გირჩმა თავისი მოძრაობის დაბადების დღე ირაკლი სესიაშვილს მიუძღვნა

„გირჩის“ მიერ დაფუძნებული რელიგიური მოძრაობა „ბიბლიური თავისუფლება“ 2 წლის გახდა. ორგანიზაციამ იუბილე პარტიის ოფისში აღნიშნა. სპეციალურად „ბიბლიური თავისუფლების“ დაბადების დღისთვის „გირჩის“ პარტნიორმა ფირმამ „აიისამ “ პარლამენტარ ირაკლი სესიაშვილის გამოსახულებით პრეზერვატივი გამოუშვა.

საქმე ეხება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მიერინიცირებულ ცვლილებებს.

14 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნორმა, რომლითაც მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით სარგებლობენ, შესაძლოა გაუქმდეს. ინიციატორი ირაკლი სესიაშვილია. ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში პარტია „გირჩის” ლიდერები, რომლთა ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური მიზანი ქვეყანაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებაა, ახალი საკანონმდებლო ნორმის გასაჩივრებას აპირებენ.

„გირჩის“ წევრებმა რელიგიური ორგანიზაცია „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება“ 2017 წლის მარტში დაარეგისტრირეს. ორგანიზაციის მიზანი იმ ახლგაზარდების დახმარებაა, ვისაც ჯარში წასვლა არ უნდა. „ბიბლიური თავისუფლება“ სასულიერო პირებს აკურთხებს და შესაბამის ცნობასაც გასცემს. სასულიერო წოდების მქონე ახალგაზრდები კი შესაბამისი უწყებებისგან სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებას ითხოვენ და მიზანსაც აღწევენ, რადგან კანონში არსებული ჩანაწერი მათ ამის საშუალებას აძლევს.

ირაკლი სესიაშვილის ინიციატივის მიზანი კანონში ამ „ხვრელის“ ამოვსებაა. ამასთან, ეს ინიციატივა არ გავრცელდება მართლმადიდებელ სასულიერო პირებზე, რადგან მათთან დაკავშირებით კონკორდატით გათვალისწინებული წესი მოქმედებს.

დატოვე კომენტარი