14 მარტს მათემატიკური სიმბოლო π-ს დღესასწაულია, რომელიც 1988 წელს ფიზიკოსმა ლარი შოუმ დააარსა. თარიღი აირჩა პის მათემატიკური მნიშვნელობის (3.14) პირველი სამი ციფრის შესაბამისად (14 მესამე თვე – მარტი). 14 მარტი ასევე ალბერტ აინშტაინის დაბადების დღეს ემთხვევა.

პირველად ეს დღესასწაული ლარი შოუს სამუშაო ადგილას ექსპლორატორიუმში აღინიშნა. ეს იყო სან-ფრანცისკოში დაფუძნებული ინტერაქტიული სამეცნიერო მუზეუმი და წარმოდგენილი იქნა ცირკულარული აღლუმი, ასევე ამ დღეს ხილის ნამცხვრები დაამზადეს. 

წლიდან წლამდე გაიზარდა ღონისძიების მასშტაბები და დღესდღეისობით მან მეორე სამყაროში (ვირტუალურ მსოფლიოშიც) გადაინაცვლა. 2009 წელს ამერიკის წარმომადგენლობითმა პალატამ 14 მარტი ოფიციალურად ცნო დასვენების დღედ.

რამ გამოიწვია მთელი ეს აურზაური პი-ს ირგვლივ?

ბერძენი მათემატიკოს არქიმედეს ყველაზე ხშირად უკავშირებენ პი-ს ზუსტი მნიშვნელობის გამოთვლას. π ირაციონალური, ტრანსცენდენტური რიცხვია, მისი მნიშვნელობა დაუსრულებელია. ასეთი რიცხვისთვის საჭირო იყო მიახლოებითი დამრგვალებული რიცხვის მოძებნა, რადგან მოუხერხებელი იყო უსასრულო რიცხვის გამოთვლებში გამოყენება, სწორედ ამიტომ შემოიღეს 3.14 მნიშვნელობა, რომელიც დღეს ყველაზე მეტად გამოყენებადია.

პი მათემატიკაში მნიშვნელობანი სიმბოლოა, წრეწირთან მიმართებაში მისი მნიშვნელობა წრეწირის სიგრძის და მისი დიამეტრის შეფარდებას უდრის. π გამოყენებადი რიცხვია ინჟინერიაში და თანამედროვე კონსტრუქციებს შესაძლოს ხდის.

მისი აღმნიშვნელი სიმბოლო π მე-18 საუკუნიდან გამოიყენება. სიტყვა პი-ს რაც შეეხება, თავდაპირველად აღებული იქნა ბერძნული “perimetros”-ის პირველი ასოს მიხედვით, რაც პერიმეტრს, იგივე წრეწირის სიგრძეს ნიშნავს.

2015 წელს, პი-ს ფანატებმა საინტერესო დამთხვევა გამოთვალეს. დღესასწაული აღინიშნა 3/14/15 რიცხვში, დილის 9:26:53 საათზე. ციფრები რომ ერთად დაალაგოთ პი-ს მნიშვნელობის პირველ 10 ციფრს მიიღებთ 3.141592653. დღესდღეისობით პი-ს მნიშვნელობა ერთ ტრილიონ მეათედანდეა გამოთვლილი და მათემატიკოსები აქ გაჩერებას არ აპირებენ. 

მათემატიკოსები, მეცნიერები და სწავლულები ფიქრობენ, რომ დღესასწაული საზოგადოებაში მათემატიკის და მეცნიერების მიმართ ინტერესს გაზრდის.

დატოვეთ კომენტარი