არჩევითი ყურადღება / უჩინარის გორილას ექსპერიმენტი

ტესტი ჩატარდა 1999 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტში, დენიელ სიმონსის და კრისტოფერ ჩაბრისის მიერ.

ექსპერიმენტის მონაწილეებს უნდა ეყურებინათ ვიდეოსთვის, რომელსაც ჩაურთავდნენ და დაეთვალათ თეთრი საკალათბურთო გუნდის მიერ გაკეთებული პასების რაოდენობა. ვიდეო ნორმალურ ტემპში ეშვებოდა, ისე რომ პასებზე დაკვირვება მარტივი დავალება ყოფილიყო. საინტერესო იყო ერთი დეტალი, რომელსაც მოხალისეების უმეტესობა ვერ ამჩნევდა, შუა ვიდეოს დროს ჩნდებოდა შავი გორილას ფორმაში გადაცმული ადამიანი, რომელიც კადრის ცენტრში იკავებდა ადგილს.

იმ ფაქტმა რომ მონაწილეების დიდმა ნაწილმა გორილა ვერ შეამჩნია, დაამტკიცა რომ ადამინები ზოგჯერ გადაჭარბებულად აფასებენ საკუთარი მულტი-თასქინგის (მრავალამოცანიანი რეჟიმი) რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობას. ექსპერიმენტმა გვაჩვენა, რომ როცა ადამიანებს ერთი საქმის კეთება ევალებათ, ფოკუსი მთლიანად იმ საქმეზე მიდის და მათ სხვა მნიშვნელოვანი დეტალები ეპარებათ ხოლმე.

Related Post

პატარა ალბერტის ექსპერიმენტი... ექსპერიმენტი ჩატარდა 1920 წელს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში. მას უძღვებოდნენ ჯონ ბ. უოთსონი და როზალი რეინერი. პატარა ალბერტის ექსპერიმენტი შეიძლება...
აშის კონფორმიზმის კვლევა... 1951 წელს დოქტორმა სოლომონ აშმა შვარცმორის კოლეჯში ინოვაციური კვლევა ჩაატარა, რომელიც მიზნად ისახავდა შეეფასებინა ადამიანის მისწრაფება დაეთანხმოს მიღე...
დატოვეთ კომენტარი