საინტერესო ფაქტები I მსოფლიო ომის შესახებ

  1. პირველ მსოფლიო ომში 65 მილიონზე მეტი ადამიანი იბრძოდა, 10 მილიონამდე დაიღუპა. აქედან ანტანტის ძალებმა 6 მილიონამდე სამხედრო დაკარგეს.
  2. დანაკარგების 2/3 ბრძოლაში დაიღუპა, განსხვავებით წინა ომებისგან, რომლებშიც უმეტესობა ავადმყოფობებს ეწირებოდა.
  3. 1914 წლის აგვისტოში, გერმანული ძალები თავს დაესხა და გაანადგურა 150 აერსხოტის მოქალაქე. მკვლელობები გერმანელთა საომარი პოლიტიკის ნაწილი იყო, რომელსაც “Schrecklichkeit” (შიშისმომგვრელობა) ერქვა. და მისი მიზანი, ოკუპირებულ ტერიტორიების მაცხოვრებლების დაშინება იყო, რათა წინასწარვე მოესპოთ მოქალაქეებისთვის ამბოხის სურვილი.
  4. პირველი მსოფლიო ომის მსვლელობისას, ბრიტანული ტანკები თავდაპირველად იყოფოდა “მდედრობით” და “მამრობით” კატეგორიად. მამრობით ტანკებს ჰქონდა ზარბაზნები, ხოლო მდედრობითებს ტყვიამფრქვევები.
  5. “Little Willie” იყო ტანკის პირველი საცდელი ნიმუში, პირველ მსოფლიო ომში. რომელსაც შეეძლო 3 პირის გადაყვანა და 4.8 კმ/სთ-ით მოძრაობა.
  6. საფრანგეთის მეორე ლეიტენენტი ალფრედ ჟუბერმა, თავის პირველი მსოფლიო ომის დღიურში, სიკვდილის წინ დაწერა: “კაცობრიობა შეშლილია! ის შეშლილი უნდა იყოს, იმისათვის, რომ გააკეთოს ის, რასაც ახლა აკეთებს. რა ხოცვა-ჟლეტაა. რა საშინელება და სასაკლაოა! ჩემი შთაბეჭდილებების გამოსახატად, სიტყვებს ვერ ვპოულობ! ჯოჯოხეთი ვერ იქნება ასეთი საშინელი! კაცობრიობა შეიშალა!”
  7. ზოგიერთი ამერიკელი არ დაეთანხმა აშშ-ს თავდაირველ უარს, ჩართულიყო მსოფლიო ომში. რის შემდეგაც, საფრანგეთის უცხოელთა ლეგიონს შეუერთდნენ, ზოგი კი – ბრიტანეთის ან კანადის ჯარებს. ამერიკელი პილოტების ჯგუფმა Lafayette Escadrille-ის ფორმირება მოახდინეს, რაც საფრანგეთის საჰაერო ძალების ნაწილი იყო, და დასავლეთ ფრონტზე ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ძალად ჩამოყალიბდა.
  8. ვუდრო უილსონის მეორე ვადით არჩევის კამპანიის სლოგანი იყო “მან ჩვენ ომი აგვარიდა.” ერთი თვის შემდეგ, რაც ის მეორე ვადითაც აირჩიეს, აშშ-მ გერმანიას ომი გამოუცხადა, 1917 წლის 6 აპრილს.
  9. პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, სამხედროების 1/3-ის სიკვდილის მიზეზი ესპანური ვირუსი იყო.
  10. პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, აშშ-ში გერმანული წარმომავლობის პირები იდევნებოდნენ. ზოგიერთი პროტესტის ფორმა ძალადობრივი იყო, წვავდნენ გერმანულ წიგნებს, კლავდნენ გერმანულ მეცხვარე ძაღლებს, და ზოგჯერ გერმანელ-ამერიკელებსაც კი.
  11. პირველ მსოფლიო ომში აშშ-ს დანახარჯი 30 მილიარდ დოლარს აჭარბებდა.
  12. პირველი მსოფლიო ომი კაცობრიობის ისტორიაში მომხდარ ყველაზე სისხლისმღვრელ კონფლიქტებში მე-6 ადგილს იკავებს.
  13. ომის შემდეგ 4 იმპერია დაიშალა: ოსმალეთის, ავსტრია-უნგრეთის, გერმანიის და რუსეთის.
  14. მეორე მსოფლიო ომი 1914-1918 წლებში მიმდინარეობდა, ყველა ოკეანეში და თითქმის ყველა კონტინენტზე. თუმცა, ბრძოლების უმეტესობა ევროპაში მოხდა.
  15. რუსეთმა 12 მილიონი ჯარისკაცის მობილიზება მოახდინა, რაც პირველ მსოფლიო ომში ყველაზე დიდი არმია იყო. 3/4-ზე მეტი ომში დაიღუპა, დაიჭრა ან დაიკარგა.
  16. ტერორისტულ დაჯგუფებას, რომელმაც პასუხისმგებლობა აიღო ფრანც ფერდინანდის მკვლელობაზე, “შავი ხელი” ერქვა, სარაევო.
  17. საფრანგეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც გამოიყენა გაზი, მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1914 წლის აგვისტოში, ფრანგებმა გერმანელებს ცრემლსადენი გაზის ყუმბარები დაუშინეს (xylyl ბრომიდი). 1915 წლის იანვარში, გერმანელებმა პირველად გამოიყენეს გაზი რუსეთის არმიის წინააღმდეგ, თუმცა ყინვის გამო, გაზი სითხედ იქცა. 1915 წლის აპრილში, გერმანელებმა პირველად გამოიყენეს მომწამვლელი ქლორის გაზი.
  18. ომის განმავლობაში, გერმანელებმა დაახლოებით 68,000 ტონა გაზი გამოიყენეს მტრის წინააღმდეგ, ხოლო ფრანგებმა და ბრიტანელებმა 51,000 ტონა. საერთო ჯამში, ორივე მხრიდან 1,200,000 ჯარისკაცი გაზით მოიწამლა, რომელთაგან 91,198 საშინელი სიკვდილით მოკვდა.
  19. დაახლოებით 30 სხვადასხვა გაზი გამოიყენეს ომის მიმდინარეობისას. ჯარისკაცები გაფრთხილებულნი იყვნენ, რომ გადაუდებელ სიტუაციებში შარდით გაჟღენთილი ნაჭერი აეფარებინათ სახეზე. 1918 წლისთვის, აირწინაღიანი გაზის ნიღბები მოწამვლისგან ეფექტურ დამცავს წარმოადგენდა. ომის დასრულების შემდეგ, უამრავმა ქვეყანამ კანონგარეშედ ცნო ქიმიური იარაღის გამოყენება.
  20. პირველი მსოფლიო ომის მსვლელობისას, ამერიკულ ჰამბურგერებს (რომლებმაც სახელი გერმანიის ქალაქ ჰამბურგისგან მიიღეს) სახელი გადაარქვეს და სოლსბერის სტეიკი უწოდეს. “Frankfurter”-ს (სოსისი, რომელსაც ფრანკფურტის გამო ეწოდა ეს სახელი) თავისუფლების სოსისი ეწოდა. ხოლო, dachshund (ტაქსა) თავისუფლების ძაღლად გადაიქცა. სკოლებმა შეწყვიტეს გერმანული ენის სწავლება და დაწვეს გერმანული წიგნები.
  21. 200,000-ზე მეტი აფრო-ამერიკელი მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში, თუმცა მათი 11 პროცენტი იყო საბრძოლო დანაყოფებში. დანარჩენი შრომით საქმიანობას ეწეოდა, ტვირთს ეზიდებოდა, აგებდა გზებს და თხრიდა სანგრებს. ისინი განცალკევებულ დივიზიებში მსახურობდნენ (92-ე და 93-ე) და იწვრთნებოდნენ განცალკევებით.
  22. 500,000 მტრედზე მეტი გამოიყენებოდა შეტყობინების შტაბ-ბინიდან ფრონტის ხაზზე გადასაცემად. მტრედების ჯგუფი გაწვრთნილი იყო, რათა პარაშუტით ჩაეგდოთ ფნონტის ხაზზე და დალოდებოდა ჯარისკაცებს უკან წამოსაღები შეტყობინების მიმაგრებამდე.
  23. 1914 წლის შობის წინა ღამეს, დასავლეთის ფრონტზე, ორივე მხრის ჯარისკაცებმა ერთმანეთს საშობაო სიმღერები უმღერეს. შობის დღეს კი ჯარისკაცების 2/3 ნაწილმა დროებითი ზავი გამოაცხადა. ზოგ ადგილას, ზავი ერთი კვირა გაგრძელდა. ერთი წლის შემდეგ, ორივე მხრის გუშაგებს ებრძაბათ, რომ დაეხვრიტათ ყველა, ვინც ეცდებოდა ქმედების განმეორებას.

მომზადებულია factretriever.com-ის მიხედვით

თუ მოგწონს eon.ge, გსურს რომ უფრო განვითარდეს და დაიხვეწოს ის, და თვლი, რომ ამას იმსახურებს, მაშინ დააფინანსე ის
დატოვე კომენტარი