რამდენად რეალურია რუსეთ-საქართველოს ახალი ომი!?

რუსეთი საქართველოს უკრაინის სცენარით ემუქრება. მათ პირდაპირ მიგვანიშნეს, რომ თუ ნატოსკენ სვლას არ შევწყვეტთ, საქართველოს უსიამოვნო სიურპრიზები ელის.

რუსეთის გაღიზიანებას იწვევს საქართველოში მასშტაბური სამხედრო წვრთნები. მარტში დასავლეთ საქართველოში ჩატარდება ნატოს სამხედრო წვრთნები, რომელიც ყველაზე მასშტაბური იქნება, რაც კი ჩატარებულა დასავლეთ საქართველოში.

ასევე, რუსეთის გაღიზიანებას იწვევს ანაკლიის პორტი. ეს პორტი მხოლოდ სამოქალაქო გემებზე არ არის გათვლილი. მას სამხედრო დატვირთაც აქვს. ამ პორტში თავისუფლად შეეძლებათ შემოსვლა ამერიკულ დიდ ხომალდებს და მათ შორის წყალქვეშა ნავებსაც.

ამერიკა კი განაგრძობს საქართველოს თავდაცვის გაძლიერებას. წელს შეერთებული შტატები საქართველოს 107 მლნ $-ით დაეხმარება და ეს თანხა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.

დატოვე კომენტარი