(სიახლე) ყოველთვიური ტაროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

მომდევნო თვიდან ჩვენი მომხარებლებისთვის სიახლე გვაქვს. გამოცდილი ტაროლოგი წარმოგიდგენთ ყოველთვიურ პროგნოზებს, ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით, სრულიად უფასოდ.

დავიწყებ ზოგადი მიმოხილვით, რა არის ტაროლოგია ? ტაროლოგია მანტიკის ( მკითხაობის) ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ეფექტური საშუალებაა, რომლის მთავარ “ინსტრუმენტსაც” წარმოადგენს ტაროს კარტი.

მიუხედავად იმისა, რომ ტაროს გაციელებით მეტი ფუნქცია აქვს, ძირითადად ადამიანები მაინც მომავლის საწინასაწმეტყველოდ ან დილემისას, რჩევის მისაღებად იყენებენ.

ტაროს დასტა შედგება 78 არკანისგან, 22 მაღალი და 56 დაბალი არკანისგან შემდგარი კომბინაციები გვაწვდის ინფრომაციას ნებისმიერ საკითხზე. ტაროს კარტის უამრავი ვერსია არსებობს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან დიზაინით, სიმბოლოებითა და ენერგეტიკით. კლასიკურ და საბაზისო დასტად ითვლება “რაიდერის” დასტა.

ტაროლოგიის კულტურა საკმაოდ ძველია, მისი წარმოშობა კი უცნობი, არსებობს მრავალი ვერსიები და ლეგენდები, რომლების განხილვასაც ალბათ, ცალკე სტატია დასჭირდება, თუმცა უმრავლესობა მაინც ეგვიპტურ კულტურას უკავშირებს.

ტარო რთული შესასწავლია, უსასრულოდ შეგიძლია მისი კვლევა, თავის თავში მოიცავს უამრავ სფეროს, როგორიცაა ასტროლოგია, ნუმეროლოგია, სემიოტიკა და ა.შ. თუმცა, სირთულის მიუხედავად, უამრავი ადამიანი იყენებს პრაქტიკულად, საჭირო ინფორმაციების მისაღებად. ტაროს შეუძლია როგორც წარსულზე და აწმყოზე, ასევე მომავლის პოტენციურ განვითარებაზეც საუბარი. ნებისმიერ თემაზე შეუძლია პასუხისგაცემა, იქნება ეს პირადი ურთიერთობები, კარიერა, ზოგადი თუ ინტროსპექტიული კითხვები.

ხშირად, ადამიანები მოდიან პირად კონსულტაციებზე საკუთარი კითხვებით, თუმცა არსებობს სხვადასხვა გაშლის შაბლონები, რომლებშიც კითხვები წინასწარ არის განსაზღვული, სწორი ფორმით და აქცენტები გამახვილებულია ისეთ საკითხებზე, რომლებიც გვეხმარება სიტუაციის სრული სურათის დანახვაში და ანალიზში.

PS. მარტის თვის ბოლოს დაიდება აპრილის პროგროზი.

პირადი კონსულტაციებისთვის მიწერეთ ფეისბუქ გვერზე – https://www.facebook.com/tarologia.jina/

დატოვე კომენტარი