ტოლსტოის მორალური გაკვეთილი

3 განდეგილის ფილოსოფია

ადამიანების უმეტესობა ლევ ტოლსტოის მისი ეპიკური ნოველების “ანა კარენინას” და “ომი და მშვიდობის” გამო იცნობს. ორივე წიგნი მხატვრული ლიტერატურის შედევრია. ისინი ვრცელ და უკიდურესად დეტალურ გააზრებას გვთავაზობს ადამიანის ვნებების და შეცდომების.

1870იან წლებში, მას უკვე გამოქვეყნებული ჰქონდა ეს ნოველები და მოხვეჭილი ჰქონდა უზარმაზარი სახელი, როცა ტოლსტოიმ სულიერი გამოღვიძება დაიწყო. მან უარყო საკუთარი სიმდიდრე (მდიდარი მიწათმფლობელი იყო, რაც მემკვიდრეობით მიიღო) და მფლანგველობა, და დაიწყო უბრალო ცხოვრებით ცხოვრება, საკუთარი თავი მიუძღვნა ქველმოქმედებას და მწერლობას.

ყოფილი სამხედრო და ელიტური კლასის წარმომადგენელი არამართლმორწმუნე ქრისტიანად იქცა, სისტემასთან მებრძლოლთა ხმად, ანარქისტად და პაციფისტად. ის ჩვეულებრივი მანტიით იმოსებოდა, დიდ დროს ატარება მარტო, და სხვადასხვა კულტურის სულიერების ძიებას შეუდგა.

ტოლსტოი ღიად უტევდა ტრადიციების მიმდევარ და ორგანიზებულ რელიგიას. მან დაწერა რამდენიმე არამხატვრული წიგნი, რომელშიც ხსნიდა თავის მიგნებულ სულიერ რწმენას.

ტოლსტოის არამხატვრული შედევრი, “ღმერდის სამეფო შენშია” (1894) ხაზს უსვამს მის საკუთარ რადიკალურ რწმენას. მშვიდობისმქადაგებელი ტრაქტატი მაშინვე აიკრძალა რუსეთში, სადაც ტოლსტოის სრული მემკვიდრეობა ახლაც შერბილებულია, მისი პაციფისტური ხედვების გამო.

“სახარების შეჯამება” (1902) გამარტივებულად გადმოცემს ოთხ ბიბლიურ სახარებას, ზებუნებრივი ელემენტების და იესო ნაზარეველის ღვთაებრივი წარმოშობის ამოკლებით. იესოს ისტორიის მოყოლის ნაცვლად, წიგნი დემონსტრირებას უკეთებს იესოს ქმედებების მარტივ სიკარგეს, და ანტი-სისტემურ აქტივიზმს, რამაც ის სიკვდილით დასჯამდე მიიყვანა.

ტოლსტოიმ ღრმა ზეგავლენა მოახდინა მეოცე საუკუნის არაერთ გამოჩენილ მშვიდობისმქადაგებელ აქტივისტზე, მათ შორისისაა: მარტინ ლუთერ კინგ უმცროსი, სესარ ჩავესი და მაჰათმა განდი, რომელთანაც უშუალო კავშირი ჰქონდა.

სულიერი გამოღვიძების შემდეგ, ტოლსტოიმ უამრავი ხალხური ამბავი გადაამუშავა, ეთიკური სულგრძელობის სადემონსტრაციოდ. ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ამბავია, “სამი განდეგილი”:

ეპისკოპოსი სოლოვეცკის მონასტერში მიემგზავრებოდა, თეთრი ზღვის მიმდებარედ, რუსეთის ჩრდილოეთში. მგზავრობისას, მეთევზემ მას ერთი პატარა კუნძული უჩვენა და უთხრა, რომ კუნძულზე სამი განდეგილი ცხოვრობდა, თავიანთი სულის გადასარჩენად. ისინი ერთხელ მეთევზეს დაზიანებული ნავის შეკეთებაში დაეხმარნენ და ამის შემდეგ იცნობდა მათ.

განდეგილები მოხუცები არიან, უწიგნურები და უმეტესად მდუმარებაში ცხოვრობენ. განდეგილები ტალახის ქოხებში ცხოვრობენ, თუმცა კეთილშობილები და ბედნიერები არიან.

ეპისკოპოსმა დაიჟინა, რომ კუნძულზე უნდა გაჩერებულიყვნენ და განდეგილებს შეხვედროდა. როცა მათ შეხვდა, ისეთები აღმოჩნდნენ, როგორც მეთევზემ აღწერა: აწეწილები და თითქმის მდუმარენი. ეპისკოპოსმა კითხა, თუ როგორ ლოცულობდნენ. განდეგილებმა პრიმიტიული და მოკლე ლოცვა წარმოსთქვეს.

ეპისკოპოსმა რბილად შეაქო მათი მცდელობა და უთხრა, რომ ლოცვის საუკეთესო გზა, იმ ლოცვების წარმოთქმა იყო, რომელსაც ეკლესიაში წარმოთქვამენ. მან საათები დაუთმო მათთვის ინსტრუქციების მიცემას, და განდეგილებმაც როგორღაც აითვისეს საეკლესიო ლოცვები.

ბინდი ჩამოწვა და ეპისკოპოსი უნდა წასულიყო. მან საბოლოოდ დააზეპირებინა საეკლესიო ლოცვები განდეგილებს. დალოცა ისინი, უთხრა ისე ელოცათ, როგორც ასწავლა და ნავზე დაბრუნდა, რომლითაც ღუზაჩაშვებულ გემამდე მივიდა. გემი ღამით მიცურავდა და ეპისკოპისს არ დაეძინა. ის ზღვას გადაჰყურებდა. მაშინ როცა ტალღებზე დაცემულ მთვარის შუქს აკვირდებოდა, რაღაც უცნაური შენიშნა. სინათლე სწრაფად უახლოვდებოდა გემს.

ეპისკოპოსმა თვალებს არ დაუჯერა, როცა დაინახა რომ 3 განდეგილი ზღვაზე ისე მორბოდა, თითქოს მიწაზე მდგარიყვნენ.

მესაჭემ, რომელმაც ასევე დაინახა განდეგილები, პანიკისგან ხელი უშვა საჭეს. მგზავრებიც მიაშტერდნენ ხილულ საოცრებას.

როცა განდეგილებმა გემს მიაღწიეს, ეპისკოპოსს უთხრეს, რომ ის ლოცვები დაავიწყდათ, რომელიც მან ასწავლა და თხოვეს ცოტა კიდევ ემეცადინებინა.

სასწაულის და სამი კაცის თავმდაბლობით განცვიფრებული ეპისკოპოსი გემის კიდეს ეჭიდებოდა. განდეგილებს უთხრა, რომ მათი პრიმიტიული ლოცვები საკმარისი იყო, იმისათვის რომ ღმერთს ესმინა. “მე თქვენ ვერ გასწავლით,” უთხრა მათ, “ილოცეთ ჩვენთვის, ცოდვილებისათვის.”

ლევ ტოლსტოი 1908 წელს. (ვიკიპედია)

რელიგიური დოგმატიკის უცოდინრობის მიუხედავად, განდეგილები დალოცვილი ცხოვრებით ცხოვრობდნენ, ისე, რომ არც იცოდნენ, რომ სასწაულების ჩადენა შეეძლოთ.

ის ვინც მართალ და ორგანიზებულ რელიგიაში გარკვეულია, განდეგილები გაუნათლებელი და უბრალოები არიან. თუმცა, მათი სულგრძელობა გულწრფელი იყო და ეპისკოპოსზე ამაღლებულიც კი.

ტოლსტოი ამ ამბით არამხოლოდ რელიგიაზე აკეთებს აქცენტს: ამბავი მიანიშნებს იდეაზე, რომ ეთიკა შეიძლება თვითნასწავლი იყოს.

მაშინ როცა, ტოლსტოის ახალდაარსებული “ტოლსტოიანური მოძრაობიდან” დაუკაშირდნენ რჩევისათვის, მისი პასუხი ასეთი იყო:

ვისაუბროთ ‘ტოლსტოიზმზე’, ვეძებოთ სახელმძღვანელო, გამოიკვლიოთ ჩემი გადაწყვეტები შეკითხვებზე, ეს დიდი და უხეში შეცდომაა. არ არსებულა და არ არსებობს ჩემი “სწავლება”[…]ვურჩევ ამ ახალგაზრდა ქალს, რომ არა ჩემი ცნობიერების მიხედვით იცხოვროს, არამედ ისე, როგოც მას სურდა, არამედ მისი საკუთარი ცნობიერების.

ლუდვიგ ვიტგენშტეინი

მეოცე საუკუნის ფილოსოფოსი ლუდვიგ ვიტგენშტეინი ტოლსტოის უაღრესად აფასებდა. მას ტოლსტოის “სახარების შეჯამება” პირველი მსოფლიო ომის ფრონტის ხაზზე ჰქონდა წაღებული.

ფილოსოფოსმა კომპანიონებს უთხრა, რომ ამ წიგნმა ის სუიციდისგან იხსნა. მას ყოველთვის თავისთან ინახავდა. ის ცნობილი იყო როგორც, “კაცი სახარებებით” და ომში გამოჩენილი სიმამაცისთვის უმაღლესი ჯილდოები დაიმსახურა.

შემდგომში, ვიტგენშტეინმა ტოლსტოის “სამი განდეგილი” ცოდნის და გააზრებას შორის განსხვავების სადემონსტრაციოდ გამოიყენა.

როცა ფილოსოფოსები ცდილობდნენ, სამყაროს თეორიების შესახებ მორალური დასკვნები გამოეტანათ, ვიტგენშტეინს სწამდა, რომ სიტყვები მათ მხოლოდ ატყუებდა, რომ ასეთი დასკვნების გამოტანა შესაძლებელი იყო. ვიტგენშტეინს სწამდა, რომ ეთიკაზე მსჯელობა “აზრსმოკლებული” იყო.

მან დაწერა: “იმ შემთხვევაშიც კი, თუ ყველა შესაძლო სამეცნიერო კითხვაზე პასუხი გაეცემა, ცხოვრებისეული პრობლემები მაინც შეუხებელი დარჩება.”

ვიტგენშტეინი და ტოლსტოის "სამი განდეგილი" ილუსტრირებას უკეთებს "ზნეობრივ ეთიკას", - იდეა, რომ რაც კარგია მას ვერ შეასწავლი და ვერ ჩადებ დოქტრინაში. ეთიკა "ტრანსცენდენტალურია" - აზრსმოკლებული და შესაბამისად სამეცნიერო და სისტემური გააზრებისგან დამოუკიდებელი.

ვიტგენშტეინი ფიქრობდა, რომ ხელოვნება და გამოცდილება თავისთავადაა აღჭურვილი იმისათვის, რომ ჩვენ უკეთესები გაგვხადოს. და წერდა:

“დღევანდელი ხალხი ფიქრობს, რომ მეციერები იმისთვის არსებობენ, რომ მათ ჭკუა დაარიგონ, და პოეტები, მუსიკოსები… იმისათვის, რომ ასიამოვნონ. იდეა, რომ მათაც აქვთ რაღაც, მათთვის სასწავლებელი, მათთან არ მოდის.”

მისი მაგალითი ტოლსტოის “სამი განდეგილის” აჩვენებს, რომ ხელოვანებს დიდი და ღრმა სიმართლე აქვთ ჩვენთვის სასწავლებელი.

მადლობას გიხდი, რომ ბოლომდე წაიკითხე. იმედია, რაიმე ახალი ისწავლე.

Original Source: Medium.com

Author: Steven Gambardella

eskisehir escort - mersin eskort - sultanbet - dinamobet - Benjabet - Anadolucasino giriş -
Klasbahis güncel giriş
-
Dumanbet giriş