგრძნობლად შეამცირა. შედეგად ქალაქში გამძაფრდა ძალადობრივ დანაშაულთან დაკავშირებული პრობლემები.

ადგილი IX – კლივლენდი, ოჰაიოს შტატი
მოსახლეობა: 397,106
ძალადობრივი დანაშაულის მაჩვენებელი: 1363 დანაშაული 100 000 მოსახლეზე
Cleveland
კლივლენდის ეკონომიკური პრობლემები, მისი მდებარეობა ნარკოტრაფიკის ცენტრალურ ტრასებზე და მოსახლეობის უმრავლესობის სიღარიბე განაპირობებს ამ ქალაქის საშიშ ქალაქთა შორის მოხვედრას. მართალია 2013 წელს ამ ქალაქში მკვლელობების რაოდენობა 27%-ით შემცირდა, მაგრამ კვლავ მაღალია ძალადობრივი დანაშაულის საერთო მაჩვენებელი.

ადგილი X – ბუფალო, ნიუ იორკის შტატი
მოსახლეობა: 262,484
ძალადობრივი დანაშაულის მაჩვენებელი: 1238 დანაშაული 100 000 მოსახლეზე
Buffalo
ბუფალოში მომხდარი დანაშაულის რაოდენობა 1990-იანი წლებიდან მოყოლებული სტაბილურად კლებულობს, მაგრამ ამ ქალაქში მაცხოვრებელთა 30% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება, რაც, თავის მხრივ, დანაშაულის პროვოცირებას უწყობს ხელს, თუმცა ქალაქში და მის შემოგარენში მოქმედი დანაშაულებრივი დაჯგუფებების განეიტრალებამ უკანასკნელი ათწულის განმავლობაში ბუფალოში მკვლელობების ყველაზე ნაკლები რაოდენობა დააფიქსირა.

დატოვე კომენტარი