რაში ვფლანგავთ დროს ყოველდღიურად და როგორ მოვაწესრიგოთ ის?

დროს ნუ გაფლანგავ, ის ყველაზე ძვირფასი რესურსია – გვეუბენებოდნენ ხოლმე ბავშვობაში. დროის ფლანგვა ალბათ ყველაზე გავრცელებული აქტივობაა და იმით გამოირჩევა, რომ არანაირ სარგებელი არ მოაქვს.

სტატიაში ვისაუბრებთ ყველაზე გავრცელებულ დროის ფლანგვის საშუალებებზე და მათგან თავის დაღწევის გზებზე.

სინანული გაფლანგული დროის გამო, უფრო მეტი გაფლანგული დროა. – მეისონ ქული

ილუსტრაციაზე წარმოდგენილი მონაცემები შეიძლება არასერიოზულად აღიქვათ, თუმცა დაახლოებით სურათს მაინც დაინახავთ.

მონაცემები აღებულია ამერიკის საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, რაც 78 წელს უტოლდება. საქართველოში კი ეს 72.6 წელია. ჩათვალეთ, რომ ჩვენ კიდევ უფრო ცოტა დრო გვაქვს და განაგრძეთ კითხვა.

როგორც ილუსტრაციაზე ჩანს, 9 წელი გვჩება იმის საკეთებლად რაც გვსურს. (ქართველებს ალბათ 4 : -)

ახლა კი წარმოგიდგენთ იმ “აქტივობებს” რომლებიც ჩვენს დროს წურბელებივით ჭამენ და აქრობენ.

 


  1. პრიორიტეტების არ ქონა
  2. სურვილი, იყო იდეალური
  3. გაჭიანურება
  4. “არა”-ს არ თქმა
  5. შემთხვევითი ურთიერთობები
  6. შეხვედრა განზრახვის გარეშე
  7. ონლაინში ცხოვრება
  8. დისტრაქცია (ყურადღების გაფანტვა)
  9. დილით გვიან გაღვიძება

შეეკითხე საკუთარ თავს, “რა მოხდებოდა თუ…”

ჩაატარე გონებრივი ექსპერიმენტი და იფიქრე რა იქნებოდა თუ შენი ყოველდღიური რუტინიდან რომელიმე დეტალს საერთოდ გააქრობდი, ან შეამცირებდი კონკრეტული რამესთვის გამოყოფილ დროს.

აარჩიე რომელიმე აქტივობა, მაგალითად ფეისბუქის გამოყენების დრო. თუ მას ყოველდღე 2 საათით იყენებ, იფიქრე რა შეიცვლებოდა თუ მისი გამოყენების დროს გაანახევრებდი, ან სულაც 5 ან 10 წუთზე ჩამოიყვანდი? გარდა იმისა რომ გამოგითავისუფლდებოდა დამატებითი 1 საათი.

ეს გონებრივი ექსპერიმენტი შენი პრიორიტეტების დალაგებაში დაგეხმარება, რა უფრო მნიშნვნელოვანი და აუცილებელია შენი ყოველდღიური რუტინისთვის.

იზრუნე წუთებზე და საათები თავის თავზე იზრუნებენ. – ლორდ ჩესტერფილდი

გადახედე ფასეულობებს

გასაკეთებელი რამეების ჩამოწერა კარგი დამხმარეა, თუმცა თუ მათ პრიორიტეტებს და ღირებულებებს არ მიაწერ, მაშინ უბრალოდ ერთ-ერთად დარჩება და შესაბამის დროს დაელოდება.

საუკეთესო გზა პრიორიტეტების დასალაგებლად, როგორც ზემოთ ვთქვით, კითხვის დასმაა. “რა მოხდება თუ ამ აქტივობას არ გავაკეთებ ხოლმე, ან დროს შევუმცირებ?”. ამის შემდეგ დაინახავ, რომ  მაღალ-პრიორიტეტული რამეების კეთება მალე ჩვევებში გადაიზრდება და გადაწყვეტილებების მიღებაც ავტომატიზირდება.

გადაწყვეტილების მიღებისგან თავს ნუ შეიკავებ

შეცდომა დასაშვებია. თუ დაინახავ, რომ მას შემდეგ რაც ფეისბუქის მოხმარება შეწყვიტე, შენი სოციალიზაცია დააქვეითა ან სხვა გვერდითი ეფექტი გამოიღო, ნებისმიერ დროს შეგიძლია ძველი რუტინა დააბრუნო. სატესტო ერთი კვირა კი ნათლად დაგანახებს აქტივობის პრიორიტეტულობას. და თუ ის უმნიშვნელოა, რატომ უნდა ხარჯო ყოველდღიურად მისთვის 2 საათი, მაშინ როცა იცი, სულ რაღაც რამდენიმე წელი გაქვს შენთვის სასურველი რამეების საკეთებლად.

სტატია მომზადებულია tuneupsuccess.com-ის მიხედვით
დატოვე კომენტარი