დღეს ლიეტუვას დამოუკიდებლობის დღეა !

ლიეტუვა იყო პირველი რესპუბლიკა, რომელმაც 1990 წლის 11 მარტს საბჭოთა კავშირიდან გასვლის შესახებ გამოაცხადა.
ეს ბუნებრივიც იყო – როდესაც 1944 წელს საბჭოეთმა ეს ქვეყანა დაიპყრო, 100 000-მდე ლიეტუველი გავიდა ტყეში და ათწლეულების განმავლობაში იქიდან ებრძოდა რუს დამპყრობელს. შედარებისთვის, ქაქუცა ჩოლოყაშვილთან 1924 წელს მხოლოდ 600-მდე ქართველი გამოცხადდა.
წინააღმდეგობის მოძრაობა ლიეტუვაში არასოდეს შეწყვეტილა. წინააღმდეგობის მოძრაობა 1980-იან წლების ბოლოს იატაკქვეშეთიდან გამოვიდა და ქვეყნის დამოუკიდებლობას მიაღწია.
დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ კრემლმა ბლოკადაში მოაქცია ლიეტუვა, მაგრამ მისი ხალხი ვერ გატეხა, ბოლოს სპეცრაზმი შეიყვანა ვილნიუსში და ქუჩაში გამოსული ლიეტუველები ტანკებით გაჭყლიტა – დაიღუპა 14 და დაშავდა 702 მშვიდობიანი მოქალაქე. თუმცა, ისინი მაინც არ გატყდნენ. კრემლი დიდ მსხვერპლს მოერიდა და უკან დაიხია.
დამოუკიდებელი ლიეტუვა კი ნატოსა და ევროკავშირშიც გაწევრიანდა.
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!
დღეს ამ მაგარი ხალხისა და ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეა!

დატოვე კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *