…ზაფხულის ჰარმონია

მაღლა აიხედა და იგრძნო, ის იყო ერთი…

იყო ადამიანი რომელიც ვერასდროს იქნებოდა თავისუფალი დედამიწაზე. ვარსკვლავები მოჩანდა,  შორს, სადღაც მიუწვდომელ ადგილას. რატო მზეებს არ ვეძახდით იმათაც, ისინიც ხო გაგვათბობდნენ, კანს ვერა მარა გულს კი გაგვითბობდნენ.

ეს დედამიწა იყო.

ისიც აქაური იყო, საპყრობილეში დაიბადა აქ, დღისით მზისით.

ციხეში არა. საავადმყოფოში, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს…

ვარსკვლავები ისევ ციმციმებდნენ. ნეტა რატო… მზე ხო პერიოდულად არ ქრება ხოლმე..

თუმცა როგორ არა, მზეც გამქრალა და ნათელი დღეც. დაბნელებულა რამდენჯერ.. ვინ მოთვლის…

იქ როცა ვიქნები, იქნებ გავთავისუფლდეო ფიქრობდა..

ვაი თუ იქაც პატარა დედამიწა დამხვდესო ბევრი პატარა დიდი არსებით და იქაც გაქცევაზე ვიოცნებოო.

ან კი სად გაიქცევი, მოიხდი სასჯელს და ისედაც გაგიშვებენ…

ცაში იხედებოდა და ავიწყდებოდა რომ იყო ადამიანი, ის ახლა დედამიწის შვილი იყო, მაგრამ შვილებიც ტოვებდნენ სახლებს…

მარტოობოს ყოველთვის ეშინოდა, მაგრამ ახლა ვერავის ელაპარაკებოდა. ვერავის გადაცემდა თავის გრძნობებს.

ეს შორეული იყო, იქ იყო თავისუფალ სიცრცეში… თუმცა აქ გრძნობდა ჩაკეტილ სახყაროს ჩაკეტილ გულში…

2018

დატოვე კომენტარი