ილონ მასკმა ტესლას პირველი ელექტრონული პიკაპი წარადგინა

22 ნოემბერს ილონ მასკმა ბრონირებული პიკაპი წარადგინა. როგორც ყოველთვის, ილოს მასკის გუნდი კრეატიულ გზას დაადგა და არ დააკოპირა აქამდე არსებული ტრადიციული მოდელების ვიზუალი. მათ შემოგვთავაზეს სრულიად განსხვავებული და ორიგინალური ელექტრომობილი, რომელიც ერთი დატენვით 500 კილომეტრზე მეტ მანძილს ფარავს.

ავტომობილი მთლიანად დამზადებულია ულტრამაღალი შენადნობის ფოლადისაგან, რომელიც თავისუფლად უძლებს ჩაქუჩის დარტყმებს და ამავე დროს ტყვიაგაუმტარია.

ამ პიკაპის მოდელის ზუსტი სახელწოდებაა Tesla Cybertruck-ი, მისი სიგრძე 5 მეტრი და 88 სანტიმეტრია, სისქე – 2 მეტრი, ხოლოდ სიმაღლე 1 მეტრი და 90 სანტიმეტრია (რაც იდეაში კაი ზდაროვი კაცის სიმაღლეა).
Tesla Cybertruck-ის საბარგულში მარტივად შეგიძლიათ მოათავსოთ როგორც დიდი ზომის სკუტერი, ასევე კვადროციკლიც.

სულ Cybertruck-ის სამი მოდელი იქნება ხელმისაწვდომი:

  • ბაზისური, ერთი ძრავის მქონე – ეს არის უკანა წამყვანი ერთი ელექტრული ძრავით, მას შეუძლია განავითაროს 100კმ/სთ სიჩქარე 6.5 წამში. მისი მაქსიმალური სიჩქარეა 177კმ/სთ-ია. და  შეუძლია დაფაროს არანაკლებ 400 კილომეტრი მანძილი. დასაშვები მისაბმელის წონა98
    3.4 ტონას შეადგენს.
  • ორი ძრავის მქონე. მას შეუძლია განავითაროს  100კმ/სთ 4.5 წამში. მაქსიმალური სიჩქარე კი 193კმ/სთ-ია, გარბენი ერთჯერადი მუხტით 480 კილომეტრზე მეტია. დასაშვები მისაბმელის მასა 4.5 ტონას შეადგენს.
  • და საბოლოოდ სამი ძრავის მქონე – მისი ერთი ძრავი წინა ღერძზეა, ხოლოდ ორი უკანა. მას 100კმ/სთ სიჩქარის განვითარება 2.9 წამში შეუძლია, მაქსიმალური სიჩქარე კი 209კმ/სთ-ია და რამდენად გასაოცარიც არ უნდა იყოს, მას შეუძლია 800 კილომეტრი მანძილის დაფარვა მხოლოდ ერთი დატენვით.  დასაშვები მისაბმელის მასა 6.4 ტონას შეადგენს.

 

კომპანია Tesla-სთან შეკვეთების მიღება უკვე შესაძლებელია და ფასებიც გამოცხადებულია.

 

ბაზისური Cybertruck-ის ფასი 39 900 დოლარია, ტყუპი ძრავის ვერსია – 49 990 დოლარი ღირს, ხოლო სამძრავიანი ვერსია 69 900 დოლარი.
გაყიდვები 2021 წლიდან დიწყება.

დატოვე კომენტარი