ფაქტები შავი ხვრელების შესახებ (ნაწილი 2)

0 votes

1.კოსმოსში ხეტიალი

ასტრონომები დიდი ხანი ვარაუდობდნენ რომ შავ ხვრელებს ხანდახან შეუძლიათ საკუთარი გალაქტიკებიდან იყვნენ გამოტყორცნილები. და ამ ვარაუდის სერიოზული მტკიცებულება, როგორც აღმოჩნდა, ჩვენგან 8 მილიარდი სინათლის წელიწადის მოშორებით მდებარეობს. ეს არის კვაზარი 3C 186, რომლის მასა მზის მასის ერთ მილიარდს წარმოადგენს.

 

მეცნიერებმა დაადგინეს რომ კვაზარი მთელი სიჩქარით მიისწრაფვის საკუთარი მშოლიური გალაქტიკური გროვის დატოვებისკენ. მკვლევარების გამოთვლების თანახმად, კვაზარის გაზის ღრუბელი 7,6 მილიონი კმ/სთ სიჩქარით მიექანება. ასეთი სიჩქარით, მაგალითად, შესაძლებელია დედამიწიდან მთვარემდე 3 წუთში მისვლა.

 

ასტრონომები თვლიან რომ ასეთი „გაქცევის“ მიზეზი გრავიტაციური ტალღებია – ორი ზემასიური შავი ხვრელის შერწყმის პროდუქტი. ამ შერწყმის შედეგად მათ შექმნეს უმძლავრესი დარტყმითი ტალღა, რომლის ძალა 100 მილიონი ზეახალის აფეთქების ტოლფასია, რომელმაც პირდაპირი მნიშვნელობით გადააადგილა კვაზარი საკუთარი „მომთბარი“ ადგილიდან.

 

2.უფრო დიდი ნათესავებისგან მოპარვა

მოცემულ მომენტში ასტრონომებმა დაადასტურეს არამხოლოდ შავი ხვრელების ხუთი შერწყმა და მათ მიერ გამომუშავებული გრავიტაციული ტალღები, არამედ ასევე გამოკვეთეს მათგან ერთი, სხვების ფონზე გამორჩეული. საუბარია ორი შავი ხვრელის შერწყმაზე, რომელთა მასა, პროგნოზების თანახმად, 10-15 მზის მასა უნდა ყოფილიყო. საქმეზე კი აღმოჩნდა რომ ორივე შავი ხვრელის მასა 20 მზის მასას აჭარბებს.

 

დაგროვებული მასალების ანალიზისას მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ორივე შავმა ხვრელმა მასაში მოიმატა იმის გამო რომ „საჭმელს“ პარავდნენ გაცილებით უფრო მსხვილ შავ ხვრელს, რომელიც ასევე გალაქტიკური ცენტრის მეზობლადაა.

 

შავ ხვრელებად გარდაქმნამდე ეს ქურდები ორ მასიურ ვარსკვლავს წარმოადგენდნენ. ვარსკვლავების ევოლუციის პერიოდში მათ შავ ხვრელებად კოლაფსირება მოახდინეს და გალაქტიკური ცენტრისკენ მიზიდულობა დაიწყეს, სადაც უკვე არსებობდა ზემასიური შავი ხვრელი, რომელიც მის გარშემო არსებულ გაზსა და მტვერს შთანთქავდა. ორმა „პაწაწუნამ“ მოახერხა ცენტრალური შავი ხვრელის მატერიის ნაწილის მოპარვა და საკუთარი თავდაპირველი ზომის თითქმის სამჯერ მეტი მასა დააგროვა იქამდე სანამ ერთმანეთს შეუერთდებოდნენ.

3. მაგნიტური ველების გამოყენება გამოკვებისთვის

ასტრონომების აზრით, ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი, რომელიც შავი ხვრელის მასას განსაზღვრავს, შესაძლოა მისი მაგნიტური ველი იყოს. ჩვენგან 600 მილიონი სინათლის წელიწადის დაშორებით მდებარე „გედი А“ გალაქტიკის გამოკვლევისას, მეცნიერებმა მის გალაქტიკურ ცენტრში ძალიან ძლიერი მაგნიტური ველი აღმოაჩინეს.

 

მომდევნო ანალიზმა აჩვენა, რომ გედი А-ს შავი ხვრელი ძალიან აქტიურია. მეცნიერები თვლიან, რომ იგი საკუთარი თანავარსკვლავედის რადიოგამოსხივების ყველაზე ძლიერ წყაროს წარმოადგენს, რომელიც წარმოიშვება შავი ხვრელის მიერ მის გარშემო არსებული მატერიის შთანთქმისას. ამ საქმეში, როგორც მეცნიერები იუწყებიან, აქტიურ მონაწილეობას მისი მაგნიტური ველი იღებს, რომელიც მიიზიდავს მატერიას შავი ხვრელის თორისკენ, შემდეგ კი მის სიღრმეში.

 

ასტრონომების აზრით, აქტიურ გალაქტიკებს, ისეთებს როგორიც გედი A არის, და არააქტიურ გალაქტიკებს შორის, ისეთებს როგორიც ჩვენი რძის გზაა, განსხვავება მაგნიტური ველის ქონა-არქონაშია.

 

4.მცირე გალაქტიკებში დამალვა

Fornax UCD3 გალაქტიკაში, ღუმელის თანავარსკვლავედში, მხოლოდ 100 მილიონი ვარსკვლავია. რძის გზასთაც შედარებით, რომელშიც დაახლოებით ასელობით მილიარდი მნათობია, ეს მართლაც პაწაწინა გალაქტიკაა. Fornax UCD3-ის რადიუსი სულ რაღაც 300 სინათლის წელიწადს წარმოადგენს. თავისი პატარა ზომის მიუხედავად, „ულტრაკომპაქტური ჯუჯა“ UCD3 სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე მკვრივ გალაქტიკას წარმოადგენს.

 

მის ცენტრში ზემასიური შავი ხვრელი მდებარეობს, რომლის მასა 3-5 მილიონი მზის მასის ტოლია. ის თითქმის ისეთივე სიმძიმისაა, როგორც რძის გზის ცენტრში მდებარე მშვილდოსანი А* არის, რომლის დიამეტრი დაახლოებით 150 000 სინათლის წელიწადს წარმოადგენს.

 

UCD3-ის შავი ხვრელის აღმოჩენა ულტრაკომპაქტურ გალაქტიკებში არსებული ზემასიური შავი ხვრელების აღმოჩენის მხოლოდ მეოთხე შემთხვევა აღმოჩნდა. ასტრონომებმა დათვალეს რომ ხვრელის წილზე გალაქტიკის საერთო მასის 4 პროცენტი მოდის. როგორც წესი, ნებისმიერ სხვა შემთხვევებში ეს წილი მხოლოდ 0,3 პროცენტს წარმოადგენს.

 

მეცნიერები ეჭვობენ რომ ადრე გალაქტიკა UCD3 უფრო დიდი იყო, თუმცა გაცილებით მსხვილ გალაქტიკასთან მისმა ახლო განლაგებამ მას ვარსკვლავთა დიდი რიცხვი დააკარგვინა, რამაც იგი ჯუჯად აქცია.

 

5.ჩვენი მზის ორ დღეში შეჭმა

მეცნიერებმა წარმოუდგენლად გაუმაძღარი შავი ხვრელი აღმოაჩინეს, რომელიც დაახლოებით 12 მილიარდი წლის წინ გაჩნდა. აღმოჩენილი კვაზარი ყოველ ორ დღეში ჩვენი მზის მასის ექვივალენტს შთანთქავს. ასეთი მადის წყალობით, შავი ხვრელი იმდენად სწრაფად იზრდება რომ მისი გამოსხივება მთელ გალაქტიკაზე რამდენიმე ათასით მეტია. თვითონ გამოსხივება კი წარმოიქმნება იმ მატერიისა და გაზების გაცხელებით, რომელთაც ის შთანთქავს.

 

მეცნიერები ჯერ ვერ გაერკვნენ იმაში, თუ როგორ დააგროვა „ბნელი დროის“ შავმა ხვრელმა საკუთარი მასა, სამაგიეროდ მშვენივრად ხვდებიან მის პოტენციალს.

 

ეს მონსტრი რომ ჩვენი რძის გზის ცენტრში ყოფილიყო, მისი სინათლე ცაზე არსებულ მთვარის შუქზე 10-ჯერ მეტი იქნებოდა. ობიექტი იმდენად ნათელი იქნებოდა, რომ ცაზე არსებული ვარსკვლავების უდიდეს ნაწილს გადაფარავდა, ასევე ჩვენ ყველას მოგვკლავდა საკუთარი რენტგენული გამოსხივებით.

 

ასევე იხილეთ ნაწილი 1

დატოვე კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *