აშის კონფორმიზმის კვლევა

1951 წელს დოქტორმა სოლომონ აშმა შვარცმორის კოლეჯში ინოვაციური კვლევა ჩაატარა, რომელიც მიზნად ისახავდა შეეფასებინა ადამიანის მისწრაფება დაეთანხმოს მიღებულ სტანდარტს, როდესაც მასზე გარე ფაქტორები მოქმედებენ.

ექსპერიმენტის მოხალისეების ჯგუფს აჩვენებდნენ სხვადასხვა სიგრძის ხაზების სურათს და უსვამდნენ მარტივ შეკითხვას, თუ რომელი ხაზი იყო ყველაზე გრძელი. ექსპერიმენტის ხრიკი იმაში მდგომარეობდა, რომ ჯგუფიდან მხოლოდ ერთი იყო რეალურად მოხალისე. დანარჩენები კი სცენარის მიხედვით მოქმედებდნენ. მათ უმრავლესობას არასწორი პასუხი უნდა ეთქვა. უცნაურია, მაგრამ ერთადერთი ნამდვილი მოხალისე თითქმის ყოველთვის ეთანხმებოდა უმრავლესობის აზრს, მიუხედავად იმისა, რომ ხვდებოდა არასწორ პასუხს ამბობდა.

მოცემული კვლევის შედეგები მნიშვნელოვანია ჯგუფებში არსებული სოციალური ურთიერთობების კვლევისას. ექსპერიმენტი ნათლად აჩვენებს იმ ცდუნების არსებობას, რომელსაც განვიცდით, რათა დავეთანხმოთ მიღებულ სტანდარტს და ამტკიცებს რომ ხშირად იმის გამო რომ ვიყოთ გარშემომყოფების მსგავსი, ჩვენს აზრსაც უგულვებელვყოფთ ხოლმე.

Related Post

პატარა ალბერტის ექსპერიმენტი... ექსპერიმენტი ჩატარდა 1920 წელს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში. მას უძღვებოდნენ ჯონ ბ. უოთსონი და როზალი რეინერი. პატარა ალბერტის ექსპერიმენტი შეიძლება...
არჩევითი ყურადღება / უჩინარის გორილას ექსპერიმენტი... ტესტი ჩატარდა 1999 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტში, დენიელ სიმონსის და კრისტოფერ ჩაბრისის მიერ. ექსპერიმენტის მონაწილეებს უნდა ეყურებინათ ვიდეოსთვის, ...
დატოვეთ კომენტარი