მოკლედ პაკისტანი – ინდოეთის დღევანდელი ომის შესახებ

მოგეხსენებათ გუშინ, 26 თებერვალს ინდოეთის ავიაგამანადგურებლებმა 1971 წლის შემდეგ პირველად მიიტანეს იერიში სადავო ქაშმირის ოლქის იმ ნაწილზე, რომელსაც პაკისტანი აკონტროლებს. ინდოეთმა სამიზნედ დაასახელა „მუჰამედის არმიად“ წოდებული დაჯგუფების უმსხვილესი ბანაკი.

პაკისტანმა ინდოეთი საჰაერო სივრცის დარღვევაში დაადანაშაულა და საკუთარ ტერიტორიაზე შემოჭრილი მათი ორი ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდო. ასევე ტყვედ აიყვანეს ერთი ინდოელი პილოტი, რომელიც ამ წუთამდე პაკისტანელების ტყვეობაშია.

მომხდარ მოვლენაზე პაკისტანმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და საპასუხოდ ქვეყნის საჰაერო ძალებმა კიშმარში ინდოეთის არმიის პოზიციები დაბომბეს.  ინდოეთმა შეძლო პაკისტანის საჰაერო ძალების F-16-ის ჩამოგდება.  ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times of India ავრცელებს.

როგორც პაკისტანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი გენერალი ასიფ ღაფური აცხადებს, ეს იყო პასუხი ქვეყნის საჰაერო სივრცეში ინდოეთის არმიის ავიაგამანადგურებლების შეჭრასა და ქაშმირის დაბომბვაზე.

სურათზე ხედავთპაკისტანელ სამხედროებს და ჩამოგდებულ ინდური თვითფრინავის ფრანგმენტს. სავარაუდოდ Mirage-2000 უნდა იყოს.

პაკისტანი იუწყება რომ სულ ორი ინდური Mirage-2000 ჩამოაგდეს. ხოლო ინდოეთის მხრიდან ინფორმაცია ჯერ–ჯერობით არ გავრცელებულა.

ამ მომენტისათვის ინდოეთსა და პაკისტანს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბულია. ორივე ქვეყანა მძიმე ჯავშანტექნიკის მობილიზებას ახდენს საზღვრებისკენ. იხილეთ ვიდეო:

 

დაძაბულობის დეესკალაციისა და შემდგომი სამხედრო მოქმედებებისგან თავშეკავებისკენ ინდოეთისა და პაკისტანის მთავრობებს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ უკვე მოუწოდა. მისი თქმით, შექმნილი ვითარება ორივე ქვეყანაში კოლეგებთან უკვე განიხილა.

მოგეხსენებათ ინდოეთი და პაკისტანი ბირთვულ არსენალს ფლობენ. ინდოეთმა ბირთვული იარაღის პირველი გამოცდა 1974 წელს ჩაატარა, ხოლო პაკისტანმა – 1998 წელს.

ინდოეთმა ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა 1947 წელს მოიპოვა, თუმცა ეთნიკურ-რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების მიზეზით პაკისტანი დაკარგა, რომელსაც თავის მხრივ დამოუკიდებლობა 1971 წელს გამოაცხადა. სამივე სახელმწიფო მრავალრიცხოვანი და ამავე დროს ღარიბია. ინდოეთის მოსახლეობა 1.36 მლრდ-ს შეადგენს, პაკისტანის 203 მლნ-ს, ხოლო ბანგლადეშის, რომელიც ფართობით საქართველოს მხოლოდ 2-ჯერ აღემატება 167 მლნ-ს.

 

დღის ბოლოს eon.ge მიმდინარე საომარი კონფლიქტის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის შეჯამებას შემოგთავაზებთ.

დატოვე კომენტარი