მთვარის სექსტილი პლუტონთან – ნატალური ასპექტი

მთვარე-პლუტონის სექსტილი იძლევა ინტენსიურ ემოციურ ბუნებას. როგორც დიდათ სენსიტიური ადამიანი, თქვენ გრძნობთ საგნებს და მოვლენებს ბევრად ღრმად, ვიდრე სხვები. ყველაზე მგრძნობიარე ხართ იმ გრძნობების მიმართ, რომლების ახლობლებს და პარტნიორებს უკავშირდება.

თუ თქვენი საყვარელი ადამიანი ცუდ ხასიათზეა, ეს თქვენზეც იმოქმედებს. თუ გრძნობთ სიყვარულს და ბედნიერი ხართ, გარშემომყოფებსაც იყოლიებთ. ეს არის შესანიშნავი ძალა, რომელიც ქვეცნობიერად გაგაჩნიათ. თქვენმა ემოციებმა შეიძლება მკვეთრი გავლენა იქონიოს ხალხზე და მოვლენებზე.

ეს ძალა მოქმედებს თქვენს ინსტიქტებზე, ინტუიციაზე და ჩვევებზეც. კონკრეტულმა თემამ ან მოვლენამ შეიძლება შეგიპყროთ და ფოკუსირება მხოლოდ მასზე გადაიტანოთ, სანამ ბოლომდე არ მიიყვანთ მას.

თქვენს ძალებს როგორც წესი კარგი მიზნებისთვის იყენებთ, მაგრამ თუ სხვა ასპექტებმა იმოქმედა, შეიძლება სხვების მანიპულირებისკენ გქონდეთ მიდრეკილება. თქვენგან მშვენიერი პროპაგანდისტი ან საიდუმლო სამსახურის აგენტი დადგებოდა.
საიდუმლოებების ამოხსნის ნიჭი კვლევით სამუშაოებში დაგეხმარებათ, გაგიმარტივდებათ ასტროლოგობა.

Related Post

მთვარის შეერთება/კვინკონსი მარსთან – ნატალურ... მთვარე-მარსის შეერთება/კვინკონსი გატაცებულია ოჯახის და იმ ადამიანების დაცვით, რომლებიც უყვარს, თუმცა არ სურთ რომ ეს გამოააშკარაონ. მათი აზრით იმის გამ...
დატოვეთ კომენტარი