‘დაკარგული სახარება’ – ქრისტეს უცნობი ცხოვრება

გაზეთი independent წერს:
ნაპოვნია უძველესი ხელნაწერი, სადაც დაშიფრული იყო დამალული შეტყობინება. გაშიფრვის პროცესში ჩვენ შეგიყვანთ ამ ტექსტის იდუმალ სამყაროში. რისიც ვატიკანს ეშინოდა – და დან ბრაუნი მხოლოდ ეჭვს გამოთქვამდა – რეალობად იქცა. უკვე ხელთ გვაქვს წერილობითი მტკიცებულება, იმის, რომ იესო და მარიამ მაგდალინელი დაქორწინებულები იყვნენ და ყავდათ შვილები.
სწავლულებს სჯერათ, რომ იესო დაიბადა დაახლოებით ძვ.წ 5 წელს და ეწამა დაახლოებით ახ.წ. 30 წელს.
მაგრამ, მის ბიოგრაფიაში დიდი წყვეტაა. ჩვენ პრაქტიკულად არაფერი ვიცით ქრისტეს შესახებ 8 დღის ასაკიდან (წინადაცვეთა, ებრაული წესით) დაახლოებით 30 წლის ასაკამდე. ერთი გამონაკლისის გარდა, ლუკას სახარებაში წერია(2:41–2:51): როცა იესო 12 წლის იყო, მშობლებმა იერუსალიმში წაიყვანეს პასექის დღესასწაულის აღსანიშნად.
მხოლოდ ესაა რაც ვიცით, სხვა მხრივ სიჩუმის 30 წელია.
გასაკვირია არა? იესო მსოფლიოს ისტორიაში ერთერთი ყველაზე გავლენიანი პერსონაა, თუმცა ჩვენ არაფერი ვიცით მის ცხოვრებაზე, მისი მოღვაწეობის დაწყებამდე.

ფაქტი ის არის, რომ ჩვენ არ ვიცით როგორ იზრდებოდა ის, სად სწავლობდა, ვინ იყვნენ მისი მეგობრები, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ოჯახთან. როგორ გაეცნო ებრაულ ბიბლიას. ვინ იყვნენ მისი რელიგიური აღმზრდელები.
რამდენად იცოდა იესომ ებრაული, არამეულის გარდა, რომელზეც ვიცით რომ მეტყველებდა, იცოდა თუ არა მან რომაელების ენა. 20-ანი წლების დასასრულს ქრისტე ქადაგებას იწყებს “ღმერთის სამეფოს” შესახებ.
მაგრამ, რა ხდებოდა იესოს თავს, სანამ მოულოდნელად გამოჩნდებოდა საზოგადოებრივ ასპარეზზე? დოკუმენტის მიხედვით, რომელიც ჩვენ გავშიფრეთ, იესო დროის რაღაც მონაკვეთში დაინიშნა, დაქორწინდა და ეყოლა შვილები. სანამ ვინმე რაიმეში დაგვადანაშაულებს, გეტყვით, რომ ჩვენ თავს არ ვესხმით არავის თეოლოგიას, ჩვენ ვეყრდნობით წერილობით დოკუმენტს. ეს ტექსტი არ ითვლება ისტორიულ დოკუმენტად, თუმცა შეიძლება გამოდგეს იმ პერიოდის ლოგიკურ შევსებად, რომელიც ბიბლიაში გამოტოვებულია.
ისტორიული ფონის გათვალისწინებით, ეს არ უნდა იყოს მოულოდნელობა. ებრაელი კაცისთვის ქორწინება, მაშინაც და ახლაც, უმნიშვნელოვანესია. ის რომ არ დაქორწინებულიყო, გამოიწვევდა შეშფოთებას ოჯახში და, სავარაუდოთ, სკანდალს საზოგადოებაში. ბიბლიაში კი არ დაქორწინების საპატიო მიზეზს მაინც უნდა ვხვდებოდეთ, თუ ეს ასე იყო. ამასთან ერთად, დოკუმენტის მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ქორწინება ქრისტეს თეოოგიის ერთერთი უპირველესი ასპექტი იყო.

https://www.independent.co.uk/arts-entertainment/books/the-ancient-manuscript-that-proves-jesus-married-mary-magdalene-and-had-children-a6982836.html
ორიგინალი სტატიის ლინკი

დატოვეთ კომენტარი