მარსზე შესაძლოა ქართული ვაზი გააშენონ !

საქართველოში აშენდება ლაბორატორია, სადაც მარსული გარემოს მსგავს პირობებში ვაზის ჯიშებს შეისწავლიან, რომელთა კულტივაცია წითელ პლანეტაზე კოლონიზატორებმა უნდა მოახდინონ. პროექტ IX Millennium-ის მეცნიერთა ჯგუფმა, საქართველო მეღვინეობის 8 ათას წლიანი მემკვიდრეობის გამო აირჩია.

პროცესებზე დაკვირვებას მოახდენს ევროპის კოსმოსური სააგენტოც. მარსული ნიადაგისადმი მაქსიმალური მსგავსებისთვის გამოყენებული იქნება უდაბნო მოჰავეს ჩამქრალი ვულკანიდან აღებული დაქუცმაცებული ბაზალტი.

დიდ იმედებს ამყარებენ რქაწითელზე, რომელიც მაღალი მედეგობით გამოირჩევა მკაცრი ზამთრის სიცივეების, ზაფხულის სიცხისა და დაავადებების მიმართ. დასადგენია რადიოაქტიური ზემოქმედებისადმი გამძლეობა. თუ მარსის კოლონიზაცია საერთოდ შესაძლებელია, იქნებ, ჩაკრულოს გზას რქაწითელიც გაუყვეს…

წყარო: The Washington Post

 

დატოვე კომენტარი