ერთი ფინჯანი ყავის მოსადუღებლად სოფელზე მეტია საჭირო

ახლახანს შესაძლებლობა მქონდა თვალი მედევნებინა ერთ-ერთი ყველაზე
გასაოცარი მიღწევისთვის კაცობრიობის ისტორიაში. ეს სასწაული არის ათასობით
ადამიანის შეთანხმებული მოქმედება უამრავ ქვეყანაში. ამ ყველაფერმა
მოითხოვა ხელოვანების, ბიოლოგების, პოლიტიკოსების, მექანიკოსებისა და
თხის მწყემსების არაერთი კოლაბორაციული ქმედება, რასაც დასჭრიდა
თვითმფრინავები, ნავები, სატვირთოები, მოტოციკლეტები, ფურგონები და
ადამიანის მხრები. ყველაფერი ეყრდნობა ანტიკურ სიბრძნეს და კოსმოსური
ხანის ტექნოლოგიას, გამოცდილს ყინვასა თუ მწველ მზეში.
ეს ყველაფერი საჭიროა ჩემი დილის ყავისათვის.

ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილის განმავლობაში, თითქმის არასდროს
ვფიქრობდი ყავაზე. რა თქმა უნდა, თუ პერანგზე არ გადავისხამდი ან პირს არ
დამწვავდა. მაგრამ, 2018 წლის დასაწყისში ჩემი შვილის თხოვნით და
საყოველთაო მოწყენილობისგან თავის დაღწევის მიზნით გადავწყვიტე,
მაცდურად მარტივი დავალება შემესრულებინა. მადლობა გადამეხადა ყველა იმ
ადამიანისთვის, რომელმაც სულ მცირე როლი მაინც ითამაშა იმ ერთი ფინჯანი
ყავის მომზადებაში, რომელსაც ყოველ დილით მივირთმევდი, დაწყებული ყავის
მომყვანი ფერმერით და დამთავრებული იმ ოფიციანტით, რომელიც ყავას ჭიქაში
მისხამდა.

აღმოჩნდა, რომ ეს გეგმა სულაც არ იყო მარტივი შესასრულებელი. მაგალითად:
ყავის მარცვლები ადგილობრივ კაფეში ფურგონით მოჰქონდათ. მე კი ფურგონის
მძღოლისთვის მადლობა უნდა გადამეხადა. საქმე იმაშია, რომ ფურგონის
მძღოლი ვერ შეძლებდა ადგილობრივ კაფემდე მარცვლების მოტანას, რომ არა
დაგებული გზა. შესაბამისად, იმ ადამიანებისთვისაც უნდა გადამეხადა მადლობა,
რომლებმაც გზები მოაპირკეთეს. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ გზები მათზე
გავლებული ხაზების გარეშე ძალიან საშიში იქნებოდა. ამიტომ, იმ
ადამიანებისთვისაც უნდა მეთქვა მადლობა, რომლებმაც გზაზე საღებავით
მინიშნებები დახაზაეს.
ათასამდე ადამიანს გადავუხადე მადლობა, მაგრამ, მეტი დრო რომ მქონოდა,
შეიძლება ეს რიცხვი ათი ათასი ან მილიონიც კი ყოფილიყო. თანამედროვე
მსოფლიო ერთმანეთთან რადიკალურად დაკავშირებულ ურთიერთობებზეა
დამოკიდებული.

უნდა ვაღიარო, რომ ცოტა სკეპტიციზმსაც გადავეყარე: „ეს რა, რომელიმე
პირამიდის სქემაა?“-არაერთხელ მკითხეს, როდესაც ადამიანებს მადლობის
გადასახდელად ვურეკავდი. მიუხედავად ამისა, მადლობების უდიდესმა ნაწილმა
ადამიანები გაახალისა. მახსოვს, ერთ ქალი იმ საწყობის სანიტარულ

მდგომარეობას ამოწმებდა, რომელშიც ყავის მარცვლები ინახებოდა. „ვიცი,
უცნაურად ჟღერს“,-ვუთხარი მე-„მაგრამ იმიტომ გირეკავ, რომ მადლობა
გადაგიხადო ჩემი ყავის პარაზიტებისგან დაცვისთვის.“ „ უცნაურია ამის მოსმენა,
მაგრამ შენ მე დღე გამიხალისე“-მიპასუხა მან.
იქიდან გამომდინარე, რომ ყავა პირდაპირ ონკანიდან არ მოდის, ფინჯანის
დამამზადებელსაც გადავუხადე მადლობა . ერთ-ერთი ყველაზე
დასამახსოვრებელი დიალოგთაგანი იყო ჩემსა და იმ კაცს შორის, რომელმაც ყავის
ქილის თავსახურის დიზაინი შექმნა. ვერასოდეს წარმოივდგენდი, რომ
პლასტმასის რამდენიმე სანტიმეტრიან ფილას ამდენი ფიქრი სჭირდებოდა.
დიზაინერი დაგ ფლემინგი ნამდვილი ინოვატორი აღმოჩნდა. ჭიქის
თავსახურების ილონ მასკი, ოღონდ ემოციურად ბევრად უფრო სტაბილური.
მისტერ ფლემინგის უამრავ გამოგონებათა შორის ერთ-ერთი – ნახევარმთვარის
ფორმის მაგვარი სასმელი ხვრელია ჭიქის თავსახურზე. „ხვრელი არ არის
ბრტყელი და ყავა უფრო თავისუფლად მიედინება პირისაკენ“-ამბობს ის-
„შედეგად, საერთოდ არ გჭირდებათ, რომ ტუჩები მოკუმოთ. ამ ყველაფრის
წყალობით კი ადამიანი უკეთეს რეტრონესულ სიამოვნებას იღებს“,-გულწრფელი
რომ ვიყო, 100%-ით არ ვარ დარწმუნებული ეს ყველაფერი რას ნიშნავს, მაგრამ
თუ რამე კარგად არის გაკეთებული, მისი შექმნის პროცესი მუდამ შეუმჩნეველია.
ამგვარი თავსახურების დასამზადებლად მისტერ ფლემინგს სპეციალური
დანადგარების იმპორტირება დასჭირდა კანადიდან. (ეს დანადგარები აქამდე
ჟოლოს შესანახი ყუთებისთვის გამოიყენებოდა) ჩვენ შესაძლოა გარკვეულ
მომენტში ტომურად ან ეროვნულად ვცხოვრობდეთ, მაგრამ მნიშვნელოვანია
გვახსოვდეს: ერთი ფინჯანი ყავის დასამზადებლად არა ერთი სოფელი, არამედ
მთელი მსოფლიოა საჭირო.

უშუალოდ ყავის მარცვლების მოსანახულებლად კოლუმბიაში, ქალაქ ნიევაში
მომიწია ჩასვლა. იქ შევხვდი ცხრა და-ძმისგან შემდგარ გუარნიზოების ოჯახს,
რომელიც პატარა ყავის ფერმას ფლობდა. მათ პატარა ტური მომიწყვეს ყავის
მინდვრებზე და პიტბულისხელა ქათმებთან ერთად ყავის ხეები და ის
ჟოლოსფერი ნაყოფი მაჩვენეს, რომელიც მარცვლებს ინახავს. მე მათ მადლობა
გადავუხადე ყველაფრისთვის, განსაკუთრებით კი იმისთვის, რომ დილის
საუცხოო ყავის დამზადებაში მონაწილეობენ. მათ მიპასუხეს, რომ ვერ
შეძლებდნენ ვერაფრის გაკეთებას, რომ არა ასეულობით სხვა ადამიანი.
დანადგარი, რომლითაც გუარნიზოები ყავის მარცვლებს არჩევენ, ბრაზილიაშია
დამზადებული. ასეც რომ არა, იმ სატვირთოს ნაწილები, რომლითაც ყავას
დაატარებენ, მთელს მსოფლიოში სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილასაა
დამზადებული.
მიუხედავად ზემოხსენებულისა, ჩემი დილის ყავის მხოლოდ 1.2%-ს შეადგენს
დაფქვილი ყავა. დანარჩენი წყალია. ასე რომ, გამოწვევის დასასრულებლად

აუცილებლად უნდა გადამეხადა მადლობა იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც ნიუ
იორკის წყლით მომარაგებაში მონაწილეობდნენ. შტატის ჩრდილოეთში
გავემგზავრე, რათა ხელოვნურ წლის შემნახველ ტბებზე მომუშავე ათასობით
ადამიანი მენახა. ფაქტობრივად, ისინი მაძლევენ საშუალებას, ონკანის მოშვების
შემდეგ სუფთა წყლით დავიმზადო ყავა. მადლობა გადავუხადე ქიმიკოსებს,
ინჟინრებსა და იქ მომუშავე ადამიანებს, რომლებიც წვიმის წინ ირმის ნეხვისგან
ასუფთავებენ შემოგარენს, რათა წყლის შემნახველი რეზერვუარები არ
დაბინძურდეს.

ამ ყველაფერმა გამახსენა, რომ მილიონობით ადამიანს მსოფლიოს გარშემო
საათობით უწევს რიგში დგომა და სიარული სუფთა წყლის მისაღებად. გავიაზრე,
რომ მადლიერების გრძნობამ ჩვენ უნდა მოგვცეს მოტივაცია და არ უნდა
აგვავსოს თვითკმაყოფილების გრძნობით. ამრიგად, გადავწყვიტე წყლის
დისპენსერების შეძენაში დავხმარებოდი საქველმოქმედო ორგანიზაციას,
რომელიც ცდილობს აფრიკაში მოსახლეობა სუფთა წყლით მოამარაგოს.
ერთ-ერთი ჩემი ბოლო მოგზაურობა იყო ინდიანაში. ვესტუმრე იქაურ მეტალის
ქარხანას, რათა მადლობა გადამეხადა რკინაზე მომუშავე ადამიანებისთვის. ისინი
ჭედავენ იმ მეტალს, რომელიც შემდეგ ყავის ჩამოსასხმელი დანადგარების,
სატვირთოებისა და ხიდების დასამზადებლად გამოიყენება. იქ შევხვდი მუშებს,
რომლებიც ათწელეულები მუშაობდნენ ამ ქარხანაში. სამუშაოს სირთულის
მიუხედავად, ისინი მაინც მადლიერები იყვნენ, რომ სამსახური ჰქონდათ.
დიდხანს მელაპარაკნენ ნახშირბადით რამდენიმედღიანი მოწამვლის შესახებ.
„ყველაზე საშინელი ნაბახუსევივით იყო"- მითხრა ერთ-ერთმა მათგანმა. მაგრამ
იქვე დაამატა, რომ დარჩენას არ ნანობდა: “ამ ადგილმა საშუალება მომცა ჩემი ორი
შვილისთვის კოლეჯში სწავლის საფასური გადამეხადა, შემენახა სახლი, მანქანა
და მოკლედ ყველაფერი, რაც მაქვს.”

მოკლე დროში, ამ ადამიანებს შეიძლება მართლაც დაეხმაროს დონალდ ტრამპის
ადმინისტრაციის მიერ დაწესებული ტარიფები ლითონზე, მაგრამ მჯერა, და ამაში
ეკონომისტების უმრავლესობაც დამეთანხმება, რომ საბოლოოდ, ტარიფები
აფერხებენ და ხელს უშლიან ეკონომიკის განვითარებას. გლობალიზაციას თავისი
მინუსებიც აქვს და ინდიანას მეტალის ქარხნის მუშები შეიძლება ამის ნათელ
მაგალითს წარმოადგენდნენ, მაგრამ თავისუფალმა ვაჭრობამ უამრავი სიკეთე
მოუტანა კაცობრიობას: გლობალური სიღარიბის დონე დაეცა, ადამიანების
სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა წარმოუდგენლად გაიზარდა,
მომხმარებლებს კი თავბრუდამხვევი რაოდენობის პროდუქტზე აქვთ წვდომა.
როგორც სტენფორდის ეკონომიკის ფაკულტეტის პროფესორი რას რობერტსი
ამბობს: „ჩვენ უკვე ვცადეთ, ყველაფერი ადგილობრივი გვეყიდა, ამას კი შუა
საუკუნეები ეწოდა.“

 

 

ეს ესე არის ნაწყვეტი A.J. Jacobs-ის ახალ წიგნიდან Thanks a Thousand: A Gratitute Journey,
რომელიც 2018 წლის 13 ნოემბერს გამოიცა. წიგნის შესაძენად იხილეთ ბმული –
https://www.amazon.com/Thanks-Thousand-Gratitude-
Journey/dp/B07FK3QFTH/ref=tmm_aud_swatch_0?_encoding=UTF8 HYPERLINK
"https://www.amazon.com/Thanks-Thousand-Gratitude-
Journey/dp/B07FK3QFTH/ref=tmm_aud_swatch_0?_encoding=UTF8&qid=&sr"& HYPERLINK
"https://www.amazon.com/Thanks-Thousand-Gratitude-
Journey/dp/B07FK3QFTH/ref=tmm_aud_swatch_0?_encoding=UTF8&qid=&sr"qid= HYPERLINK
"https://www.amazon.com/Thanks-Thousand-Gratitude-
Journey/dp/B07FK3QFTH/ref=tmm_aud_swatch_0?_encoding=UTF8&qid=&sr"& HYPERLINK
"https://www.amazon.com/Thanks-Thousand-Gratitude-
Journey/dp/B07FK3QFTH/ref=tmm_aud_swatch_0?_encoding=UTF8&qid=&sr"sr=
ესეი გამოქვეყნებულია ჟურნალ New Your Times-ში 2018 წლის 8 ნოემბერს –
https://www.wsj.com/articles/to-make-a-cup-of-coffee-it-takes-more-than-a-village-
1541694551?fbclid=IwAR1NDOLgNs2BQaPUIk996PzfyOf87v5K1jTN85wjVkEQnaWJvQf5khQFx
W8
ესეი ნათარგმნია მხოლოდ და მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებისათვის და ყველა
საავტორო უფლება აღნიშნულ ესეიზე ეკუთვნის A.J. Jacobs-ს. This essay was translated
only for educational purposes. All rights to this essay belongs to A.J. Jacobs.

დატოვე კომენტარი