სოხუმი, რა თქმა უნდა, თვალით არ მინახავს, თუმცა, ძალიან პატარა ასაკიდან მახსოვს ფრაზა,ჩემი მშობლებისგან გაგონილი “სოხუმი დაეცა”. სულ მიკვირდა… როგორ შეიძლება დაეცეს ქალაქი?!

სინამდვილეში, რომ დავფიქრდეთ, სულაც არაფერი მაკავშირებს სოხუმთან.

ყველაზე ძლიერს თუ არ ჩავთვლით – ემოციას… ჩემს წარმოდგენებს იმაზე, თუ როგორ ვიცხოვრებდი, ჩემთვის რომ მოეკლათ შვილი, ან მამა, ან შეყვარებული, ან დავრჩენილი ყავი მარტო პატარა ასაკის შვილებით, მოხუც მშობლებთან, სახლ-კარის გარეშე, საკუთარი ეზოს სიმწვანის, ზღვის ჩემი წილი სუნის გარეშე.. ჩემი ქალაქის გარეშე.

ან როგორია, როცა ბოლოჯერ შეავლებ თვალს შენს სახლს, ოთხფეხა მეგობარს, ახლობლის გვამს, საყვარელ ნივთებს… როცა კარგავ დაბრუნების რწმენას. როგორია სულ ახლიდან, სულ არაფრიდან დაიწყო ცხოვრება. თუმცა,მეტნაკლებათ 2008 წელს გამოვცადეთ,რასაც არავის ვუსურვებ.

ჰოდა, ამიტომაც მჯერა, რომ ვერასდროს ვერც ერთმა ქართველმა ვერ უნდა დაივიწყოს აფხაზეთი და თუ დავივიწყეთ, მართალია ოთარ ჭილაძე, ესე იგი დავმარცხდით!

??

.

დატოვე კომენტარი