ეძღვნება ავღანეთში დაღუპულ გმირებს

ალექსანდრე ტურაშვილი

მოასვენებენ მდუმარენი ქართველ ვაჟკაცებს,

ვდგავართ, შევყურებთ ქართველობა როგორ გვიწყდება,

მგლოვიარეთა ცხელი ცრემლი სახეს ამკაცრებს,

და … ვაი რომ ეს… ხვალე ყველას დაავიწყდება…

 

ან რა გაუძლებს მერე სუფრის ფილოსოფოსებს,

ბრბოს თვალში კარგად წარმოჩენის მიზნით დალოცვას,

დუჟმორეული მთვრალი იტყვის რაღაც სიგიჟეს,

და თვალწინ გვიშლის საფუძვლიან არაკაცობას….

 

თორემ ვის ახსოვს ჭეშმარიტი გულისტკივილი,

დედის ცრემლებით გაჟღენთილი შვილის სამარე,

ჩუმად ხატის წინ ჩაჩოქილი მრევლის ჩივილი,

ჩუმი ვედრება… საქართველოს ღმერთო აკმარე….

 

ჯვარი გვიძღოდა საქართველოს ომში პირველი,

და წლების შემდეგ ისევ ასე უნდა ხდებოდეს,

დასანანია ჩვენი გმირი სულის მწირველი,

მუსულმანების გაშველების ომში კვდებოდეს …

 

დასანანია .. რომ ცხოვრება გვიდგას ყირაზე,

და გროშებისთვის სიკვდილს ვხვდებით როგორც ალიონს,

მაგრამ რად გვიღირს მიცვალება უცხო მიწაზე,

უცხო მიწაზე ქართველმა რომ სული დალიოს….

 

არა.. თუ ფიქრობ მათ მშობლებზე ვინ და სად არი,

სისულელეა ხანდროს ქება და განდიდება,

როგორც კერაზე ჩამოცლილი მტკიცე ყავარი,

ისე ჩამოშლის მათ ხსოვნასაც ჟამთა დინება…

 

მერე როდისმე მოვიგონებთ ისევ სუფრაზე,

შეზარხოშებულ მოქეიფის სადღეგრძელოთი,

ვახ საქართველოვ.. გული როგორ გადაურაზე,

შთამომავლობას.. უჯიშობის ყლორტის ღეროთი….

 

დიახ.. ეს ჩვენ ვართ უცხო ქვეყნის, ხალხის მოზარე,

მომღიმარ მტრების ტკბილი სიტყვა გვიყვარს ძალიან,

დგას საქართველო, ხელგაშლილი სტუმართმოყვარე,

მტრებს გულში იკრავს და ჩვენთვის კი არა სცალიან…!

 

ავტორი: ალექსანდრე ტურაშვილი

დატოვე კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *