საიდან მოდიან ჩვენი შიშები?

მნიშვნელობა არ აქვს რა კონტექსტში გამოვიყებეთ მას, სიტყვა “შიში” ყოველთვის ნეგატიურთან ასოცირდება. ადამიანების უმეტესობა ცხოვრების მანძილზე უამრავი ტიპის შიშს განიცდის. მაშინ როცა, ზოგიერთ ჩვენგანს სპეციფიური რამეების ეშინია (როგორებიცაა ობობების, გველების, სიმაღლის შიში), უამრავი ადამიანი შიშის აბსტრაქტულ ფორმებს განიცდის. გვეშინია უარყოფის, მარტო დარჩენის, წარმატების და ასე შემდეგ…

შიშის ნიღაბი

შიშის შეგრძნების თავიდან ასარიდებლად, მის შენიღბვას ვცდილობთ და ვქმნით ემოციურ დამცავ ფარებს. შიშის ნიღბები თავის თავს სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ, ვაკვირდებით სხვების ცხოვრებას და უსაფრთხოებას, ვხდებით მორცხვები, აგრესიულები, ბრაზიანები, ხარბები და ეგოისტები. მნიშვნელობა არ აქვს რამდენად ჩახლართულია ისინი, ჩვენი ნიღბები და დამცავი კედლები ცხოვრების პროგრესთან ერთად ეფექტურობას კარგავენ და უფრო და უფრო რთულდება მათი შენარჩუნება.

მაშინ როცა შიშს და მღელვარებას ერთ კონტექსტში განიხილავენ, მათ შორის მკაფიო განმასხვავებელია: 

შიში ჩვენი პასუხია ცხოვრებისეულ სიტუაციაზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია ჩვენს წარსულის ნეგატიურ გამოცდილებასთან. 

მღელვარება ყოვლისმომცველი და არამატერიალურია, რომელიც შეიძლება იყოს პასუხი ცვლილებაზე, რომელსაც თან ახლავს უმწეობის შეგრძნება, რადგანაც აღქმულია გადაულახავ ბარიერად.

ჩვეულებრივ, შიშს პატარა ასაკიდანვე ვეცნობით. რომელიც დამოკიდებულია, ადრეულ ასაკში და ჩამოყალიბების პერიოდში არსებულ გარემოზე და იმ უსაფრთხოების განცდაზე, რაც გაგვაჩნდა.

შენი აღმზრდელები

შიშების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო ბავშვობაში უნდა ვეძიოთ, ჩვენს აღმზრდელებთან.

არ ნიშნავს რომ ვინმეს ვადანაშაულებთთ, ვცდილობთ შიშის საწყისის გამოვლენას და მის გააზრებას. 

არ არსებობენ იდეალური მშობლები და ამოსავალი წერტილი იდეალურობა არცაა, არამედ ოპტიმალური აღზრდა და შეგნება, რომ ბავშვი იმსახურებს სიმართლის ცოდნას.

ბავშვობაში, ადვილად ვექცევით შთაბეჭდილებების ქვეშ და იმ ბრმა სიმართლეს ვიჯერებთ, რომლებსაც უფროსებისგან ვიღებთ, რადგანაც მაშინ ჩვენი ფსიქოლოგიური და ემოციური საჭიროებაა, ჩვენზე ზრუნავდნენ. სრული ნდობა, რომელსაც აღმზრდელებს ვუწესებთ, გვაჯერებს ყველაფერს რასაც ისინი გვეუბნებიან.

ბავშვისთვის რთული დასაჯერებელია, როგორ შეიძლება სულ მცირე რაღაცას ფატალური შედეგი მოყვეს. (რძეს თუ არ დალევ, ავად გახდები). ადრეულ ასაკში ბოლომდე კონკრეტულები ვართ ფიქრში და პირდაპირები ვართ გაგებაში. ბავშვი, რომელიც მომვლელს ენდობა, იჯერებს “პატარა თეთრ ტყუილებს” და პასუხობს შიშით. შიში, რომელსაც ბავშვი გრძნობს (მითუმეტეს, თუ აღმზრდელი ხშირად ტყუის), ილექება (სასჯელის სიმკაცრის მიხევიდვით) და თავს იჩენს მოზრდილ

რჩევა

შიშების გადალახვის ყველაზე ეფექტური გზა, თათზე ნათელის მოფენა და გაცნობიერებაა. საკუთარ თავში ჩაღრმავება, კითხვების დასმა და იმის ფიქრი, თუ რატომ გვეშინია მისი და არის თუ არა ის, რეალურად საშიში. შიში თავის გამოვლინებას და გამოთავისუფლებას ახერხებს ხელოვნებაში (მხატვრობაში, წერაში, მუსიკაში). თუ შენით ვერ ახერხებ მათთან გამკლავებას და შენი შიშები კონკრეტული ობიექტების მიმართაა, დაიხმარე კოგნიტური ქცევის თერაპისტი, ხოლო აბსტრაქტული შიშების შემთხვევაში ეგზისტენციალური თერაპისტი.

სტატიის ავტორი
Diana C. Pitaru, M.S., L.P.C.
დატოვე კომენტარი