მარსის ნატალური ასპექტები

მარსის კვადრატი პლუტონთან და მარსის ოპოზიცია პლუტონთან

მარსის კვადრატი ან ოპოზიცია პლუტონთან ყვავდება საფრთხის ან ტრავმის შედეგად, ამ დროს ადრენალინი ბენზინის მოვალეობას ასრულებს თქვენს ვენებში. ასპექტის ქვეშ დაბადებულები ბრწყინვალედ მოქმედებენ კრიტიკულ სიტუაციებში, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში სხვების ცხოვრებისეული დრამებით იკვებებიან. ისინი უშიშრად, ფიქრის გარეშე, ყვინთავენ სხვა ადამიანების გარყვნილი ფანტაზიების ბნელ ჯურღმულებში და ამ ყველაფერს მომაჯადოებლად თვლიან.

მათ არ რცხვენიათ და ფიქრობენ რომ არც შენ. იმ შემთხვევაში თუ მათ პარტნიორი არ ჰყავთ ენერგიას ფიზიკურ აქტივობებში ხარჯავენ. მაგრამ, თუ პარტნიორი ჰყავთ, შესაძლოა არა ერთი. თუ რუკის სხვა ასპექტებიც ხელს უწყობთ, ისინი სექსუალურად გაუმაძღრები არიან.

ასპექტის ქვეშ დაბადებულები თუ ისეთ პარტნიორს ნახავენ, რომელსაც მათი მსგავსი სქესობრივი ლტოლვა გააჩნია, ბედნიერები არიან და საკუთარი შესანიშნავი პოტენციური ენერგიის ტრანსფორმაციას და რეფორმაციას ახდენენ.

მარსის და პლუტონის რთული ასპექტები აყალიბებენ შესანიშნავ პოლიტიკურ აქტივისტს. მძლავრი ვიბრაციის ტიპები მათ ველურ ინსტინქტს გარდაქმნიან საფრთხის წინასწარ დანახვის უნარად, რაც მათ ყველაზე რთულად დასაცავის დამცველებად აქცევს.

ცნობილი ადამიანები

მარსის ოპოზიცია პლუტონთან – იოსებ სტალინი, მიქელანჯელო, ვუდი ალენი,

მარსის კვადრატი პლუტონთან – ბრიუს ლი, მუჰამედ ალი, ვინსენტ პრაისი

დატოვე კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *