ქალო დაიტყვე ქალობა !

ალიკა ტურაშვილი

ქალო დაიტყვე ქალობა,
ნუ ასდევ წარა_მარასა,
ან გზის ძირს მოგიხელთებენ,
ან ჩაბნელებულ შარასა…

მერე დასჯდები პირქუში,
ცხარე ცრემლების სახოკად,
აბა რა შენი საქმეა,
სიგარეტი და ნაკოლკა…

ბიჭებთან გათამაშება,
სიტყვის გარყვნა და ქილიკი,
მაგ გზაზე გადის სწორედაც,
ქალო ბოზობის ბილიკი…

მოგშიშვლებია გულ-მკერდი,
ფეხებს სად უჩან ძირია,
სხვა სანახავი რა დარჩა,
იქ ყველა ერთნაირია…

ხან აბორტებზე დარბიხარ,
ხან კი სხვა გასაჭირებზე,
სასტავი შენზე ჩალიჩობს,
შენ კი მაყუთა ბიჭებზე…

განა რა სჯობავ ჭკვა-თხელო,
ლამაზი ქალის დალალებს,
ორწყებად მხრებზე ჩამოყრილს,
ქარი რომ შეაქანავებს…

ჩაგივლის როგორც ოცნება,
კოჭამდე კაბის შრიალით,
თავდახრით მოგესალმება,
ტკბილი სიტყვით და სიამით…

ჟრჟოლა დაგივლის ფრჩხილიდან,
თმის ძრებამდე სიამის,
არ დაგიტოვებს სათქმელად,
მიზეზს სიტყვის და სიავის…

მერე დაგტოვებს მდუმარეს,
ჩუმი სურვილის ამარა,
მიხვდები ავი ზრახვები,
შენში რომ დაასამარა…

ფიქრებით აედევნები,
სულ მისი ცქერა გინდება,
ისევ შეხვედრის სურვილით,
გული რომ აბოგინდება…

ქალო დაიტყვე ქალობა,
ნუ ასდევ წარა – მარასა,
ან გზისძირს მოგიხელთებენ,
ან ჩაბნელებულ შარასა … ! 

 

ავტორი: ალიკა ტურაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

დატოვე კომენტარი