მზის ნატალური ასპექტები

მზის კვადრატი მთვარესთან

თუ ამ ასპექტის ქვეშ დაიბადეთ, დიდია ალბათობა, რომ რაც გჭირდებათ და რაც გინდათ ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს. მზე არის შენი იდენტობა, მიზანი და შენი ცნობიერი. ხოლო მთვარე ემოციები, ჩვევები, ინსტიქტები და ქვეცნობიერი გონი. როცა მზე და მთვარე კვადრატს ქმნიან, შენი გონება ერთი მიმართულებით გექაჩება, ხოლო გული მეორე მიმართულებით, რაც მძიმე ფსიქოლოგიურ სტრესს იწვევს.

ზოგიერთ შემთხვევაში ეს ასპექტი ვლინდება, როგორც კონფლიქტი მშობლებთან ადრეულ ბავშვობაში. შეიძლება გრძნობდე, რომ არ გიღებენ ისეთს, როგორიც ხარ. ასევე შესაძლოა გრძნობდე რომ ვერ იქნები ისეთი, რა მოლოდინიც შენგან აქვთ. ზოგიერთ შემთხვევაში, შენ “ოჯახის შავი ცხვარი” შეიძლება იყო, გინდოდეს იმისგან განსხვავებული რაღაცები, რაც შენთვის იყო გათვალისწინებული. ზოგიერთ შემთხვევაში ასპექტი აჩვენებს კონფლიქტს მშობლებს შორისაც.

ცხოვრება თქვენთვის მუდმივი ბრძოლაა. ზოგიერთ შემთხვევაში ხვდებით, რომ გრძნობების გამოხატვა ბევრად უფრო ემოციურია, ვიდრე გინდა რომ იყოს. შეიძლება იყოს ბევრი იმედგაცრუება, შინაგანი ბრძოლები, ჩაშლილი გეგმები თუ პიროვნული ჩიხები.

მნიშვნელოვანია რომ გადალახოთ დაწუნების შიში, ძირითადათ ოჯახის წევრების მხრიდან. მიიღოთ თქვენი თავი ისეთი როგორიცაა და გამოხატოთ პიროვნების ორივე მხარე, ემოციურიც და მებრძოლიც. ამის შემდეგ შეძლებთ ცხოვრებისეულ წინსვლას.

რთულად გადასალახ თემებთან ერთად, ასპექტი უჩვენებს უნორმო პოტენციალს, ამ ასპექტის ქვეშ დაბადებულებს აქვთ შესანიშნავი უნარი მიზნების მიღწევის. პირველ რიგში გჭირდებათ რომ საკუთარ თავს დაუმტკიცოთ. თითოეული წინ გადადგმული ნაბიჯი თვით რწმენას აგიმაღლებთ. კარგი იქნება თუ გააცნობიერებთ თქვენ შინაგან ემოციებს და გაიზრდებით ცნობიერის დონეზე.

თქვენი თავის სიყვარული დაგეხმარებათ ამ ასპექტის სირთულეების დაძლევაში. გაქვთ დიდი პოტენციალი როგორც მიზნების მიღწევაში, ასევე ურთიერთობებშიც. შეგიძლიათ დაიცვათ თქვენი ახლობელი ადამიანები და გაუმკლავდეთ ნებისმიერ სირთულეს.

მზის კვადრატი ნეპტუნთან

შენ მგრძნობიარე სული ხარ და შესაძლოა არ გასვენებდეს შეკითხვა, თუ ვინ ხარ და რატომ ხარ აქ. ხშირია როცა სხვები ვერ გიგებენ. შესაძლოა თავს სხვების ქვემდგომად გრძნობდეთ და ასხივებდეთ ბუნებრივ სიმორცხვეს. შესაძლოა გაურკვეველი მანერები გქონდეთ და ტენდენცია გულმავიწყობისკენ.

ასპექტის ქვეშ დაბადებული ადამიანები თავს დაკარგულად გრძნობენ და ეძებენ რაღაც წარმოსახვითს, არამატერიალურს. არიან გამოუსწორებელი რომანტიკოსები, არამარტო სიყვარულის, ცხოვრების მიმართაც. ზოგიერთ შემთხვევაში მათთვის რთულია ჩვეულებრივ რეალობაში ცხოვრება. თქვენთვის ცხოვრება არის რაღაც არაჩვეულებრივი და გრძნობთ რომ ცხოვრება ყველა ჩვენგანისთვის შეიძლება უკეთესი იყოს, ვიდრე არის. გაქვთ უსასრულოდ მიმტევებელი გული და ხართ ძალიან შემბრალებელი. შეიძლება თქვენი სიკეთე სხვებმა ცუდად გამოიყენონ.

მამათქვენი ან მამის მოვალეობის შემსრულებელი შეიძლება იყოს არაეფექტური, დისტანციური პიროვნება (ემოციურად ან ფიზიკურად). სხვა შემთხვევაში მამათქვენი მაგიური პერსონაა, მეოცნებე, არტისტული იდეალისტი.

იმის გამო რომ რეალობა სირთულეებით შეიძლება იყოს სავსე, გაქვთ ტენდენცია გაექცეთ მას ალკოჰოლის ან ნარკოტიკის მეშვეობით. შეიძლება მთელი დღე ტელევიზორის ყურებაში გაატაროთ ან ოცნებამ გაგიტაცოთ და დაკარგოთ რეალობის შეგრძნება. შეიძლება გაგაჩნდეთ ამოუცნობი შიშები ან არ იყოთ საკმარისად ძლიერები იმისათვის, რაც ცხოვრებას სჭირდება.

იმის გამო რომ ხართ ზედმეტად მგრძნობიარენი, გიჭირთ ხალხმრავლობაში ყოფნა და ძალაუფლებიან პირებთან ურთიერთობა. თქვენი სხეული სავარაუდოთ ტოქსინების მიმართ ზემგრძნობიარეა.

იმის მიუხედავდ რომ ასპექტი საკმაო სირთულეებს უკავშირდება აქვს ბევრი დადებითი მხარეც. თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ თავის ხელში აყვანა და დაკავდეთ ისეთი ტექნიკებით, როგორიცაა მედიტაცია, გქონდეთ კრეატიული აზროვნება. დაივიწყეთ სისუსტეები – ისინი ყველას გაგვაჩნია. ეძებეთ თვითრწმენის ამაღლების გზები. თქვენი ინტუიცია სუპერმძლავრია, ისევე როგორც თქვენი კრეატიულობა. გაქვთ ექსტრაორდინარული წარმოსახვის უნარი და არტისტული ნიჭი. დაგეხმარებათ სულიერი გზების ძებნა. თქვენი ნატურალური სიკეთე სხვებს მოხიბლავს, სავარაუდოთ გექნებათ მაგიური აურა, რაც ასევე თქვენ მიმართ სიმპატიით განაწყობს სხვებს.

მზის ოპოზიცია სატურნთან – მზის კვადრატი სატურნთან

მზის და სატურნის რთული ასპექტების ქვეშ დაბადებულებს ცხოვრების განმავლობაში ბევრი გამოწვევის დაძლევა უწევთ, განსაკუთრებით ახალგაზრდობის ასაკში, როცა მათი მცდელობები, გამოხატონ საკუთარი თავი, კრახით სრულდება. მათ აქვთ ქრონიკული განცდა, რომ გაცილებით იშვიათად იღებენ იმას რაც სურთ, ვიდრე მათი გარშემომყოფები. შეიძლება თავს უიღბლოებად თვლიდნენ. ხშირია როცა სურვილი აქვთ აკონტროლონ საკუთარი და სხვების გარემო.

ამ ასპექტის ქვეშ დაბადებულებს ეშინიათ საკუთარი არაადექვატურობის. სურთ რომ აღქმული იყვნენ როგორც ნიჭიერი და მნიშვნელოვანი ხალხი და როცა სირთულეებს გადაეყრებიან არ უნდათ დაიჯერონ, რომ საკუთარი თავის მტრები თავადვე არიან. თუ მნიშვნელოვანი პიროვნება გახდება, შიში შეიძლება ჰქონდეს წარმატების. წარუმატებლობებს და წვრილმანებს ზედმეტად მძიმედ იღებენ და საკუთარ თავს აფერხებენ. რეალობა კი ისაა რომ არავინ აფასებს მათ მიკროსკოპით, საკუთარი თავის გარდა.

თუ ამ ასპექტის ქვეშ დაიბადე, კარგი იქნება თუ შენი თავის გაკიცხვას შეწყვეტ, ყოველთვის მართალი არავინაა და არც ისაა აუცილებელი ყველასთან თავაზიანი და ტალანტური გამოჩნდე. როცა ამ წნეხს გადალახავ, რომელსაც შენ თავს უწესებ, მიხვდები რომ არც ისე ბევრი გადაულახავი კედლებია შენს ცხოვრებაში. პრობლემა იმაშია რომ გგონია არ იმსახურებ, თუ შენ თავს დაარწმუნებ რომ ბედნიერებას იმსახურებ, აუცილებლად ნახავ მას.

იდეალურ შემთხვევაში თქვენ ცხოვრებისგან ისწავლით, რომ იმ სტანდარტები ზედმეტად მაღალია, რომელსაც საკუთარ თავს უწესებთ. მიხვდებით, რომ ის შეზღუდვები რომლებიც ცხოვრებაში გხვდებათ უმეტესად თქვენი მოგონილია.

ასპექტის მოქმედება ვლინდება სარკასტულ იუმორში, ძლიერ ინტელექტში, წინდახედულობაში და სტრატეგობაში. შეიძლება პრობლემები ჰქონდეთ ძვლებთან და კბილებთან დაკავშირებული.

მზის სექსტილი მარსთან – მზის ტრინი მარსთან

მზის და მარსის ჰარმონიული ასპექტის ქვეშ დაბადებული ადამიანები ძირითადათ წარმატებულები არიან. მათ გააჩნიათ ენერგიის ძლევამოსილი ფენები, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში იყენებენ. ეს ადამიანები პრობლემებს და გამოწვევებს სულიერი გზით, ენთუზიაზმით და თავდაჯერებულებით უმკლავდებიან, რაც შესაშურია. ისინი ბუნებრივად კონკურენტუნარიანები არიან და როგორც წესი ამ თვისებას სხვები კარგად იღებენ, რადგან ეს გულწრფელი და არახელოვნურია. ასპექტის ქვეშ დაბადებულებს სჯერათ სამართლიანობის და ცხოვრებაზე არიან შეყვარებულები. როგორც წესი მათ აქვთ კარგი ფიზიკური ენერგია.

საინტერესოა, რომ ეს ხალხი არ არიან ბუნებრივად ბრძოლისუნარიანები. ბევრი მათგანი გამოდის ისეთ სპორტებში რომლებიც კონკურენტუნარიანია, თუმცა არა ძალადობრივი. სამართლიანი თამაშის წესების დარღვევა მათთვის მიუღებელია. რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ განზრახვა (მზე) ჰარმონიულად უერთდება სურვილს (მარსი), ამიტომაა, რომ ამ ადამიანებს უკეთ შეუძლიათ საკუთარი ჩანაფიქრების, აგრესიის და ინსტინქტების კონტროლი. მათ იციან როგორ იყვნენ სამართლიანები და სხვებისგანაც იგივეს მოითხოვენ.

რა არის მთავარი განსხვავება მზის ტრინ მარსსა და მზის სექსტილ მარსს შორის? ტრინი უფრო ბუნებრივი ენერგიაა. მზის და მარსის ტრინის ქვეშ დაბადებულები ბუნებრივად, ფიქრის გარეშე, არიან გაბედულები და წარმატებულები. ხოლო სექსტილი საჭიროებს ენერგიების მობილიზებას და კონცენტრაციას იმისათვის რომ საქმეში გამოიყენონ მათში დამალული ძალები. ტრინის დროს ვერც აცნობიერებენ თუ რამხელა ენერგიებია მათში ჩადებული. რადგანაც სექსტილი მეტ ფიქრს და გამოწვევებს მოითხოვს, მათ მეტი ბრძოლის იარაღები გააჩნიათ და შეიძლება იყვნენ ეფექტური სტრატეგები და ლიდერები.

ცნობილი ადამიანები: ანჯელინა ჯოლი, ნილ არმსტრონგი, ჯორჯ ლუკასი, უორენ ბიტი, დონალდ ტრამპი

მზის კვადრატი ურანთან

მზე-ურანის კვადრატი ადამიანს აგულიანებს ყველაფრის თავისი მეთოდებით გაკეთებისაკენ. ასპექტი ყოველთვის წარმოქმნის ძალიან რთულ ადამიანს, ხშირ შემთხვევაში უსაზღვროდ ინტელიგენტს და დამოუკიდებელს. ის ბრბოსგან აშკარად გამორჩეულია. საჭიროება იმისა, რომ გამოხატონ საკუთარი განსხვავებული დამოკიდებულება პერსონალურ და კარიერულ საკითხებთან დაკაავშირებით ხშირ შემთხვევაში იწვევს კონფლიქტებს. შეიძლება ჩანდეს როგორც უხეში, მეამბოხე ან უბრალოდ უცნაური ადამიანი.

თქვენი პრობლემები ურთიერთობებში სწორედ ამ მკვეთრი ხასიათის დამსახურებაა. შეიძლება გაცნობიერებულად არ აკეთებთ ამას, თუმცა სხვებს იწვევთ და პროვოკაციას უკეთებთ. ეს ყველაფერი იწვევს ზეწოლას გარშემომყოფებისაგან.

ასპექტის ქვეშ დაბადებულებს აქვთ გაძლიერებული სურვილი ცნობიერების ამაღლების. მათი იუმორის გრძნობა უნიკალურია და შეიძლება ზოგ შემთხვევაში შეურაცმყოფელიც კი. ამ ყველაფრისგან განთავისუფლება მათ მეტ სტაბილურობას მოუტანს ურთიერთობებში და შეძლებენ უფრო დამკვიდრებულ ცხოვრებას.

თუ ამ ასპექტის ქვეშ დაიბადეთ, მიუხედავად ყველაფრისა, ნუ შეეცდებით საკუთარ თავს რაიმე სახის შეზღუდვები დაუწესოთ. ასპექტის წარმოუდგენელი დაძაბულობა დიდ ტალანტს ქმნის და გიბიძგებთ თვითგამოხატვისას შესანიშნავ შედეგებს მიაღწიოთ კრეატიულ დონეზე… ბევრად განსხვავებული და ორიგინალური…

ცნობილი ადამიანები: ორსონ უელსი, ოლივერ სტოუნი, ბილ ბეითსი, სტივენ კინგი, გალილეო, დენი როდმანი

 

დატოვე კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *