კარმის 7 კანონი

გავრცელებული მოსაზრების საწინააღმდეგოდ, ტერმინი “ინდუიზმი” მხოლოდ ერთ რელიგიას არ მოიცავს. ეს არის ქოლგა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ტრადიციებს და პრაქტიკებს, რომლებიც მსგავს რწმენებს იზიარებენ.

ინდუიზმის კულტურაში სამი მნიშვნელოვანი ღვთაებაა, ე.წ. “ტრიუმვირატი”, მათი როლია ცხოვრების ბუნებრივი ციკლის შენარჩუნება, დაწყებული შექმნიდან, გაგრძელებული მოვლით და დასრულებული განადგურებით. ამ პროცესში შივას როლი უმნიშვნელოვანესია, გაანადგუროს სამყარო, იმისათვის რომ თავიდან შექმნას ის, რათა გახსნას კარი ცვლილებებისთვის და ზრდისთვის.

მაშინ როცა განადგურების იდეა ხშირ შემთხვევაში ნეგატიურ კონტექსტში აღიქმება, ლეგენდაში შივას მისწრაფებაც ერთვება გაანადგუროს არასრულყოფილებები, რომლებიც სამყაროში არსებობს, რასაც პროცესში პოზიტიური ელემენტებიც შეაქვს. ამის გამოა, რომ ის აღიქმება, როგორც კეთილსა და ბოროტს შორის ბალანსი, ნათელსა და ბნელს შორის. ეს იგივე ბალანსია, რომელსაც კარმის კანონი გვასწავლის, რომლის მიხედვითაც ყველა ქმედებას მოყვება შედეგი, ან კარგი, ან ცუდი.

თავის წიგნში “Dev Se Mahadev” ავტორი Akash Kailash Vijayvargiya ხაზს უსვამს კავშირს შივასა და კარმის კანონს შორის. წიგნის დაწერამდე ავტორი წლების განმავლობაში ეცნობოდა “Shivpuran”-ს, “Shiva Dharma”-ს უკეთ გასაგებად, სხვგვარად რომ ვთქვათ, შივას, როგორც რელიგიის. წიგნში გადმოცემულია შივას კარმის 7 კანონი, რომლის გაყოლის და გააზრების შემთხვევაში უკეთ გავიგებთ ცხოვრებას და კარმის მუშაობის პრინციპს.

შივას კარმის 7 კანონი

#1 სიმართლე

იმის რწმენით, რომ სიმართლე ყოველთვის გამოამჟღავნებს თავის თავს საბოლოოდ, ყოველთვის ილაპარაკე და იცხოვრე სიმართლით, რადგანაც ყველა ტყუილი დროებითია. სიცრუის და ტყუილების ჩვენი ცხოვრების ნაწილად გახდა, მხოლოდ გვატკენს ჩვენ და ჩვენს საყვარელ ადამიანებს.

#2 ღმერთი არის ცოდნა

არ არსებობს იმაზე დიდი ძალა, რომელიც ვინმეს შეუძლია მოიპოვოს, ვიდრე სიღრმისეული სიბრძნე ან ცოდნა არამარტო ჩვენი მსოფლიოსი, არამედ მთლიანი სამყაროს. თუმცა, ეს ის არ არის, რაც ჩვენთან სიბრძნის მოპოვების მცდელობის გარეშე მოვა.

#3 ყველაფერი ილუზიაა

ჩვენ ხშირად გვაგიჟებს სიამოვნება ან სიხარული, რომელსაც ჩვენს გარშემო ვპოულობთ, ან იმ მატერიალურ საგნებში, რომლებსაც ვფლობთ. თუმცა, ეს კანონი გვეუბნება, რომ სიმშვიდე და ბედნიერება მხოლოდ ერთ ადგილას შეიძლება იქნას მოპოვებული – საკუთარ თავებში. დანარჩენი სხვა უბრალოდ ილუზიაა, რომელიც სიმართლისგან გვაშორებს.

#4 იყურე შენს თავს მიღმა

ბედნიერება ის არ არის, რისი მოპოვება და შენახვა შეგვიძლია, ან ეს იქნება ეგოისტური. ამის ნაცვლად, ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ ჩვენი გარემოცვისთვის ბედნიერების მინიჭებაზე. ეცადე გაავრცელო სინათლე, ყველგან, სადაც წახვალ.

#5 იყავი უფორმო

როცა ვცდილობთ გავხადოთ საკუთარი თავები, ისეთი როგორიც გვჯერა, რომ უნდა ვიყოთ, ჩვენს თავს ყუთში ვაქცევთ. თუმცა, ცხოვრებაში მოვა ისეთი გამოწვევა, რომელიც მოითხოვს ელასტიურობას, და ჩვენი ფიქსირებული ფორმა ხელს შეგვიშლის გამოწვევის გამკლავებაში. ქარის ქროლვასთან ბრძოლის ნაცვლად, იყავი უფორმო, და საშუალება მიეცი საკუთარ თავს მასთან ერთად იქროლოს.

#6 გამოიყენე შენი ყველა შეგრძნება

ჩვენ დაჯილდოებულები ვართ შეგრძნებებით, რადგანაც თითოეული მათგანი გვემსახურება ცხოვრების სპეციფიური მიზნისკენ სწრაფვისას. როცა ჩვენი ყველა შეგრძნება გაერთიანებულია, ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია გამოვაღვიძოთ საკუთარი თავი, და გავხდეთ ჩვენს ირგვლივ არსებული სამყაროს ცნობიერი. თუმცა, ზედმეტს ნუ იფიქრებ ამ თემაზე, ან ამ საჩუქრების გამოყენებას, პირიქით, შეაფერხებ.

#7 გამოაღვიძე შენი თავი

საბოლოო მოგზაურობა, რომლისკენაც ყველა ჩვენგანი უნდა ისწრაფოდეს, არის სულიერი მოგზაურობა, სულიერი გამოღვიძებისკენ და ცნობიერებისკენ მიმავალი ბილიკი. როცა მივაღწევთ ნამდილ ცნობიერებას, ჩვენ სრულად გავიაზრებთ ჩვენს ირგვლივ არსებულ სამყაროს, და შევძლებთ სრულად გამოვიყენოთ მის მიერ მოძღვნილი საჩუქრები.

სტატია მომზადებულია AwarenessAct-ის მიხედვით

Subscribe
Notify of
guest
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments