ონლაინ შოპინგის უპირატესობები

0 votes

იაროთ დაუსრულებლად მაღაზიებში თუ გააკეთოთ რამდენიმე კლიკი ინერნეტში? ონლაინ ვაჭრობა თანამედროვე შოპინგის ერთ-ერთი წამყვანი ტენდენციაა.

ჩვენს დროში, ადამიანების უმეტესობას აღარ რჩება დრო სასურველი პროდუქტის შესარჩევად დაუსრულებლად იაროს მაღაზიებში, დახარჯოს დრო და ენერგია ბაზრის გასაცნობად და სასურველი პროდუქტის ასარჩევად. ამიტომაც უმეტესობა ჩვენგანი უპირატესობას ანიჭებს შენაძენის გაკეთებას ინტერნეტის მეშვეობით.

აღნიშნულ სტატიაში უფრო ფართოდ ვილაპარაკებთ იმაზე, თუ რა უპირატესობები გააჩნია ონლაინ შოპინგს და რატომ ანიჭებს მას უპირატესობას თანამედროვე მომხმარებლების უფრო და უფრო დიდი რაოდენობა.

წარმოიდგენდით სულ რაღაც 10 წლის წინ, რომ თქვენთვის საჭირო ნივთის მოსაძებნად აღარ მოგიწევდათ მთელი ქალაქის შემოვლა?

თქვენთვის საჭირო ნივთის ძებნაში დახარჯული დრო და ენერგია წარსულს ჩაბარდა. ახლა, როდესაც მთელი მსოფლიო შესყიდვებს ინტერნეტის საშუალებით ახორციელებს, საკმარისია სულ რამდენიმე კლიკი და ძალიან მოკლე დროში თქვენი შენაძენს თავად მოგიტანენ სახლში.

ინტერნეტი უამრავ შესაძლებლობას განიჭებთ და თქვენ არ გაქვთ არავითარი მიზეზი იმისა, რომ მასზე უარი თქვათ.

ონლაინ შოპინგის პლიუსებია:

• თქვენ არ გიწევთ სახლიდან გასვლა და სხვა მომხმარებლებთან შეხვედრა. ეს ძალიან დიდი უპირატესობაა, როდესაც არ გაქვთ დრო, ან ამინდის პირობები არ გიწყობთ ხელს ხალხმრავლობაში დიდ ხანს ხეტიალისთვის.

• რამდენიმე წუთში შეგიძლიათ გაეცნოთ ასობით პროდუქტს და იქვე წაიკითხოთ მისი დახასიათება. იმ დროს, როცა მაღაზიამდე მისასვლელად ჯერ საცობების გავლა გიწევთ, შემდეგ კი მაღაზიაში კომუნიკაცია ხშირად არც თუ ისე კომპეტენტურ კონსულტანტთან.

• მოქნილი სისტემა. ძალიან მცირე დროში, მოქნილი ვებსაიტის მეშვეობით ირჩევთ პროდუქტს, რამდენიმე კლიკში აკეთებთ შეკვეთას და შეკვეთის გაფორმების ან მომდევნო დღეს იღებთ პროდუქტს მიწოდების სისტემით.

• ონლაინ მარკეტები გთავაზობენ ისეთივე პირობებს, როგორიც აქვთ ფიზიკურ მაღაზიებს. მოქმედებს ისეთივე გარანტია, როგორიც მაღაზიებში, სარგებლობთ განვადების ჩვეულებრივი პირობებითა და სერვის ცენტრით. ასე რომ ძირითადი განსხვავება კომფორტის უპირატესობაშია, რომელსაც ონლაინ შოპინგი გთავაზობთ.

• ფართო ასორტიმენტი. იმ შემთხვევაშიც კი თუ მაღაზიაში თქვენთვის საჭირო ნივთი არ არის, ის შეიძლება გამოიწერონ სპეიცალურად თქვენთვის, მაგრამ, როგორც წესი ასეთ მაღაზიებში პროდუქციის ფართო არჩევანია, რადგან ისინი ბევრ მომწოდებლებთან მუშაობენ.

• მომხმარებლის გამოხმაურება. ონლაინ მარკეტი იმის ფუფუნებასაც გაძლევთ, რომ გაეცნოთ სხვა კლიენტების გამოხმაურებას და შეაფასოთ, რამდენად გამოსადეგ პროდუქტს ყიდულობთ.

• ამგვარად, ნუ გადადებთ შემდეგისთვის. გაიხსენეთ, რომ ონლაინ შოპინგი ნაკლებ დროს გაკარგვინებთ და გააკეთეთ პირველი შენაძენი.

• ყი­დუ­ლობთ თქვენ­თვის ხელ­საყ­რელ დროს – 24/7 – სწო­რედ ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ის პე­რი­ო­დი, როცა თქვენ პრო­დუქ­ცი­ის შე­ძე­ნა შე­გიძ­ლი­ათ. აღარ გი­წევთ მა­ღა­ზი­ის და­კეტ­ვამ­დე დარ­ჩე­ნილ ნა­ხე­ვარ თუ ერთ სა­ათ­ში სწრა­ფად შე­მო­ირ­ბი­ნოთ ყვე­ლა კუ­თხე-კუნ­ჭუ­ლი და თქვენ­თვის სა­სურ­ვე­ლი ნივ­თი შე­არ­ჩი­ოთ. სის­წრა­ფე­ში კი შე­იძ­ლე­ბა არა­სა­წო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც კი მი­ი­ღოთ.

რა უნდა გაითვალისწინოთ უსაფრთხო „შოპინგისთვის“

• ისარგებლეთ იმ ონლაინ მაღაზიებით, რომლებიც ცნობადია და დადებითი რეპუტაცია აქვთ. ვებგვერდზე მოცემული უნდა იყოს მომსახურების პირობები, გაეცანით მას. წაიკითხეთ მომხმარებლების შეფასება და გაიგეთ მათი აზრი კონკრეტული ბრენდის შესახებ.

• უმჯობესია, იმ ვალუტაში განათავსოთ თანხა ბარათზე, რა ვალუტაშიც ანგარიშსწორებას გეგმავთ. ასე მარტივად დაზოგავთ თანხას, რომელიც შესაძლოა რომ კურსთაშორისმა სხვაობამ მოგცეთ.

• დააზღვიეთ პლასტიკური ბარათი. ბევრ საკრედიტო ბარათს დაზღვევა ავტომატურად მოყვება, თუმცა თუ სადებეტო ბარათით ახდენთ ანგარიშსწორებას, უმჯობესია ის დაზღვეული გქონდეთ. არალეგალური ოპერაციის შემთხვევაში, ბანკი ვალდებული იქნება აგინაზღაუროთ ზიანი.

• თუ პლასტიკური ბარათიდან ჩამოგეჭრათ თანხა, რომლის შესაბამისი პროდუქტი არ შეგიძენიათ დაბლოკეთ ბარათი და გასარკვევად მიმართეთ ბანკს.

 

დატოვე კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *