სესიაშვილის ინიციატივით 15 ათას ახალგაზრდას ცხოვრება ენგრევა !

ამ კანონის დამტკიცებით შეიძლება ქვეყანა ახალგაზრდებისგან დაიცალოს !

როგორც ცნობილია, პარლამენტის წევრი – ირაკლი სესიაშვილი გამოვიდა საკანონმდებლო ინიციატივით, რის მიხედვითაც არამართლმადიდებელი სასულიერო პირები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით ვეღარ ისარგებლებენ.

“პირები, რომლებიც სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების შესაბამისად, უარს განაცხადებენ მოიხადონ სამხედრო სავალდებულო სამსახური, აქვთ კანონიერი უფლება და ვალდებულება, გაიარონ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური სამხედრო სავალდებულო სამსახურის ნაცვლად”, — ამბობს სესიაშვილი.

როგორც თავადვე აღნიშნა, ეს ინიციატივა მიმართულია “გირჩის” მიერ სავალდებულო გაწვევისგან დახსნილი ახალგაზრდების წინააღმდეგ. ინიციატივა უკვე დარეგისტრირდა და მალე მისი განხილვა დაიწყება.

ამ ფაქტს ახალგაზრდების მხრიდან უარყოფითი გამოხმაურება მოყვა. დღეის მდგომარეობით 15 ათასამდე ახალგაზრდამ  “ბიბლიური თავისუფლების” მიერ გაცემული მღვდელმსახურის მოწმობით თავი დაიხსნა სავალდებულო ჯარისგან. მათი დიდი ნაწილი სწავლობს სხვადასხვა კოლეჯებში, მუშაობს, ოჯახს არჩენს ან ემზადება უნივერსიტეტში ჩასაბარებლად.

“მირჩიეთ რა გავაკეთო, რომ უსახლკაროდ და უმუშევრად არ დავრჩე რა…

სადღაც ივნისი-ივლისისკენ დამადგებიან ალბათ. ქირით ვცხოვრობ, ვმუშაობ, არც არავინ მყავს დამხმარე. საყარაულო სამსახურში რომ წამიყვანონ, სახლის, საჭმლის და მაღალანაზღაურებადი სამსახურის გარეშე დავრჩები. სიტუაცია ასეთია:

– უნივერსიტეტში სტატუსი შეჩერებული მაქვს და მხოლოდ სექტემბერში შევძლებ აღდგენას. ასე რომ ეგ არ მიშველის თუ ივნისისკენ გამიწვიეს.
– ივლისში 26-ის ვხდები და 2000 ლარის გადახდა აღარ მიშველის
– ჯანმრთელობის პრობლემა არ მაქვს არაფერი ისეთი, რომლითაც დამბრაკავენ
– უწყება არ მომსვლია, ბთ-ს საბუთით რომ გადავავადო სექტემბრამდე.

რა შეიძლება რომ გავაკეთო, რომ სექტემბრამდე გავქაჩო როგორღაც და მერე სტუდენტის სტატუსი აღვიდგინო?

ანუ ეს ყველაფერი იმის ჩათვლით, რომ სესიაშვილის კანონპროექტს გაიტანენ პარლამენტში. ყველაზე ცუდისთვის ვემზადები და მაინტერესებს, რამის გაკეთება თუ შემიძლია ეხლა. ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში, ქვეყნიდან გავიქცევი, რაც ძალიან არ მინდა, მაგრამ სამსახურს და კარიერას ვერ დავკარგავ

წერს Facebook-ზე ერთ-ერთი ახალგაზრდა.

დატოვე კომენტარი