კომპანია „გუგლის“ ვებბროუზერში კრიტიკული სისუსტე აღმოაჩინეს

კომპანია „გუგლის“ (Google) ვებბროუზერში (Chrome) კრიტიკული სისუსტე აღმოაჩინეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კრიტიკული დონის სისუსტე მესამე პირს მავნე ბრძანების დისტანციურად გაშვებისა და სისტემაზე კონტროლის დამყარების საშუალებას აძლევდა.

აღნიშნული სისუსტის დეტალები ამ დროისთვის საჯაროდ არ არის ხელმისაწვდომი, მაგრამ ცნობილია, რომ მისი გამოყენება „ქრომის“ ბროუზერის ე.წ. FileReader კომპონენტის დახმარებით იყო შესაძლებელი. აღსაღნიშნავია, რომ სისუსტე ვრცელდებოდა როგორც Windows-ის, ისე macOS-ისა და linux-ის ოპერაციულ სისტემებზე.

მკვლევარების თქმით, სისუსტის გამასწორებელი განახლების გამოსვლამდე (update 72.0.3626.121) ჰაკერებმა უკვე მოასწრეს მისით სარგებლობა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფი CERT-GOV-GE გაძლევთ რეკომენდაციას, დაუყონებლივ განაახლოთ აღნიშნული აპლიკაცია.

დატოვე კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *