ფეისბუქის აპლიკაცია თქვენი გადაადგილების ისტორიას ინახავს

სმარტფონზე დაყენებული ყველა აპლიკაცია, რომელსაც თქვენს ადგილმდებარეობაზე წვდომის უფლებას აძლევთ, ამ ინფორმაციას მუდმივად აგროვებს მაშინაც კი, როდესაც საერთოდ არ იყენებთ ამა თუ იმ კონკრეტულ აპლიკაციას.

მაგალითად, „ფეისბუკის“ აპლიკაცია თქვენს სმარტფონზე (Android/iOS სისტემები) დაინსტალირების შემდეგ, სხვადასხვა კომპანიას ავტომატურად აწვდის ზუსტ ინფორმაციას თქვენი ადგილმდებარეობის ისტორიის შესახებ.

შეიძლება არ იცოდეთ, რომ „ფეისბუკის“ აპლიკაციაში არსებობს თქვენი ადგილმდებარეობის ისტორიის ჩაწერის ფუნქცია (Location History), რომელიც აპლიკაციის დაყენებისთანავე ავტომატურად აქტიურდება და სხვადასხვა კომპანიას თქვენი ზუსტი ადგილმდებარეობის კონტროლის საშუალებას მაშინაც კი აძლევს, როდესაც სოციალური მედიის აპლიკაციას საერთოდ არ იყენებთ.

მომხმარებლებს აპლიკაციის პარამეტრებიდან თავად შეუძლიათ გათიშონ Location History-ის ფუნქცია. ამ შემთხვევაში „ფეისბუკი“ ვეღარ მოახერხებს თქვენი ადგილმდებარეობის დადგენას თვით აპლიკაციის გამოყენების შემთხვევაშიც კი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ Location History-ის ფუნქციის გათიშვით ატვირთულ სურათებზე ვეღარ მონიშნავთ ადგილმდებარეობას, ვერ „დაჩეკინდებით“ და ვერც ახლოს მყოფ (Nearby Friendს) დაინახავთ.

როგორ შევაჩეროთ „ფეისბუკის“ ე.წ. „თვალთვალის“ ფუნქცია მაშინ, როდესაც არ ვიყენებთ აპლიკაციას

„ფეისბუკმა“ ახალი კონფიგურაციის დანერგვით (ჯერჯერობით მხოლოდ ანდორიდის სისტემაზე მომუშავე მოწყობილობებისთვის) შეცვალა მიდგომა და და მომხმარებელს ახლა უკვე აძლევს საკუთარი ადგილმდებარეობის მონაცემების კონტროლის საშუალებას.

როგორ შეგიძლიათ „ფეისბუკს“ არ მისცეთ თქვენი ადგილმდებარეობის დადგენის საშუალება მაშინაც კი, როდესაც არ იყენებთ ამ აპლიკაციას:

ანდროიდის სისტემაზე მომუშავე სმარტფონზე გახსენით „ფეისბუკის“ აპლიკაცია;
შედით მარჯვენა ზედა კუთხეში მდებარე მენიუში (Settings) ვიზუალით – ☰);
შედით – Settings & Privacy;
აირჩიეთ – Privacy Shortcuts;
შედით – Manage your location settings;
მონიშნეთ – Background Location to OFF.

„ეპლი“ (Apple) პარამეტრების დამალვის ფუნქციას iOS მომხმარებლებსაც სთავაზობს.

თუკი თქვენ iPhone-ის მომხმარებელი ხართ, შეგიძლიათ გაიაროთ შემდეგი მარტივი საფეხურები:

შედით – Settings;
აირჩიეთ – Privacy;
შედით – Location Services;
აირჩიეთ – turn Location Services off.

ამავდროულად, „ფეისბუკი“ მომხმარებლებს (Android/iOS) პერიოდულად შეტყობინებებსაც უგზავნის რეკომენდაციით, გადახედონ ადგილმდებარეობის განსაზღვრის პარამეტრებს.

დატოვე კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *