ფაქტები შავი ხვრელების შესახებ (ნაწილი 1)

0 votes

ბოლო პერიოდში მეცნიერებამ შეძლო ამ ობიექტების განსაკუთრებულობის მთელი არსენალის აღმოჩენა. როგორც ჩანს, მათ შეუძლიათ არამხოლოდ სინათლის სიჩქარით მოძრაობა და ნამდვილი კოსმიური  მანიაკების თვისებების გამოვლენა ყველაფრის შთანთქმით, რაც მათ გზაზე მოხვდება, ამასთანავე ისინი აჩვენებენ მეტად მოქნილ ქცევას. მოცემულ სტატიაში გავარკვევთ თუ რა შეუძლიათ ამ ობიექტებს.

 

1. ძალიან სწრაფად ბრუნვა

მეცნიერებმა პირველად გაზომეს ზემასიური  შავი ხვრელის ბრუნვის სიჩქარე. ის განაცვიფრებს – სინათლის სიჩქარის 84 პროცენტი.

 

გალაქტიკა NGC 1365-ის შავმა ხვრელმა, რომელიც 60 მილიონი სინათლის წელიწადის დაშორებითაა განლაგებული, გააოცა მეცნიერები საკუთარი თავისებურებებით. მისი დიამეტრი 3,2 მილიონ კილომეტრს წარმოადგენს, ხოლო მისი მასა მზის მასების დაახლოებით რამდენიმე მილიონის ტოლია.

 

ბრუნვისას ის პირდაპირი მნიშვნელობით ამრუდებს არამხოლოდ გარშემო არსებულ სივრცეს, არამეც დროსაც, წარმოქმნის რენტგენული გამოსხივების ცეცხლოვან მორევს, რის სიღრმეშიც გაზი და მტვერი ვარდება. მთელი ეს მატერია ხვდება შავ ხვრელში პირდაპირი მიმართულებით, რაც, მეცნიერების აზრით, სძენს მას ასეთ გასაოცარ ბრუნვის სიჩქარეს.

 

2. ჯგუფებში გაერთიანება

ასტრონომების მიერ აღმოჩენილი ყველაზე დიდი გალაქტიკები პირდაპირი მნიშვნელობით დახუნძლულია ზემასიური შავი ხვრელებით. ისინი იმდენად დიდია რომ მეცნიერებს ეჭვი ეპარებათ იმაში, რომ მათი მშობლები ცალკეული ვარსკვლავები არიან. მეცნიერები დიდი ხანი ეჭვობდნენ, რომ ზემასიური შავი ხვრელები შეიძლება დაიბადონ მკვრივ ვარსკვლავურ გროვებში, რომლებიც ორმაგი ვარსკვლავების ჯგუფებისგან ან უფრო კომპაქტური შავი ხვრელების ჯგუფებისგან შედგებიან, რომლებიც ერთმანეთს ერწყმიან და ქმნიან ნამდვილ ზეგიგანტებს.

 

რაც საინტერესოა, ამ ვარაუდმა ბოლოს და ბოლოს მიიღო ნამდვილი დამტკიცება. რძის გზის ცენტრის რენტგენულმა ანალიზმა აჩვენა რომ ჩვენი გალაქტიკის უშუალო ცენტრში იმალება ძალიან მკვრივი არე, რომელშიც შესაძლოა 12-მდე შავი ხვრელი იმყოფებოდეს, რომლებიც რძის გზის ცენტრალური, ძირითადი შავი ხვრელის – მშვილდოსანი А*-ს გარშემო ბრუნავენ.

ამას გარდა, ანალიზმა აჩვენა რომ საერთო მნიშვნელობით, ჩვენი გალაქტიკის ცენტრალურ არეში შესაძლოა 20 000-მდე შავი ხვრელი არსებობდეს.

3.იუპიტერის ზომის მატერიის გამოტყორცნა (ხანდახან ჩვენი მიმართულებით)

 

თეორიული გამოთვლები და კომპიუტერული მოდელირება იმაზე მეტყველებს რომ ჩვენი გალაქტიკის ცენტრალური შავი ხვრელის, მშვილდოსანი А*-ს ახლომახლო შესაძლოა არსებობდეს ძალიან მასიური ვარსკვლავი, რომელიც ყოველ 10 ათას წელიწადში ერთხელ ძალიან ახლოს უახლოვდებოდა შავ ხვრელს, რის გამოც ხვრელი მისგან ვარსკვლავურ ნივთიერებას გამოწელავს, და შექმნის გახურებული მატერიის გრძელ ჭავლს. ამ მატერიის ნაწილი თავად შავი ხვრელის მიერ შთაინთქმება, სხვა – კოსმოსში გაიტყორცნება. თუმცაღა ამ მატერიის რაღაც ნაწილი შავი ხვრელიდან საკმაოდ შორ მანძილზე რჩება და შეუძლია პლანეტის ზომის გორგალში გაერთიანება. მაგრამ ესეც არაა ყველაზე საინტერესო.

 

ეს მატერიის გორგლები, ზოგ შემთხვევაში ნეპტუნის ზომის, ზოგჯერ კი იუპიტერის, გალაქტიკურ სივრცეში გაიტყორცნებიან 3,2-32,2 მილიონი კილომეტრი საათში სიჩქარით. მკვლევარების გამოთვლებით, ვარსკვლავის მომქცევი განადგურების შედეგად კოსმოსში დაახლოებით 100 მილიონი მსგავსი სხეული გაიტყორცნება, და შესაძლოა ზოგიერთი მათგანი ჩვენი მიმართულებითაც.

 

4. გალაქტიკური წარსულის დამალვა

რადიოტელესკოპების კომპლექსმა, „ატაკამის მილიმეტრული დიაპაზონის დიდმა საანტენო გისოსმა“ (ALMA)-მ მეცნიერებს პირველად მისცა საშუალება შეეხედათ შავი ხვრელის თორში (შავი ხვრელის ცენტრიდან გამოტყორცნილი გაზის ჭავლი), სადაც გაზისა და მტვერის გროვა ბრუნავს გალაქტიკური მონსტრის „ხახაში“, რაც გვერდითი დაკვირვებით დონატს მოგვაგონებს.

 

დაკვირვების ობიექტი ჩვენგან 47 მილიონი სინათლის წელიწადით არის დაშორებული და ვეშაპის თანავარსკვლავედში იმყოფება. ALMA-ს გასაოცარი სიმძლავრისა და მგრძნობიარობის დახმარებით, მეცნიერებმა მისი სიგანეც გამოთვალეს. იგი დაახლოებით 20 სინათლის წელიწადს შეადგენს. შავი ხვრელების ამ თორებზე დაკვირვებისას, მკვლევარებს გალაქტიკების წარსულზე უფრო მეტის გაგება შეუძლიათ. მაგალითად, თორის ასიმეტრიული ფორმა შეიძლება იმაზე მეტყველებდეს, რომ გალაქტიკა, საკუთარი წარსულის გარკვეულ პერიოდში, შესაძლოა შეერწყა სხვა გალაქტიკას.

 

5. მატერიის შთანთქმა წარმოუდგენელი სისწრაფით

ჩვენგან მილიარდი სინათლის წელიწადის დაშორებით, ვერონიკას თმების თანავარსკვლავედში, მდებარეობს კაშკაშა გალაქტიკა PG211+143. თავისი სიკაშკაშით გალაქტიკა შავ ხვრელს უნდა უმადლოდეს, რომელიც გარე კოსმოსიდან მატერიას წარმოუდგენელი სისწრაფით შთანთქავს – 100 000 კილომეტრი წამში.

 

მკვლევარებმა გაარკვიეს რომ ამ გალაქტიკის რენტგებული გამოსხივება აჩვენებს არსებით წითელ გადააგდილებას, რაც შეიძლება ამ გალაქტიკის მატერიის შავი ხვრელის მიმართულებით დიდი სისწრაფით მოძრაობით აიხსნებოდეს, რაც სინათლის სიჩქარის დაახლოებით 30 პროცენტს წარმოადგენს. ეს გაზი შავი ხვრელის გარშემო თითქმის არ ბრუნავს და სწორი ხაზით პირდაპირ მისი ცენტრის მიმართულებით მოძრაობს, შავი ხვრელის ცენტრთან წარმოუდგენლად ახლოს.

დატოვე კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *