ბედნიერება ისაა, რისკენაც ყველანი მივისწრაფით. უმეტესობა ჩვენგანი, ვამბობთ, რომ ერთადერთი რაც ჩვენი შვილებისთვის, მეგობრებისთვის და ახლობლებისთვის გვსურს, ეს ბედნიერებაა. ბედნიერება ძალზედ რთულია განსასაზღვრავად. ის ყველასთვის განსხვავებული ჩანს. არსებობს ბედნიერების უამრავი განსხვავებული ტიპები, რადგანაც “ბედნიერება” ტერნიმია, რომელიც პოზიტიურ გრძნობების მრავალ სახეობას აერთიანებს. ზოგიერთმა კვლევამ, ისიც აჩნენა, რომ განსხვავებული პოზიტიური ემოციები, განსხვავებულად პოზიტიურ გავლენას ახდენენ ჩვენს ჯანმრთელობაზე.

ბედნიერების განსხვავებული ტიპები შეგვიძლია სამ დონედ დავყოთ. დონეები განვსაზღვროთ მოკლევადიან და ზედაპირულ და ღრმა და სულიერ, გრძელვადიან ბედნიერებებად.

საბაზისო დონის ბედნიერების ტიპები

ბედნიერების ეს ტიპები მოკლევადიანია, ხდება ან ძალიან იშვიათად ან რეგულარულად. ისინი ზეგავლენას არ ახდენენ შენს საერთო ბედნიერების ხარისხზე. საბაზისო დონის ბედნიერების შეგრძნებები დაფუძნებულია სიამოვნებაზე, რომელიც მხოლოდ იმ მომენტში არსებობს.

  • სიამაყე

სიამაყე როცა თავს ბედნიერად გრძნობ, რადგანაც რაიმეს მიაღწიე, ან შენთვის საყვარელმა ადამიანმა მიზანს მიაღწია. ეს ბედნიერება არის სიამაყე. ეს არის უანგარო ბედნიერება, რასაც სხვების წარმატების ხილვა გვანიჭებს.

ბედნიერების ხარისხი ღრმა კავშირშია მიღწეულ მიზანთან და მისთვის გაწეულ შრომასთან. მშობელი წამიერად იამაყებს შვილით, როცა ის სახლის საქმეში დაეხმარება. თუმცა, მისი სიამაყე ბევრად დიდხანს გასტანს, თუ შვილი იმ ნიშნებს მიიღებს, რომლისთვისაც ბევრს შრომობდა.

  • ემოციური აღგზნება

წარმოიდგინეთ ბავშვი, შბის წინა ღამეს. ბედნიერება, რასაც ის შეიგრძნობს, პირდაპირ კავშირშია მომავალთან. მან იცის, ის რაც მოდის, კარგი იქნება, ამიტომაც წინასწარ განიცდის აღელვებას.

ემოციური აღგზნება მოუსვენრობას და შფოთს იწვევს ხოლმე. რადგანაც ამაღელვებელი მომენტი მომავალშია. მოთმენლობის მიუხედავდა, ჩვენი ბედნიერება ხელშეუხებელი რჩება.

  • სიხარული

სიხარული წამიერი ბედნიერების ძალიან მარტივი ტიპია. შენ მას მაშინ განიცდი, როცა ისეთ რამეს ხედავ ან აკეთებ, რაც გიყვარს. ეს არის თბილი კმაყოფილების და ნეტარების განცდა. სიხარულს გვანიჭებს საყვარელ ადამიანთან გატარებული მომენტები და ჩვენი ჰობით სიამოვნების მიღება. სიხარული პასიურადაც შეიძლება მოვიდეს, მაგალითად, როცა ბუნების სილამაზეს ვაკვირდებით.

  • იუმორი

ყველაზე მარტივად მისაღწევი ბედნიერება ალბათ იუმორია. სიცილის უარყოფა რთულია და ჩვენს განწყობას მაშინვე აუმჯობესებს. მაშინაც კი, როცა არ გვეცინება, იუმორს შეუძლია მოგვაბრუნოს. მხიარულ ფილმებს, სურათებს თუ ხუმრობებს შეუძლია ბედნიერების ხანმოკლე აფეთქებები გამოიწვიოს, იმის მიუხედავად, თუ რას ვგრძნობთ რეალურად. როგორც ამბობენ, სიცილი საუკეთესო წამალია.

ბედნიერების შუალედური ტიპები

ეს ისაა, რასაც ვგულისხმობთ, როცა ვპასუხობთ კითხვას “როგორ ხარ?”. ეს შეგრძნებები სწრაფადგაქრობადი არაა, თუმცა მთელ ჩვენს ცხოვრებასაც არ ასახავს. როცა ამბობ, რომ კარგად ხარ, ალბათ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს განიცდი.

  • ოპტიმიზმი

როცა გჯერა, რომ მომავალში კარგი რამეები გაქვს წინ, შენ ოპტიმიზმს განიცდი, რაც ბედნიერების ტიპია. შესაძლოა არ გქონდეს მტკიცებულება, თუმცა წარსულზე დაყრდნობით, შენ იმედი გაქვს, რომ კარგი რამეების დრო მოვიდა. ბედნიერება კი მომავლის მიმართ იმედიან განწყობას მოაქვს.

ოპტიმიზმი ეფუძნება რწმენას, რომ პოზიტიური აზროვნება გადაწონის ნეგატივს.

  • მადლიერება

შენ მადლიერი ხარ, როცა იხსენებ ყველაფერს რასაც აფასებ. როცა მადლიერი ხარ ყველაფრისთვის, რაც ცხოვრებაში გაქვს, დაწყებული მატერიალური საგნებით, დამთავრებული ადამიანებით, რომელიც გარშემო გყავს, შენ უდაოდ ბედნიერებას განიცდი.

მადლიერება იმ ადამიანების ისტორიების მოსმენამაც შეიძლება მოგგვაროთ, რომლებსაც ცხოვრებაში ნაკლებად გაუმართლათ. ჩვენ ბედნიერები ვართ, იმ ყველაფრით, რაც გაგვაჩნია, რადგანაც ვიცით, რომ სხვებს ჩვენსავით არ გაუმართლათ.

ბედნიერების უმაღლესი ტიპები

ბედნიერების ეს ტიპები ხშირ შემთხვევაში რთული ასახსნელი ან გასაზომია. ასევე რთულია მისაღწევადაც. ეს არის ბედნიერების მტკიცე ფორმებუ. მათზე გავლენას არ ახდენს ცხოვრების დინება. ყველა არ არის იმდენად იღბლიანი, რომ ეს ბედნიერების ტიპები გამოსცადოს. მეტად გავრცელებულია ასაკიან ხალხში.

იმის გასაგებად, გამოგიცდია თუ არა ბედნიერების ეს უმაღლესი ფორმები, საკუთარ თავს კითხვები დაუსვი:

  1. რაიმე გაკლია ცხოვრებაში?
  2. ჰგავს შენი ცხოვრება იმას, რაზეც ოცნებობდი?
  • სიყვარული

ბედნიერება, რომელიც სიყვარულის ფორმით გამოიხატება, ერთ-ერთ ყველაზე ღრმა ტიპადაა მიჩნეული. სიყვარული უამრავი ფორმით გვევლინება და არაა მაინცდამაინც რომანტიული ინტერესებისთის განკუთვნილი. ოჯახური ან პლატონური სიყვარული საკმარისზე მეტიცაა. სიყვარული, როგორც ბედნიერების ფორმა, დაცულობის შეგრძნებაცაა. როცა ვიღაცას ვუყვარვართ, თავს ფასეულად მივიჩნევთ.

  • განხორციელება

როდესაც ჩვენი ცხოვრების მიზანს ვაღწევთ, გვეუფლება გაცდა, რომელიც ჩვენთან რჩება. ეს ბედნიერების ღრმა ტიპია, და შეიძლება სულიერ დონეზეც განვიხილოთ – შენს ჭეშმარიტ მოწოდებასთან მისვლა. ასეთ შემთხვევაში ბედნიერება შენი ჩვეული მდგომარეობა გახდება.

როცა ცვლილებას აღარ ეძებ, ხდები მადლიერი, იმის რაც გაგაჩნია, და ამაყი, შენი მიღწევის გამო. ტოტალური შესრულების გრძნობა, ბევრ სხვა ბედნიერ განცდებს აერთიანებს.

არ არსებობს ბედნიერების მხოლოდ ერთი გაგება. ყველანი სხვადასხვანაირად შევიგრძნობთ მას, და სხვადასხვა რაიმე მეტად გვაბედნიერებს, სწორედ ამაშია მისი ხიბლი. რომელ ბედნიერებასაც არ უნდა გრძნობდე, რომელი ტიპისაც არ უნდა იყოს ის, ჩაებღაუჭე მას.

მომზადებულია Becky Storey-ის სტატიის მიხედვით

დატოვე კომენტარი