გილოცავთ ქართული ღვინის მორიგ წარმატებას !

იაპონიაში პროექტ „საქართველო – ღვინის სამშობლოს“ განხორციელება იწყება. მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის, Sony music communication-ისა და კომპანია TOPPAN-ის პარტნიორობით, ქალაქ ტოკიოში, ბორდოს შემდეგ, პროექტის მეორე გამოფენა გაიმართება. ქართული ღვინის ისტორიისადმი მიძღვნილი ექსპოზიცია 2019 წლის 10 მარტს გაიხსნება და 7 მაისამდე გაგრძელდება.

 

ექსპოზიცია უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს აერთიანებს, რომელთა კონცეფციაც ქართული ღვინის კულტურის უნიკალურობის წარმოჩენაზეა დაფუძნებული. გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა მიეცემათ ინტერაქციის დახმარებით უძველესი ღვინის სამშობლოში იმოგზაურონ, რის საშუალებასაც სწორედ Warpqsuare ტექნოლოგია იძლევა.

 

საქართველო ღვინის სამშობლოდ 2017 წელს, ქართველი და უცხოელი მეცნიერების ერთობლივი ოთხწლიანი საერთაშორისო კვლევის შედეგად აღიარეს, რასაც უდიდესი ინტერესი მოყვა საქართველოსა და ქართული ღვინის მიმართ.

 

საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს პოზიციონირება, უმნიშვნელოვანესია ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისა და პოპულარიზაციისთვის, რაც ჩვენი ქვეყნის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის კიდევ უფრო გაზრდას შეუწყობს ხელს.

დატოვე კომენტარი