სტუდენტისა და პროფესორის დიალოგი (ნამდვილი ვერსია)

wallup.net

დავით ჩხენკელი

ჩემი წარსულში მოგზაურობა, აინშტაინისა და პროფესორის დიალოგის ნამდვილი ვერსია –

ერთხელ უნივერსიტეტში პროფესორმა სტუდენტს კითხვა დაუსვა.
პროფესორი: ღმერთი კარგია?
სტუდენტი: დიახ
პ: ეშმაკიც კარგია?
ს: არა
პ: სწორია. მიპასუხე შვილო, დედამიწაზე ბოროტება არსებობს?
ს: დიახ
პ. ბოროტება ყველგანაა და ეს ყველაფერი ღმერთმა შექმნა, ხომ მართალია?
ს: დიახ
პ: ე.ი. ვინ შექმნა ბოროტება?
ს: … ( სამი წერტილი თქვა, ჩუმად დარჩა თუ მრავლისმეტყველი როჟა დაკერა სტუდენტმა, ეს დღემდე უცნობია )
პ: დედამიწაზე არის სიმახინჯე, თავხედობა, ავადმყოფობა, უმეცრება?
ეს ყველაფერი ხომ ნამდვილად არის?
ს: დიახ სერ
პ: ვინ შექმნა ისინი?

ს:, … ( აქ სტუდენტი სავარაუდოდ თუ არ იწამე ვერ დაინახავ-ს ტიპის ფრაზებით აწყობს აზრების ”ლოგიკურ” ჯაჭვს )

პ: მეცნიერება ამტკიცებს, რომ ადამიანს 5 გრძნობა აქვს იმისთვის, რომ მის ირგვლივ მყოფი სამყარო აღიქვას. მიპასუხე შვილო, როდისმე გინახავს ღმერთი?
( კლასიკურ მოდელში ასეა, თუმცა დღეს არსებობს კანის მიერ სითბოს აღქმა, სხეულის წონასწორობა, და რამდენიმე სხვა, რომელიც დაახლოებით 16-17 გრძნობას გვაძლევს, რითაც სამყაროს შევიმეცნებთ )

ს: არა, სერ
პ: გვითხარი, ღმერთის ხმა გსმენია?
ს: არა, სერ

პ: როდესმე გიგრძვნია ღმერთი? მისთვის გემო თუ გაგისინჯავს? ან თუ გიყნოსია?
ს: ვშიშობ, რომ არა, სერ
პ: და შენ მაინც გწამს მისი?
ს: დიახ
პ: მიღებული დასკვნების საფუძველზე მეცნიერებას შეუძლია დაამტკიცოს, რომ ღმერთი არ არსებობს. რაიმეს დაუპირისპირებ ამას?
ს: არა პროფესორო, მე მხოლოდ რწმენა გამაჩნია.
პ: სწორედ ასეა. რწმენა-ესაა მთავარი პრობლემა მეცნიერებისათვის.

ამ დროს მე, თქვენი მონა-მორჩილი დავით ჩხენკელი, ვინც იმდენად შეაწუხა ამ უაზრო ლეგენდის საოცარმა შეურყეველმა ავტორიტეტმა, რომ ვიყენებ Wormhole-ს, ( if you don’t know what that is, than you are too dumb to understand my status) და ვბრუნდები წარსულში, რათა ამ პროფესორის როლში მოვევლინო რეგვენ სტუდენტს. და აი, იწყება.
ს: პროფესორო, არსებობს ყინვა (სიცივე)?
პ: რა შეკითხვაა? რა თქმა უნდა. შენ არასოდეს შეგცივებია?
(სტუდენტებს ყმაწვილის კითხვაზე გაეცინათ)
ს: სინამდვილეში სერ, ყინვა (სიცივე) არ არსებობს. ფიზიკის კანონების მიხედვით, ის რასაც ჩვენ სიცივეს ვეძახით, სითბოს არარსებობაა (უქონლობაა). ადამიანი ან საგანი ჩვენ შეგვიძლია შევისწავლოთ იმის მიხედვით, თუ მას გააჩნია ენერგია ან გასცემს მას. აბსოლუტური ნოლი (-460 გრადუსი ფარინგეიტით), ეს სითბური ენერგიის სრული არქონაა (არარსებობაა). ასეთ ტემპერატურაზე მატერია ინერტული და სრულიად უუნარო ხდება. სიცივე არ არსებობს. ეს სიტყვა იმისთვის მოვიგონეთ, რომ სითბოს არარსებობის შემთხვევაში ჩვენი მდგომარეობა ავღწეროთ.

პ: ყინვა, და სიცივე, ჩვენი შეციება და სითბო მთლიანად ჩვენ მიერ აღქმადია, და შესაბამისად სუბიექტური. ატომების მოძრაობის სიხშირე განაპირობებს ტემპერატურის იმ ცვალებადობას, რასაც ადამიანები სითბოს და სიცივეს ვეძახით. სიცივეს გააჩნია ზღვარი, -273 ცელსიუსი,რის მიღმაც მეტი სიცივე ვერ იარსებებს, ხოლო სიცხე ფაქტობრივად უსასრულოა. შესაბამისად, სითბო – სიცივის ცნებები ურთერთსაპირისპირო კონტექსტში ვერ იარსებებენ, რადგან ისინი ერთი მდგომარეობაა, და რადგან ურთიერთსაპირისპირო ვერ იქნება სასრული და უსასრულო ცნება. შენ თავი იმ იდიოტურ ლეგენდაში არ გეგონოს, რო მაჯვამ და გამომრევლებულ ხალხს აშტერებ !
სტუდენტი ჩუმდება, თუმცა ახსენდება რომ ლეგენდის მიხედვით ის მაჰათმა განდი, აინშტაინი, სტეფან ჰოკინგი, ნიკოლა ტესლა და ალექსანდრე მაკედონელია, ძალებს იკრებს და აგრძელებს : პროფესორო, არსებობს სიბნელე?
პ: რა თქმა უნდა, რა არის ღამე, თუ არა სიბნელე ( სტანდარტულ ვერსიაშ ასეა) – გაიცინა პროფესორმა, და უცებ დააყოლა,: – შენ რა, მართლა ელი რომ მე, ამხელა პროფესორი კაცი, ასეთ სისულელეს გიპასუხებ? სიბნელე და სინათლე, ასევე ჩვენი 5 გრძნობიდან ერთ-ერთის, თვალის მიერ აღქმული ინტერპრეტირებული სუბიექტური რეალობაა. არსებობს სინათლის ნაწილაკები, არსებობს მატერია, რომელიც ხილვადია და არსებობს უხილავი მატერია. როდესაც ოთახი ინფრაწითელი სხივებითაა განათებული, და ადამიანი მას ვერ აღიქვამს, ის ბნელია. ( პირობითად ) როდესაც კოსმოსში რადიაციული ფონია, ადამიანს ის სიშავედ ეჩვენება. ამიტომ რა, ეს სიბნელეა? ცხოველებისთვის უმეტესი ფერები უხილავია, და ცისარტყელა აღუქმელია, ამიტომ ცისარტყელებით სავსე ოთახში სიბნელეა? ეს საკითხი მთლიანად სუბიექტურია, და ის, რომ სიბნელე სინათლის არქონაა, თითიდან გამოწოვილი არგუმენტია ! და დაიმახსოვრე, ჩემო სტუდენტო, ერთადერთ ჭეშმარიტად არსებული ობიექტური სიბნელე მხოლოდ უვიცი და გაუნათლებელი ადამიანის ტვინშია.
სტუდენტი გაოგნებული მისჩერებოდა პროფესორს: – მორწმუნეებს პატივი გვეცი რა, თუ შეიძლება, პროფესორო, ჩდშ ტოო, იძახის სტუდენტი, და მერე უცებ უბრუნდება რეალობას, ღმერთის არსებობა უნდა დაამტკიცოს, რომ ათასობით იდიოტს ინსპირაცია მისცეს. პროფესორს თვითკმაყოფილი გამომეტყველება ჰქონდა, რომ, როგორც იქნა, საშუალება მიეცა, ამ იდიოტურ ლეგენდაში იდიოტის როლისგან გამოსულიყო, და ეთქვა ის, რასაც მართლა ფიქრობდა, თან სხვა თუ არაფერი, სტუდენტს მაინც აინშტაინად იცნობდა მთელი მსოფლიო.
სტუდენტმა ბოლოს ამოიკნავლა: პროფესორო, არსებობს სიკვდილი?
პროფესორმა გაუხარდა, ამ კითხვას ელოდა, და უპასუხა : სიკვდილი და სიცოცხლე ყველაზე მეტად ურთერთსაპირისპიროა იმ მაგალითებს შორის, რაც თქვენ დღეს აქ მოიყვანეთ, რადგან არაცოცხალი ნამდვილად მკვდარია, ხოლო არამკვდარი ლოგიკურად ცოცხალი გამოდის. თუმცა, ორივე ცნებას მხოლოდ მეორის არსებობის შემთხვევაშ აქვს არსებობის საფუძველი, რამეთუ მხოლოდ სიკვდილი არაფერია სიცოცხლის გარეშე, და ვერასოდეს ვერ მოკვდება ის, რაც არასოდეს ყოფილა ცოცხალი. ესეც ჩვენი, ცოცხალი არსებების, ფარჩაკი ადამიანების სუბიექტურობაა, ჩვენ ირგვლივ მოქცეული, თორემ სამყაროს ფიზიკური მექანიზმს არც არასოდეს უცოცხლია, და არც არასდროს მოკვდება. თუმცა, როგორც ვხედავ, თქვენ გაგიჭირდებათ ამის აღქმა, ამიტომ პირდაპირ გეტყვით, რომ კი, არსებობს იმ ადამიანური სუბიექტური ნიცშესეული გაგებით, რაც ადამიანებს გვაფიქრებინებს, რომ უფლება გვაქვს მთელი სამყარო ჩვენი არსებობის გარშემო შემოვფარგლოთ.
ს: თქვენ გვასწავლით, რომ ჩვენ მაიმუნისგან წარმოვიშვით. თქვენი თვალით გინახავთ ევოლუცია?

პროფესორმა ღიმილით დააქნია თავი, როცა მიხვდა საით მიდიოდა საუბარი. მერე ხარხარი ატეხა, და სტუდენტს დაცინა :
პ: რეგვენო, დაიხედე უკანალზე, ხედავ კუდუსუნის ძვალს? შეხედე ადამიანებს, ვინც სხვადასხვა ადგილებსა და სხვადახსვა პირობებში ცხოვრობენ, შეხედე ყველა ცოცხალ ორგანიზმს, თუ რამდენად დიდ გავლენას ახდენს მათზე გარემო, და გადაშალე ევოლუცია, გადაშალე დარვინი, იქნებ მიხვდე რომ ჩვენ მაიმუნისგან კი არ წარმოვიშვით, არამედ ჩვენ წინაპარს და მაიმუნის წინაპარს ერთი საერთო წინაპარი ჰყავდა, თუმცა, შენნაირების შემყურეს, უკვე ეჭვი მეპარება რომ მართლაც მაიმუნებისგან გავჩნდით !
სტუდენტმა ტირილი დაიწყო.
პ: სტუდენტო, თქვენ ახლა უნდა თქვათ, რომ მე ტვინი არ მაქვს, რადგან ის არ გინახავთ, არ შეხებიხართ, გემო, სუნი არ გიგრძვნიათ მისი და არ მოგისმენიათ, რაზეც მე გიპასუხებთ, რომ მე რომ თავი გავიჭრა, იქ ტვინს ვიპოვი, რასაც ალბათ თქვენზე ვერ ვიტყვი, ხოლო ამ ლოგიკით ღმერთის არსებობა-არარსებობასთან შედარება რამდენად სისულელე იქნება, თავადაც ხვდებით ალბათ, წამოდექით, ცრემლები მოიწმინდეთ, და ბიბლია გადაშალეთ, იქ იპოვით ”პასუხს” ყველა კითხვაზე.

სტუდენტი დაჯდა.
მისი სახელი არ იყო ალბერტ აინშტაინი.
მას სახელიც არ ქონდა.
ის სტუდენტიც არ იყო.
იმიტომ რომ ეს ყლე ლეგენდა არ მომხდარა, და სტუდენტი არ არსებობდა !

ასე დასრულდა ჩემი წარსულში მოგზაურობის ამბავი, აწი იცოდეთ რა როგორ იყო!

ავტორი: დავით ჩხენკელი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დატოვე კომენტარი