მთვარის ნატალური ასპექტები

მთვარის სექსტილი პლუტონთან

მთვარე-პლუტონის სექსტილი იძლევა ინტენსიურ ემოციურ ბუნებას. როგორც დიდათ სენსიტიური ადამიანი, თქვენ გრძნობთ საგნებს და მოვლენებს ბევრად ღრმად, ვიდრე სხვები. ყველაზე მგრძნობიარე ხართ იმ გრძნობების მიმართ, რომლების ახლობლებს და პარტნიორებს უკავშირდება.

თუ თქვენი საყვარელი ადამიანი ცუდ ხასიათზეა, ეს თქვენზეც იმოქმედებს. თუ გრძნობთ სიყვარულს და ბედნიერი ხართ, გარშემომყოფებსაც იყოლიებთ. ეს არის შესანიშნავი ძალა, რომელიც ქვეცნობიერად გაგაჩნიათ. თქვენმა ემოციებმა შეიძლება მკვეთრი გავლენა იქონიოს ხალხზე და მოვლენებზე.

ეს ძალა მოქმედებს თქვენს ინსტიქტებზე, ინტუიციაზე და ჩვევებზეც. კონკრეტულმა თემამ ან მოვლენამ შეიძლება შეგიპყროთ და ფოკუსირება მხოლოდ მასზე გადაიტანოთ, სანამ ბოლომდე არ მიიყვანთ მას.

თქვენს ძალებს როგორც წესი კარგი მიზნებისთვის იყენებთ, მაგრამ თუ სხვა ასპექტებმა იმოქმედა, შეიძლება სხვების მანიპულირებისკენ გქონდეთ მიდრეკილება. თქვენგან მშვენიერი პროპაგანდისტი ან საიდუმლო სამსახურის აგენტი დადგებოდა.
საიდუმლოებების ამოხსნის ნიჭი კვლევით სამუშაოებში დაგეხმარებათ, გაგიმარტივდებათ ასტროლოგობა.

მთვარის ტრინი ნეპტუნთან

მთვარე-ნეპტუნის ტრინი მზრუნველ და მგრძნობიარე ადამინად გაქცევთ. თქვენი მეგობრები გაფასებენ, რადგან მათ მარტივად უგებთ და თავს უკეთესად აგრძნობინებთ.ურთიერთობებში ჰარმონია გჭირდებათ, რათა თავი კომფორტულად იგრძნოთ. უსიამოვნო გარემოც კი ცუდათ მოქმედებთ თქვენზე, მეტად სენსიტიური ბუნების გამო. იმის მიუხედავად რომ ასპექტი დადებითია, უნდა ერიდოთ დამაბნეველ ხალხს, ტოქსინებს და ზედმეტ ქიმიკატებსაც კი. დაცვა გაგაჩნიათ და უსაფრთხოდ უნდა იყოთ, მაგრამ ნებისმიერი სახის ნეგატიურ ენერგიას შეუძლია თქვენი დაუძლურება.
თქვენი ენერგია და დრო საუკეთესოდ იმათ დახმარებაში ვლინდება ვისაც ეს სჭირდება. ადამიანის უფლებები, ქველმოქმედება და ცხოველების დაცვა თქვენი სფეროებია.
ეს ასპექტი ასევე ცნობილია კრეატიული ნიჭის მიცემით ხელოვნებაში, მუსიკაში ან თუნდაც მსახიობობაში. ასევე ძალა შეგწევთ წარმატებულები იყოთ ასტროლოგიასა და ტაროში.
ადრეულ ასაკში შეიძლება ისეთ რამეებს ხედავდეთ ან გესმოდეთ რასაც სხვები ვერ ახერხებენ. ეს შეიძლება თქვენი მდიდარი წარმოსახვის ან კრეატიულობის დამსახურება იყოს, თუმცა შეიძლება საქმე გვქონდეს რაიმე სახის ფსიქიურ შესაძლებლობასთანაც. კარგი იქნება თუ სცენებს ნდობით აღჭურვილ ადამიანებს გაუზიარებთ. ცოცხალი სიზმრები მოზრდილ ცხოვრებაში კარგად გამოიხატება.

მთვარის შეერთება მარსთან – მთვარის კვინკონსი მარსთან

მთვარე-მარსის შეერთება/კვინკონსი გატაცებულია ოჯახის და იმ ადამიანების დაცვით, რომლებიც უყვარს, თუმცა არ სურთ რომ ეს გამოააშკარაონ. მათი აზრით იმის გამოჩენა, თუ როგორ ზრუნავენ სხვაზე, რაღაც მხრივ ასუსტებთ. ყველაფერი სტრატეგიით მიემართება, მათი ინსტიქტები ზე-მგრძნობიარეა და სწრაფად რეაგირებენ გარე საფრთხეებზე. ასპექტი შეიძლება იყოს ფიზიკური სახისაც. ის გამოსადეგია შეჯიბრულ სპორტებში, როგორიცაა ჩოგბურთი, როცა მოწინააღმეგის მოძრაობები წინასწარ უნდა განჭვრიტო. როგორც წესი ეს ადმიანები ბრწყინვალედ მოქმედებენ კრიტიკულ სიტუაციებში.

დატოვე კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *