გირჩის მხარდამჭერი ირაკლი სესიაშვილს დუელში იწვევს !

ორგანიზაცა”გირჩის” მხარდამჭერი გიორგი ფრუიძე ირაკლი სესიაშვილს დუელში იწვევს-ამის შესახებ ფრუიძე პოსტს სოციალურ ქსელში წერს.

პოსტს “2020NEWS”-ი უცვლელად გთავაზობთ: “მოკლედ ასეთი ისტორიაა. ოჯახს ძალიან მაგრად ვჭირდები და ვეხმარები. ვაკეთებ საკუთარ სტარტაპს. მაგისტრატურაზე სტატუსი შევიჩერე, სხვა საქმეები მაქვს ახლა. საერთაშორისო პროექტებში ვარ ჩართული. სექტემბერში ახალგაზრდულ გაცვლაზე ვიქნები საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი. 39 დღეში იმ შეხვედრაზე მივფრინავ, სადაც დელეგაციის ხელმძღვანელები შევხვდებით ერთმანეთს (დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ).

და ეს არც პირველია, არც ბოლო. დამირეკეს კომისარიატიდან. ჯერ კიდევ არ მქონდა შეჩერებული სტუდენტის სტატუსი, ასე რომ გაწვევა არც მეკუთვნოდა, მაგრამ მთელი ბიუროკრატია იყო საბუთების აღება უნივერსიტეტიდან. ამ ბიუროკრატიის არც დრო მქონდა, არც ნერვები. ავიღე ბიბლიური თავისუფლება-ის დოკუმენტი და ჩავახუტე კომისარს.

ამაზე გამწარდა ვიღაც Irakli Sesiashvili და ღამეები ვეღარ ძინავს ახლა. არაო რა, წიხლზე მკიდიაო, შენ არც საერთაშორისო პროექტებზე წარმოადგენ საქართველოსო, სტარტაპსაც ფეხებზე დაიკიდებო, ოჯახსაც აღარ დაეხმარებიო, იდგები ჩემი სამსახურის წინ და გამიხსნი შლაგბაუმს, როცა შემოვალო. და კაი, ჯანდაბას, თუ გინდა, ამისთვის ისეთ პირობებს შემოგთავაზებ რაც საკონტრაქტოში აქვთო. არ მინდა… 1. მაგაზე უკეთეს პირობებს მე ვუწყობ საკუთარ თავს. 2. ბიუჯეტის წურბელად არ ვიქცევი შლაგბაუმის გაღებისთვის. კონტრიბუტორობა მინდა და მირჩევნია. 3. ბრძოლა კარგად შემიძლია. იარაღზე დაწესებული საზიზღარი რეგულაციების მიუხედავად (რის მოგვარებაზეც აუცილებლად იფიქრებდით, თავდაცვისუნარიანობა რომ გადარდებდეთ), ბევრი “ვალდებულისგან” განსხვავებით, ჩემთვის იარაღი საბედნიეროდ უცხო ხილი არ არის, მაგრამ არც ერთი წამით არ გეგონოს, რომ მანდაც რომ დავდგე, შევაჩერებ ვინმეს ვინც თავს დაგესხმება. იმიტომ კი არა რომ ლაჩარი ვარ ან ბრძოლა არ შემიძლია, არამედ არ მჯერა და იმიტომ. არ ვთვლი, რომ სიცოცხლის/ჯანმრთელობის თუნდაც მინიმალურ რისკად ღირს ის ადგილი, სადაც შენ მუშაობ. 4. ქვეყანას სავალდებულოს გარეშეც დავიცავ ნებისმიერ წამს, როცა საჭიროება იქნება, ნებისმიერი მტრისგან, და სასაცილოა ის გავრცელებული არგუმენტიც, თითქოს სავალდებულოს გავლა მე ამაში რამით ამიმაღლებს კვალიფიკაციას. ხოლო მათ, ვიდაც “სავალდებულო” ჭირდებათ “კვალიფიკაციისთვის”, მირჩევნია არც იბრძოლონ, რადგან მხოლოდ ფეხებში მომედებიან. მირჩევნია არამებრძოლმა ხალხმა თავისი საქმე აკეთოს და ამით თავდაცვა დაფინანსდეს მეტად. მოკლედ, ისე გამწარდა ირაკლი, რომ მას და მისიანებს აღარც კონსტირუცია ახსოვთ, აღარც მორალი, უბრალოდ საპატრიარქოს ვერ ახტებიან თავზე და შლაგბაუმის გაღება სავალდებულოდ უნდათ რომ აქციონ ნებისმიერისთვის, ვისაც ამ საპატრიარქოს საბუთი არ ექნება.

ბავშვობიდან ვიყავი მილიტარისტი. ჩემი მთელი ინტერესი შეეხება სამხედრო სფეროს. ვინც არ უნდა ვიყო ვხოვრებაში, ვიცი რომ ერთ დღეს აუცილებლად ვიქნები იმ ადგილზე სადაც დღეს ლევან იზორიაა. და ჯობია იმ დროს შენ გაკვრითაც არ ეხებოდე არც ერთ სამხედრო თემას. ან პენსიაზე იყო გასული. რადგან როგორც არ უნდა შეიცვალო, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, დე-ფაქტოდ და დე-იურედ, თავდაცვის საკითხებთან არ მიგასუნინებ.

მოკლედ, ასეთი შემოთავაზება მაქვს ირაკლი. თუ გინდა, მე და შენ შევეჯიბროთ. თუ გინდა ეარსოფტში, თუ გინდა ფეინთბოლში, თუ გინდა საველე პირობებში, როგორც ჯარისკაცები იწრთვნებიან, თუ გინდა რესლინგში, თუ გინდა ვიხმალავოთ საერთოდ. ან, თუ გინდა, დამოუკიდებელმა მხარემ რენდომად შეარჩიოს 10 ადამიანი სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან, ვისაც შევეჯიბრები. შერჩეულების მიერ უარის თქმა ბრძოლაზე ავტომატურად ჩაითვლება ჩემს გამარჯვებად. საბოლოო ჯამში, თქვენი, ან ათი შერჩეულიდან ათივეს დამარცხებით, მინდა საზოგადოებას ვანახო როგორი სიბანძეა სავალდებულო სამხედრო სამსახური. საზოგადოებას ვანახებ, თორემ თქვენ ისედაც იცით .”-წერს სოციალურ ქსელში გიორგი ფრუიძე.

შეგახსენებთ, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის ინიციატივის მიხედვით,  მართლმადიდებელი მღვდლების გარდა, ყველა სასულიერო პირს ჯარში გაიწვევენ. 

დატოვე კომენტარი