ნატალური მარსი ზოდიაქოებში

მარსი იმის მიღების სიმბოლოა, რაც გვსურს. ეს ნიშნავს ჩვენ მამოძრავებელ ძალებს. სექსუალურ ენერგიას, ინიციატივას და გამბედაობას. მარსი გვიჩვენებს რამდენად შეგვიძლია პრობლემების გადალახვა და რამდენად აქტიურები ვართ.

მარსი ქალწულში

როცა მარსი ქალწულის სახლშია განთავსებული, თქვენ პრაქტიკული ენერგია გაგაჩნიათ. მაშინ როცა, გონებრივი და ფიზიკური ენერგიები უხვად გაქვთ, ემოციური მხარე ბოლომდე არ გაქვთ ჩატვირთული. თქვენი სამუშაოს ყოველ დეტალს წინასწარ გეგმავთ და მერე იწყებთ შესრულებას. კარგი ორგანიზატორი ხართ და ძლიერ კრიტიკული სხვების მიმართ. ინოვაციებს ნაკლებად იყენებთ, თუმცა თქვენს სამუშაოს ბეჯითად ასრულებთ.

მარსის ეს განლაგება მედიცინაში ან ისეთ სფეროებში ვლინდება კარგად, რომელშიც ხალხთან ურთიერთობებია მნიშვნელოვანი. თქვენი უღლელი ბუნება აქაც გადგებათ. არც ისე დამოკიდებული ხართ სექსუალურ კავშირებზე, რადგან თავს მორცხვად გრძნობთ ხოლმე. გიჭირთ ემოციების თავის ნებაზე მიშვება. ხართ მომთხოვნი და არატოლერანტი.

მარსი სასწორში

სასწორის სახლში არსებული მარსის გავლენით, კო-ოპერაცია და ბალანსი ბევრს ნიშნავს თქვენს ცხოვრებაში. ჩართულია დიდწილად გონებრივი ენერგია, ასე რომ ემოციურ და პრაქტიკულ ბუნებას ნაკლებადა ამჟღავნებთ. შარმიანი და ელეგანტური ხართ და ყველა პრობლემას მშვიდობიანად აგვარებთ. თქვენი დარწმუნება მარტივია, თუმცა მარტივად იშლებით, როცა უსამართლობას ხედავთ. კარგი მოსამართლე ან დიპლომატი იქნებით. არც ისე მტკიცე ხარ, ამიტომ ენერგეტიკული პარტნიორი გჭირდება ცხოვრებაში მუდმივი წინსვლისათვის.

ეს მდებარეობა პიროვნების სიზარმაცეზე მიუთითებს, ამიტომ დიდი მოტივაციები გჭირდებათ ცხოვრებაში. თქვენი სექსუალური დრაივი დაბალია, ამიტომ ცხოვრებაში ნაზი და რომანტიული ხართ. გძUლს ნებისმიერი სახის აგრესია და მტრების გაჩენა. ცხოვრებაში ბერვს მეგობარს იძენთ.

დატოვე კომენტარი