ნატალური მზე ზოდიაქოებში

მზე პიროვნების იდენტიფიკატორია. გვიჩვენებს იმ არეალებს, სადაც პიროვნებამ დამოუკიდებლობა უნდა ისწავლოს. სად უნდა გაშალოს საკუთარი პოტენციალი, გამიჯნოს საკუთარი თავი სხვებისგან და იბრწყინოს. მზის პოზიციამ შესაძლოა იმ პროფესიის შესახებაც გვითხრას, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება პიროვნების ხასიათს.

მზე მორიელში

მზე ზოდიაქოს მერვე ნიშანში 23 ოქტომბრიდან 22 ნოემბრამდე ჩერდება. მორიელის სახლში არსებული მზის გავლენით, თქვენ მგრძნობიარე და ემოციური ადამიანი ხართ. მაგრამ, ეს ცხადათ არ ჩანს. მორიელები მთელ ემოციებს და ძალას აქსოვენ ყველაფერში, რასაც აკეთებენ და უკან არასდროს იხევენ. მორიელებისთვის შუალედური პოზიცია ნაკლებად არსებობს, არც კარგის კეთებისას და არც ცუდის.

ამ ნიშანთან დაკავშირებულია იდუმალების განცდა. თქვენ ემოციებს და გრძნობებს ისე კარგად მალავთ, რომ ყველაზე ახლო ადამიანებსაც უჭირთ დანახვა. ხართ დომინანტური პერსონალობის და ბუნებრივად მებრძოლი. თქვენი ცხოვრების მიმართ დამოკიდებულების გამო, გიჭირთ მხარდაჭერის მოპოვება. ჩვეულებრივ, ეწინააღმდეგებით არსებულ ნორმებს და ავტორიტეტებს. პირად ცხოვრებაში, ყოველთვის გსურთ თქვენი ნება განხორციელდეს. ცდილობთ, თქვენი იდეები გარშემომყოფებს მოახვიოთ თავს. თუმცა, ურთიერთობები თქვენთვის ბევრს ნიშნავს. მიუხედავად ამისა მაინც დისტანციურ ადამიანად რჩებით.

  • პოზიტიური გამოვლინებები: კრეატივი, ტრანსფორმაცია, რეგენერაცია, ლოიალობა, კონცენტრაცია, ინტიმურობა, ეროტიზმი, სუფთა, გამოჯანმრთელება
  • ნეგატიური გამოვლინებები: გამანადგურებელი, სისასტიკე, მანიპულატორი, მაკონტროლებელი, ჩაგვრა, მესაკუთრეობა
დატოვე კომენტარი