მზის კვადრატი ურანთან – ნატალური ასპექტი

მზე-ურანის კვადრატი ადამიანს აგულიანებს ყველაფრის თავისი მეთოდებით გაკეთებისაკენ. ასპექტი ყოველთვის წარმოქმნის ძალიან რთულ ადამიანს, ხშირ შემთხვევაში უსაზღვროდ ინტელიგენტს და დამოუკიდებელს. ის ბრბოსგან აშკარად გამორჩეულია. საჭიროება იმისა, რომ გამოხატონ საკუთარი განსხვავებული დამოკიდებულება პერსონალურ და კარიერულ საკითხებთან დაკაავშირებით ხშირ შემთხვევაში იწვევს კონფლიქტებს. შეიძლება ჩანდეს როგორც უხეში, მეამბოხე ან უბრალოდ უცნაური ადამიანი.

თქვენი პრობლემები ურთიერთობებში სწორედ ამ მკვეთრი ხასიათის დამსახურებაა. შეიძლება გაცნობიერებულად არ აკეთებთ ამას, თუმცა სხვებს იწვევთ და პროვოკაციას უკეთებთ. ეს ყველაფერი იწვევს ზეწოლას გარშემომყოფებისაგან.

ასპექტის ქვეშ დაბადებულებს აქვთ გაძლიერებული სურვილი ცნობიერების ამაღლების. მათი იუმორის გრძნობა უნიკალურია და შეიძლება ზოგ შემთხვევაში შეურაცმყოფელიც კი. ამ ყველაფრისგან განთავისუფლება მათ მეტ სტაბილურობას მოუტანს ურთიერთობებში და შეძლებენ უფრო დამკვიდრებულ ცხოვრებას.

თუ ამ ასპექტის ქვეშ დაიბადეთ, მიუხედავად ყველაფრისა, ნუ შეეცდებით საკუთარ თავს რაიმე სახის შეზღუდვები დაუწესოთ. ასპექტის წარმოუდგენელი დაძაბულობა დიდ ტალანტს ქმნის და გიბიძგებთ თვითგამოხატვისას შესანიშნავ შედეგებს მიაღწიოთ კრეატიულ დონეზე… ბევრად განსხვავებული და ორიგინალური…

ცნობილი ადამიანები: ორსონ უელსი, ოლივერ სტოუნი, ბილ ბეითსი, სტივენ კინგი, გალილეო, დენი როდმანი

Related Post

მზის კვადრატი მთვარესთან – ნატალური ასპექტი... თუ ამ ასპექტის ქვეშ დაიბადეთ, დიდია ალბათობა, რომ რაც გჭირდებათ და რაც გინდათ ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს. მზე არის შენი იდენტობა, მიზანი და შენი ცნ...
მარსის და პლუტონის რთული ასპექტი – ნატალური ... მარსის კვადრატი ან ოპოზიცია პლუტონთან ყვავდება საფრთხის ან ტრავმის შედეგად, ამ დროს ადრენალინი ბენზინის მოვალეობას ასრულებს თქვენს ვენებში. ასპექტის ქ...
მზის სექსტილი/ტრინი მარსთან – ნატალური ასპექ... მზის და მარსის ჰარმონიული ასპექტის ქვეშ დაბადებული ადამიანები ძირითადათ წარმატებულები არიან. მათ გააჩნიათ ენერგიის ძლევამოსილი ფენები, რომლებსაც საჭირ...
მზის კვადრატი ნეპტუნთან – ნატალური ასპექტი... შენ მგრძნობიარე სული ხარ და შესაძლოა არ გასვენებდეს შეკითხვა, თუ ვინ ხარ და რატომ ხარ აქ. ხშირია როცა სხვები ვერ გიგებენ. შესაძლოა თავს სხვების ქვემდგ...
დატოვეთ კომენტარი