ნატალური მთვარე ზოდიაქოებში

მთვარის პოზიცია ადამიანებს უსაფრთხოების გრძნობაზე მიუთითებს და თუ სად შეუძლია მისი ნახვა. გვეუბნება რამდენად მგრძნობიარეები ვართ და რამდენად ინსტიქტურად ვრეაგირებთ გარემოფაქტორებზე. მთვარე ჩვენ ბავშვობაზეც გვიყვება და დედასთან ურთიერთობაზე.

მთვარე მერწულში

მერწყულის სახლში არსებული მთვარის გავლენით თქვენ პროგრესული ადამიანი ხართ. გაქვს ბრწყინვალე იდეები და კრეატიული აზროვნება. გონება-გახსნილი ადამიანი ხართ და არასტანდარტული იდეები გაქვთ გონებაში.
კარგი მეგობარი ხართ და მშვენიერი მოსაუბრე. გაქვთ უნივერსალური აზრები, რომლებიც ჩარჩოს და დროის მიღმაა. ურთიერთობებში საშინელი ხართ, რადგან ყურადღებას არ აქცევთ პარტნიორის ემოციებს და გრძნობებს. პრობლემა ისაა, რომ პირადი საჭიროებები წინა ფლანგზე გამოდის. თუმცა, ურთიერთობაში ერთგული ხართ. თითქოს, პირადი ცხოვრებისაგან განცალკევებული ხართ.

ხართ სოციალური ცხოველი და ჰუმანიტარული აქტები მრავლადაა თქვენს ცხოვრებაში. მაგრამ, ახლოს მყოფი ადამიანების ნამდვილი ემოციების გაგება გიჭირთ. კარგად უგებთ გაჭირვებულებს და უსახლკაროებს. საცხოვრებელი ადგილი პრობლემას არ გიქმნით, რადგან მომთაბარე ცხოვრება გიყვართ.

მთვარე ტყუპებში

ტყუპების სახლში არსებული მთვარის გავლენით, თქვენ ყველაფერს ძალიან სწრაფად სწავლობთ. მხიარული ადამიანი ხართ, რომელიც მენტალური სტიმულაციებით ცხოვრობს. შინაგანად ძალიან ემოციური ადამიანი ხართ. მარტივად აღიქვამთ და სიტყვიერად გადმოცემთ თქვენს ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს. სოციალური ცხოველი ხართ, ვისთვისაც კომუნიკაცია გადარჩენის საშუალებაა. რთულია თქვენი გაჩუმებული ნახვა.

მრავალფეროვნება თქვენთვის ცხოვრების ნაწილია და გძულთ რუტინული სამუშაო. ხასიათი შეიძლება ძალიან მცირე დეტალებმა შეგიცვალოთ. ყველაფერში ერკვევით, თუმცა პროფესიონალი თითქმის არაფერში ხართ. ცოტ-ცოტას ყველაფერს სწავლობთ. გამჭრიახი ხართ და კარგი იუმორითაც გამოირჩევით. თუმცა, ემოციურად საჭირო ზღვარს ამცდარი ხართ. არ ხართ დაინტერესებული ოჯახით და თქვენთვის თავისუფლება ნათესავებზე და მეგობრებზე წინ დგას.

დატოვე კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *