ფსიქოლოგიური ექსპერიმენტები

პატარა ალბერტის ექსპერიმენტი

ექსპერიმენტი ჩატარდა 1920 წელს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში. მას უძღვებოდნენ ჯონ ბ. უოთსონი და როზალი რეინერი.

პატარა ალბერტის ექსპერიმენტი შეიძლება ჩაითვალოს როგორც თანამედროვეობის ყველაზე არაეთიკური ექსპერიმენტი. ჰიპოთეზის მიხედვით კავშირების სერიის შედეგად 9 თვის ბავშვი უნდა მისულიყო იმ მდგომარეობამდე, რომ ჩამოყალიბებოდა არარაციონალური შიში.

ექსპერიმენტის დასაწყისში ჩვილი ბავშვის წინ დასვეს თეთრი თაგვი. ბავშვს თავდაპირველად ცხოველების არანაირი შიში არ გააჩნდა. ამის შემდეგ, როგორც კი ბავშვი თაგვთან აღმოჩნდებოდა უოთსონი წარმოქმნიდა ხმაურს, ფოლადის ფირფიტაზე ჩაქუჩის დარტყმით. რამდენიმე ასეთი დაწყვილების შემდეგ (თაგვის გამოჩენა და ხმაური), ბავშვმა იწყებდა ტირილს და შიშის ნიშნების ჩვენებას, როცა თაგვი ოთახში გამოჩნდებოდა. უოთსონმა იგივე გაიმეორა სხვა ცხოველების და ნივთების შემთხვევაშიც (კურდღლები, სანტა კლაუსის წვერი…). ალბერტს ყველა წარმოდგენილის მიმართ გაუჩნდა შიში.

ექსპერიმენტმა დაადასტურა, რომ კლასიკური სახის პირობითი რეფლექსების ფორმირება ნამდვილად ხდება ადამიანებთან.

ასევე კვლევამ დაამტკიცა, რომ ზრდასრულ ასაკში არსებული შიშების უმეტესობა ადრეულ ასაკში ფორმირდება, გადატანილი ტრავმების ან სტრესის საფუძველზე.

კიტი ჟენოვისის საქმე

კიტი ჟენოვისის მკვლელობა არ ყოფილა წინასწარ დაგეგმილი ექსპერიმენტი, თუმცა ამ საქმემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დარგის განვითარებაში.

ნიუ იორკ თაიმზის სტატიის მიხედვით, თითქმის 40-მა მეზობელმა დაინახა, როგორ გაუსწორდნენ უმოწყალოდ კიტი ჟენოვისს და მოკლეს ქვინზში, 1964 წელს. მიუხედავად ამისა არცერთ მეზობელს დაურეკავს პოლიციისთვის. ზოგიერთი გამოცემა ამტკიცებდა, რომ თავდამსხმელებმა ცოტა ხნით დატოვეს დანაშაულის ადგილი და დაბრუნდნენ “საქმის დასასრულებლად”. როგორც მოგვიანებით გაირკვა აღნიშნული ფაქტების უმეტესობა გაზვიადებული იყო. (მოწმეების რაოდენობა დაახლოებით 12 უნდა ყოფილიყო და რამდენიმემ სავარაუდოთ პოლიციაშიც დარეკა).

ეს საქმე მოგვიანებით გახდა პოპულარული “მოწმის ეფექტის” გამო, რომელიც ამტკიცებს, რაც მეტია წარმოდგენილი მოწმეების რაოდენობა სოციალურ სიტუაციაში, მით უფრო მცირეა იმის შანსი, რომ ვინმემ გადადგას ნაბიჯი და მოიხმოს დახმარება ან თვითონ გაუწიოს. ამ ეფექტმა დიდი გამოყენება იპოვა მედიცინაში, ფსიქოლოგიაში და სხვა დარგებშიც.

აშის კონფორმიზმის კვლევა

1951 წელს დოქტორმა სოლომონ აშმა შვარცმორის კოლეჯში ინოვაციური კვლევა ჩაატარა, რომელიც მიზნად ისახავდა შეეფასებინა ადამიანის მისწრაფება დაეთანხმოს მიღებულ სტანდარტს, როდესაც მასზე გარე ფაქტორები მოქმედებენ.

ექსპერიმენტის მოხალისეების ჯგუფს აჩვენებდნენ სხვადასხვა სიგრძის ხაზების სურათს და უსვამდნენ მარტივ შეკითხვას, თუ რომელი ხაზი იყო ყველაზე გრძელი. ექსპერიმენტის ხრიკი იმაში მდგომარეობდა, რომ ჯგუფიდან მხოლოდ ერთი იყო რეალურად მოხალისე. დანარჩენები კი სცენარის მიხედვით მოქმედებდნენ. მათ უმრავლესობას არასწორი პასუხი უნდა ეთქვა. უცნაურია, მაგრამ ერთადერთი ნამდვილი მოხალისე თითქმის ყოველთვის ეთანხმებოდა უმრავლესობის აზრს, მიუხედავად იმისა, რომ ხვდებოდა არასწორ პასუხს ამბობდა.

მოცემული კვლევის შედეგები მნიშვნელოვანია ჯგუფებში არსებული სოციალური ურთიერთობების კვლევისას. ექსპერიმენტი ნათლად აჩვენებს იმ ცდუნების არსებობას, რომელსაც განვიცდით, რათა დავეთანხმოთ მიღებულ სტანდარტს და ამტკიცებს რომ ხშირად იმის გამო რომ ვიყოთ გარშემომყოფების მსგავსი, ჩვენს აზრსაც უგულვებელვყოფთ ხოლმე.

არჩევითი ყურადღება / უჩინარის გორილას ექსპერიმენტი

ტესტი ჩატარდა 1999 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტში, დენიელ სიმონსის და კრისტოფერ ჩაბრისის მიერ.

ექსპერიმენტის მონაწილეებს უნდა ეყურებინათ ვიდეოსთვის, რომელსაც ჩაურთავდნენ და დაეთვალათ თეთრი საკალათბურთო გუნდის მიერ გაკეთებული პასების რაოდენობა. ვიდეო ნორმალურ ტემპში ეშვებოდა, ისე რომ პასებზე დაკვირვება მარტივი დავალება ყოფილიყო. საინტერესო იყო ერთი დეტალი, რომელსაც მოხალისეების უმეტესობა ვერ ამჩნევდა, შუა ვიდეოს დროს ჩნდებოდა შავი გორილას ფორმაში გადაცმული ადამიანი, რომელიც კადრის ცენტრში იკავებდა ადგილს.

იმ ფაქტმა რომ მონაწილეების დიდმა ნაწილმა გორილა ვერ შეამჩნია, დაამტკიცა რომ ადამინები ზოგჯერ გადაჭარბებულად აფასებენ საკუთარი მულტი-თასქინგის (მრავალამოცანიანი რეჟიმი) რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობას. ექსპერიმენტმა გვაჩვენა, რომ როცა ადამიანებს ერთი საქმის კეთება ევალებათ, ფოკუსი მთლიანად იმ საქმეზე მიდის და მათ სხვა მნიშვნელოვანი დეტალები ეპარებათ ხოლმე.

დატოვე კომენტარი