ზურაბ ჯაფარიძემ 5 დეპუტატს პარლამენტარის სექსი გაუგზავნა !

“ამისთვის უშვებენ 4-დან 8 წლამდე

– საჯარო სივრცეში განთავსებული რაიმეს ნახვისთვის ან დაშეარებისთვის ადამიანის დასჯა არის სიგიჟე
– არავინაა ვალდებული სახეზე ცნობდეს ყველა პოლიტიკოსს და სექსის სცენაში ამოცნობის შემთხვევაში პოლიციაში რეკავდეს
– როდესაც რაღაც ათასობით ადამიანს აქვს ნანახი და დაშეარებული რაღაც ფორმით, და იჭერ 16-ს – შერჩევითი სამართალი სხვა არაფერია” – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

მოგეხსენებათ 19 წლის ანი აროშიძე 31 იანვარს შუაღამით დააკავეს კრიმინალური პოლიციის თამამშრომლებმა. ანის მსგავსად დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების გამო კიდევ 17 ადამიანი დააკავეს. სასამართლომ ანი 1000 – ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა თუმცა, საქმის გამოძიება გრძელდება.

“გირჩმა” სასამართლოს გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად წამოიწყო კამპანია “ანი კრიმინალი არ არის”.

„ადამიანს აქვს უფლება, გაეცნოს ნებისმიერ ინფორმაციას ინტერნეტში და გაუზიაროს მეგობრებს. ინტერნეტში ნანახი ინფორმაცია არ უნდა იყოს სისხლის სამართლის კოდექსით და არანაირი კოდექსით დასჯადი ქმედება და ეს გვინდა ავუხსნათ სასამართლოს“ – აცხადებს “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია.

ანი აროშიძესა და ეკა ბესელიას ფარული ვიდეო კადრების საქმეზე დაპატიმრებული 17 ახალგაზრდის სახელით, გირჩი ეცდება საკონსტიტუციო სასამართლოში დაამტკიცოს, რომ ინტერნეტში ნანახი ინფორმაცია არც სისხლის და არც არანაირი კოდექსით არ შეიძლება იყოს დასჯადი.

 

 

 

 

დატოვე კომენტარი